x
image
ზანგო
ვინ მოიგო არჩევნები?

ვარიანტების დათვლას ექსპერტ კახი კახიშვილთან ერთად შევეცადეთ:

- ბატონო კახი, "ქართულ ოცნებას" ცოტა ადრე ხომ არ უხარია?

- "საიტის გაფუჭება" რომ დროის მოგების ფანდია, ამას ბავშვიც კი მიხვდება. ახლა იმაზე მსჯელობენ, რამდენპროცენტიანი უპირატესობა "გაუფორმონ" ივანიშვილის ბლოკს. ჩემი მონაცემებით, ის 10 თუ 12 პროცენტიც, რომელსაც აღიარებენ, უკვე გაყალბების შედეგია, თორემ სინამდვილეში სხვაობა ორჯერ მეტიც იყო.
ეს უპირატესობა (10-12 %) შესაძლოა, ერთი შეხედვით შთამბეჭდავიც იყოს, მაგრამ რეალურად მხოლოდ ორიოდე მანდატის სხვაობას იძლევა.

- პროპორციული არჩევნებით ხომ 77 მანდატი ნაწილდება. 10-12% ორიოდე რატომ ჩამოდის?

- 10-12 პროცენტიანს "მარტივი მანიპულაციით" ჩამოიყვანენ 8-9 პროცენტზე (ჯერ ხომ ოფიციალურად უბნების მეოთხედიც კი არ არის დათვლილი). ასეთი სხვაობის შემთხვევაში, თუკი "ქრისტიან-დემოკრატებსაც" გადაალახვინებენ 5-პროცენტიან ზღვარს (და ამის მცდელობებიც აშკარაა), შესაძლოა მივიღოთ თუნდაც ასეთი პროპორცია 51% - 44% - 5%. ეს ნიშნავს, რომ "ოცნებას" ეყოლება 5 დეპუტატით მეტი. მაგრამ ერთი ადგილის დათმობა მოუწევს ქდმ-სთვის (კანონის მიხედვით, თუკი პარტია გადალახავს 5%-იან ზღვარს, მაგრამ ვერ ქმნის ფრაქციას, მას გამარჯვებული უთმობს ერთ მანდატს).
ამ სხვაობას კი მაჟორიტარული ოლქებით "ამოქაჩავენ". ყოველ შემთხვევაში, იმედი აქვთ.

- დილის მონაცემებით, "ოცნება" (თბილისსაც თუ ჩავთვლით), 3 მანდატით, მაჟორიტარებსაც იგებდა.

- კი, მაგის შემდეგ, გარდაბანსა და თიანეთშიც მათ სასარგებლოდ შეიცვალა მდგომარეობა; მაგრამ ყველაზე პრობლემატური 15-ზე მეტი ოლქი ჯერ "გასაიდუმლოებულია". საღამოს ბევრი რამ გაირკვევა. დაველოდოთ...

P.S. საღამომდე მართლაც ბევრი რამ გაირკვევა, ამიტომ დღეს, 17-საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ, რადიო "პალიტრის" ტოქშოუ "პროვოკატორში" სწორედ კახი კახიშვილი იქნება სტუმრად და წამყვანთან ერთად კიდევ ერთხელ იმსჯელებს პარტიების შანსებზე.image

0
196
1-ს მოსწონს
ავტორი:ზანგო
ზანგო
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0