"ქართული ოცნება" ახალი მთავრობის დაკომპლექტებაზე მუშაობას დღეს დაიწყებს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა.
"ამაზე ფიქრი დღეს, 10:00 საათიდან დაიწყებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ამ წუთებში აქვს. ამიტომ დაიწყება 11:00 საათზე"-განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, ახალი მთავრობის დაკომპლექტებაზე კოალიციაში ნაფიქრი აქვთ, თუმცა საჯარო მსჯელობა არ ყოფილა.
"კოალიციის პირველხარისხოვანი ამოცანა არის მთავრობის დალაგება", -განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ ახალი მთავრობის ფორმირების დროს ხელისუფლებასთან არავითარი კულუარული გარიგება არ იქნება.