საზოგადოებრივი 10 საინტერესო ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ 2023, 9 მაისი, 9:43 მეორე მსოფლიო ომის დასრულების თარიღად, ოფიციალურად, 1945 წლის 8 (9) მაისი ითვლება. თუმცა, რეალურად, ეს ომის დამთავრების კი არა, გამარჯვების დღე არის — დღე, როდესაც გერმანიამ კაპიტულაციაზე მოაწერა ხელი. აქტი გერმანიის უპირობო კაპიტულაციის შესახებ, ხელმოწერილი იყო 7 მაისს. მაგრამ, ოფიციალურად, განცხადება საკითხთან დაკავშირებით, ევროპაში 8 მაისს, დღის საათებში გამოცხადდა, ხოლო სსრ კავშირში — 9 მაისის, საღამოს. ამის შემდეგ, ომმა დიპლომატიურ ფრონტზე გადაინაცვლა და ის, თითქმის, 10 წელი კიდევ გრძელდებოდა, რადგან ბევრ საკითხზე, რომელიც გერმანიის დიპლომატიურ და იურიდიულ მდგომარეობას ეხებოდა, სსრ კავშირი, აშშ და დიდ ბრიტანეთ, წლების მანძილზე, მსჯელობდნენ და წყვეტდნენ. შედეგად: სამშვიდობო ხელშეკრულება გერმანიასთან, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა 1951 წ. 9 ივნის გააფორმეს, ხოლო აშშ-მ, იმავე წლის, 19 ოქტომბერს. რაც შეეხება სსრ კავშირს, მან გერმანიასთან სამშვიდობო შეთანხმებას, 1955 წლის 21 იანვარს მოაწერა ხელი. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება, «გერმანიას და საბჭოთა კავშირს შორის, ომის დასრულების შესახებ», 1955 წ. 25 იანვარს გამოიცა. კურილის კუნძულების გამო, იაპონიას და რუსეთს, სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელი, ჯერ კიდევ არ მოუწერია. ფორმალურად, მათ შორის, — ომი გრძელდება... როდესაც გერმანული ჯარი პოლონეთში შეიჭრა, ვიზნას დაცვაზე მხოლოდ 720 პოლონელი ჯარისკაცი იდგა. მათ მტრის 42 ათასი ჯარისკაცის და 350 ტანკის, 3 დღით შეკავება შეძლეს. შეიძლება, ფანტასტიკურად ჟღერს, მაგრამ, ჰიტლერს გაქცევის შესაძლებლობა ჰქონდა... მისი სიკვდილის ოფიციალურ დღეს — 1945 წლის 1 მაისს, ალყაშემორტყმული ბერლინიდან, ტანკების კოლონამ შეძლო გამოსვლა, რომელიც რამდენიმე ჯავშნიან «ჰორხს» («Horch» – მსუბუქი ავტომობილი) აცილებდა. ტანკები ერთი დღის შემდეგ აღმოაჩინეს, მანქანები კი, უკვალოდ გაქრა. ისტორიკოსების ერთი ნაწილი თვლის, რომ ჰიტლერი, შეიძლება, ჰამბურგში ჩასულიყო, სადაც წყალქვეშა ნავების სპეციალური განყოფილება — «ფიურერის დაცვა» იყო ბაზირებული. მაისის ბოლოს კი, იქიდან არგენტინის მიმართულებით, წყალქვეშა ნავი – U-530 გავიდა. ხოლო, ადგილზე ჩასული ეკიპაჟი, მოკავშირეებს ჩაბარდა. თუმცა, მის ბორტზე აღარაფერი იყო — არც დოკუმენტები, არც საბორტო ჟურნალი და არც რაიმე კვალი, რომელიც ნავში, სხვა ადამიანების მგზავრობაზე მიანიშნებდა. ვროცლავში (პოლონეთი) დამარცხების შემდეგ, გერმანელებმა ქალაქიდან ჯავშნიანი მატარებელი გაიყვანეს, რომელიც, როგორც თვითმხილველები ამტკიცებდნენ, ოქროს ზოდებით იყო სავსე. ვალბრზიხისკენ მიმავალი 150 მ–იანი შემადგენლობა, გზაში გაუჩინარდა. იმ რეგიონში, მიწისქვეშა გვირაბების უდიდესი ქსელია და როგორც ამბობენ, მატარებელი დღემდე, რომელიმე მათგანში დგას. მაგრამ, საძიებო ოპერაციებს, დღემდე შედეგი არ გამოუღია... გასაბერი არმია, რომელსაც «მოჩვენებით არმიასაც» ეძახდნენ, ამერიკას ეკუთვნოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკელებმა ჭკვიანურ ხრიკის მიმართეს: 1944 წელს მათ საბრძოლო გუნდი შეკრიბეს, რომელშიც მხატვრების, მოდის დიზაინერების, მსახიობების და სხვა შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები შედიოდნენ და ეს იმისთვის, რომ მათ თავიანთი უნარები, მოწინააღმდეგის «გასაცურებლად» გამოეყენებინათ. 23–ე რაზმში 1100 ადამიანზე მეტი ირიცხებოდა. მათი მისია მტრის დაბნევა, დემორალიზება და «მაგიის» საშუალებით, დაშინება იყო. ამისთვის კი, გასაბერ საბრძოლო ტექნიკას, ხმოვან და პიროტექნიკურ ეფექტებს, კოსტიუმებს, გრიმს და სხვა რეკვიზიტებს იყენებდნენ. ვიდრე პიროტექნიკოსები «ბრძოლის ველზე» აფეთქების იმიტაციას ახდენდნენ, მსახიობები ბარებში მიდიოდნენ, სვამდნენ და არიელებს შორის, ერეტიკულ იდეებს ავრცელებდნენ. ამავდროულად, გერმანული დაზვერვა საბრძოლო რაზმების მოულოდნელ გამოჩენას აფიქსირებდა იმ ადგილებში, სადაც ცოტა ხნის წინ, არაფერი იყო! ასობით ტანკი და საარტილერიო დანადგარი, ფაქტობრივად, ჰაერიდან ჩნდებოდა. ამის შემდეგ, გერმანელების არმიის გადაჯგუფება ხდებოდა, ხოლო «მოჩვენებითი არმია» ისე ქრებოდა, როგორც ჩნდებოდა... რომ ახალ ადგილზე გამოჩენილიყო. ამ არმიის არსებობა, 1996 წლამდე, გასაიდუმლოებული იყო. ყველაზე ძლიერი საარტილერიო დანადგარი, რომელიც ოდესმე გამოუგონიათ, საბჭოთა ტერიტორიაზე გამოიყენეს. მას შემქმნელის, გენერალური კონსტრუქტორის, კარლ ბეკერის პატივსაცემად, «კარლი» ერქვა. უზარმაზარ ზარბაზანს, 2, 5 ტონიანი ჭურვის, 5 კმ-ზე სროლა და 2, 5 – 3 მ. სისქის ბეტონის კედლის დანგრევა შეეძლო. II მსოფლიო ომი 1945 წლის 2 სექტემბერს, ტონკინის ყურეში მდგარი, აშშ-ს გემზე – «მისურზე», იაპონიის მიერ, კაპიტულაციაზე ხელის მოწერით დასრულდა. კაპიტულაციას წინ ტრაგიკული მოვლენები, 6 და 9 აგვისტოს, ჰიროსიმას და ნაგასაკის ატომური დაბომბვა უძღოდა. მესამე სამიზნე — ტოკიო იყო. თუმცა, ვიდრე ეს მოხდა, 14 აგვისტოს, იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. II მსოფლიო ომის დროს, ამერიკული ჯარი RAF-16–ს ვარდისფერ თვითმფრინავებს იყენებდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მზის ამოსვლის და ჩასვლის დროს, ეს გამანადგურებელი, პრაქტიკულად, უხილავი ხდებოდა — მისი «გლამურული» ფერი ძალიან კარგად გააზრებული, სამხედრო ტაქტიკა იყო. როდესაც გერმანულმა ჯარმა პარიზი დაიკავა, ადოლფ ჰიტლერმა ეიფელის კოშკის წვერზე ასვლის სურვილი გამოთქვა. მაგრამ მან, ეს ვერ შეძლო, რადგან ფრანგებმა ლიფტის სავალი ნაწილი განზრახ დააზიანეს. ფეხით ასვლაზე კი, ფიურერმა უარი თქვა. სწორედ მაშინ გახდა პოპულარული გამონათქვამი, რომ «ჰიტლერმა საფრანგეთი დაიპყრო, მაგრამ ეიფელი — ვერა». არხის სხვა სიახლეები:* 4 იდუმალი ქვეყანა, რომელიც სამუდამოდ დაიკარგა* 10 პრაქტიკული ვარცხნილობა, რომელიც მოდიდან არასდროს გადადის* გზა რომელსაც ისინი გადიან, გრძელი, რთული და ფათერაკებით აღსავსე...275 3-ს მოსწონს |
ჩემი აზრით,ქართველები არ უნდა ავღნიშნავდეთ ამ დღეს,რადგან არსად არ გაგვიმარჯვია და კომუნიზმი უფრო დიდი ბოროტება იყო,ვიდრე ფაშიზმი.თუ ჩემი არ გჯერათ,ბალტისპირელ მოსახელობას კითხეთ,ორივე გამოსცადეს თავის თავზე. რაც ყველაზე მთავარია,ქვეყანაში უფრო მოწიწებით არნიშნავენ 9 მაისს,ვიდრე 12 აგვისტოს. დავით აღმაშენებელმა ამ დღეს,საქართველოს გადაურჩინა სარწმუნეობა და თვითმყოფადობა,ჩვენს ისტრორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება იყო და ეს დღე სათანადოდ არ აღინიშნება,რაც ძალიან ცუდია. ისაუბრო იმაზე,რა მომავალი ელის ქვეყანას,მაშინ როცა 12 აგვისტოს ლაითად ატარებს ერი,ხოლო 9 მაისს ზარზეიმით აღნიშნავს,ეს ქვეყნის სამომამავლო პერსპექტივას კარგს არ უქადის. აღნიშნვნით,ყველამ ის აღნიშნოს,რაც უნდა და როგორც უნდა,თუმცა ქვეყნის ოფიციალური დამოკიდებულება უნდა იყოს სხვა,არ უნდა ავღნიშნავდეთ ამ დღეს და არ უნდა იყოს დასვენების დღე.