x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
"მზაკვრულ გეგმასთან გვაქვს საქმე“- რა ინფორმაციას ავრცელებს გოგა ჩანადირი

image


ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და რუსეთის ამ გადაწყვეტილებაში მზაკვრულ გეგმას ხედავს:


"დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკის შინაარსის გათვალისწინებით, სახიფათო თამაშია რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება და პირდაპირი ფრენების აღდგენა.


რაში დასჭირდა რუსეთს ახლა ამ ნაბიჯის გადადგმა? თვალები გაგვილამაზდა?


გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები ჩვენი ქვეყნიდან და მერე დავიჯერებ კრემლის სურვილს, რომ გულწრფელად უნდა ურთიერთობის მოწესრიგება.


მრჩება შთაბეჭდილება, რომ მზაკვრულ გეგმასთან გვაქვს საქმე", – წერს ხელოვანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდება სავიზო რეჟიმი და ასევე მოიხსნება ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე აკრძალვა.






0
666
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
666