x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
"სპილოდან კალიამდე"- რას ჭამენ და არ ჭამენ კატეგორიულად სხვადასხვა ხალხები
image


საკვების ტაბუ თითქმის ყველა ხალხს აქვს, უბრალოდ ჩვენ იმდენად შევეჩვიეთ, რომ უბრალოდ დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევთ.მაგალითან ძაღლის ხორცს ჩვენ ან ამერიკელი კატეგორიულად არ შეჭამს, თუმცა ვიეტნამში და ჩინეთში ძაღლის და კატის ხორცის ჭამა ჩვეულებრივი ამბავია, იქ სპეციალურად ძაღლის სახორცე ჯიში გამოჰყავთ.



ყველასთვის ცნობილია იუდეველთა და მუსულმანთა ტაბუ, ღორის ხორცის მიღება მათთან კატეგორიულად აკრძალულია.ტრადიცია ძველი ებრაელებიდან მოდის, მათ მიაჩნდათ, რომ ცუდად დამუშავებული ღორის ხორცი სახიფათო პარაზიტების მატარებელი იყო.ინდუსები არ მიირთმევენ საქონლის ხორცს, პირველ რიგში იიტომ, რომ მათში ძროხა წმინდა ცხოველად ითვლება, სამაგიეროდ აქტიურად იყენებენ ნეხვს, როგორც სამშენებლო მასალას და სათბობს, აგრეთვე რძეს.ინდიელები, კერძოდ მეტსები(მეტისებში არ აგერიოთ) არ ჭამენ ირმის ხორცს. ამერიკელები არ შეჭამენ ცხენის ხორცს, თუმცა ჩვენშიც და ბევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში ცხენის ძეხვი დიდი პოპულარობით სარგებლობს.ზოგიერთი აზიის ქვეყნებში არ ჭამენ ქათამს და ქათმის კვერცხს.ზოგიერთი აფრიკული მესაქონლე ტომები არ ჭამენ თევზს.(ტანზანია, ეთიოპია, სომალი და სხვა)როგორც ცნობილია ფრანგები და ზოგიერთი სამხრეთ ევროპელი ხალხები მიირთმევენ ბაყაყის და ლოკოკინას ნაირსახეობას, რაც ბევრი ერისთვის კატეგორიულად მიუღებელია.


მაგალითად იუდაიზმსა და ისლამში კატეგორიულად აკრძალულია ამფიბიების (როგორიცაა ბაყაყები) და ქვეწარმავლების (როგორიცაა ნიანგები ან გველები) ჭამა. თუმცა, სხვა კულტურებში ბაყაყის ფეხები და ალიგატორის ხორცი განიხილება, როგორც დელიკატესი.



იუდაიზმი და სხვა რელიგიები კრძალავს ღამურის ხორცის ჭამას. თუმცა, იგი ითვლება ძვირფას დელიკატესად ინდონეზიაში და ჩინეთში.


ბიბლია კრძალავს ფრინველების ისეთი სახეობების ჭამას, როგორიცაა არწივი, ორბი, შაკი. თუმცა, ბიბლიაში აკრძალულ ზოგიერთ სახეობას ახლა საკვებად ამრავლებენ, მაგალითად, სირაქლემას.


ისლამში ჰალალის ფრინველები უნდა იყვნენ დაფარული ბუმბულით და არ უნდა იყოს მტაცებელი


გარეული მტრედს მიირთმევენ ჩრდილოეთ ამერიკაში, მაგრამ ურბანული (ქალაქის) მტრედების ჭამა არ არის ნებადართული.



აქლემის ხორცის ჭამა ტრადიციულია არაბულ ქვეყნებში, მაგალითად საუდის არაბეთში აქლემის კუზი განსაკუთრებით დელიკატესად ითვლება და მიირთმევენ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მათ შორის რელიგიურ დღესასწაულებზე.


დასავლურ საზოგადოებაში სპილო ასოცირდება ცირკთან და გართობასთან, მაგრამ ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში სპილოებზე ნადირობენ ხორცისთვის. ზოგიერთი ტაილანდელი თვლის, რომ სპილოს ჭამა აუმჯობესებს სექსუალურ ცხოვრებას, რის გამოც მათზე ხშირად ნადირობენ.


კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების წევრები არ ჭამენ სოკოს (რადგან ისინი ღამით იზრდებიან), ასევე ხახვს, ნიორს, პირშუშხას და სვიას, რაც, მათი აზრით, დამანგრეველ ვნებას იწვევს. ისლანდიაში, ბრიტანეთის კუნძულებსა და შვედეთის სოფლებში სოკოს პრაქტიკულად არ ჭამდნენ მეორე მსოფლიო ომამდე. სოკო ითვლებოდა ძროხების საკვებად და ასოცირდებოდა ომიანობასთან და შიმშილთან.


ქრისტიანულ ქვეყნებში არაა მიღებული მწერების ჭამა, სამაგიეროდ იუდაიზმში, მხოლოდ გარკვეული ტიპის კალიის ჭამა არის მიღებული;ისლამშიც არის დაშვებულია კალიის ჭამა. აზიის ქვეყნებში, მაგალითად ტაილანში ბაზარში შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა სახეობის შემწვარი მწერები.

image


2
321
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
321
  
2023, 9 მაისი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 7 მაისი, 23:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2