კინო სხვადასხვა ეროვნების 10 ყველაზე ლამაზი მსახიობი: რითია მდიდარია ირანი, თურქეთი, ბრაზილია და სხვა ქვეყნები 2023, 6 მაისი, 17:55 მსოფლიოში ბევრი ლამაზი ქალია. ყველა მათგანი ძალიან განსხვავებული და თავისებურად ლამაზია. ზოგი ქერაა, ზოგიც შავგვრემანი, ზოგი ცისფერთვალებაა, ზოგიც - თავლისფერთვალება... ასეთი მრავალფეროვნება ყოველთვის სასიამოვნოა, ამიტომაც სილამაზის ერთი უნიკალური სტანდარტი არ არსებობს. გამორჩეულად მშვენიერი სხვადასხვა ეროვნების ლამაზმანთა ხილვა სწორედ კინოშია შესაძლებელი. ამ ნიჭიერი მსახიობი ქალბატონებით მთელს მსოფლიოში აღფრთოვანებულები არიან, და ეს გასაკვირი არცაა, რადგან ისინი არა მხოლოდ გამორჩეულები, არამედ წარმოუდგენლად მიმზიდველი ქალბატონებიც არიან.1. მონიკა ბელუჩი - იტალიამომაჯადოებელი მონიკა ბელუჩი - იტალიის ნამდვილი სიამაყეა. მსახიობი უკვე 58 წლისაა, თუმცა ჰოლივუდის ერთ-ერთი ულამაზესი ქალბატონი საკუთარ პოზიციებს არ თმობს. როგორც ახალგაზრდობაში, ასევე დღესაც ის ბრწყინვალედ გამოიყურება. ყველაზე საქებარი კი ისაა, რომ მსახიობი ასაკს არ მალავს და თვლის, რომ დაბერება ბუნებრივი უნდა იყოს.2. ნაზანინ მანდი - ირანიირანელმა მსახიობმა, მოდელმა და მომღერალმა თაყვანისმცემლები არა მხოლოდ თავისი უნაკლო სხეულით, არამედ ცხოვრებისადმი დამოკიდებულებითაც მოხიბლა. ის აქტიურად უწევს პროპაგანდირებას საკუთარი თავისადმი სიყვარულს და გულწრფელად ჰყვება დეპრესიისა და კვებით აშლილობის დამარცხების გზებზე. მოკლედ, ირანელი ნაზანინ მანდი ძალიან სასიამოვნო ქალბატონია.3. ბერგიუზარ ქორელი - თურქეთიეს გოგონა - პოპულარული თურქი მსახიობია. ბერგიუზარმა სამსახიობო ნიჭი არა მხოლოდ მშობლებისგან მიიღო, რომლებიც ასევე სამსახიობო გარემოდან იყვნენ, არამედ საკუთარ საქმესაც ძალიან სერიოზულად ეკიდება. მაგალითად, ფილმში "მგლის ბილიკი: ერაყი", რომელმაც მას უდიდესი პოპულარობა მოუტანა, მსახიობს არაბული ენის შესწავლა მოუწია, რასაც თავი ბერგიუზარმა ბრწყინვალედ გაართვა.4. ფერნანდა მაჩადო - ბრაზილიაბრაზილიელი მსახიობი მაყურებელს მრავალსერიან სატელევიზიო ფილმებში შესრულებული როლებით შეუყვარდა, რომელთა ყურებაც ასე ძალიან მოსწონთ არა მხოლოდ დიასახლისებს, არამედ მათ მეორე ნახევრებსაც.5. იზაბელ აჯანი - საფრანგეთიამ ფრანგმა ქალბატონმა თავისი დედოფლური გარეგნობითა და საოცარი სილამაზით ყველა მოაჯადოვა. ფრანგი კინოვარსკვლავი რამდენჯერმე გახდა ელიტარული პარფიუმერული ბრენდების სახე, რომელთა მესვეურებსაც სურდათ მათი სურნელი ასოცირებული ყოფილიყო ფუფუნებასთან და ქალურობასთან.6. კიმ ტე ჰე - სამხრეთ კორეასამხრეთ კორეელმა მსახიობმა კარიერა მოდელობით დაიწყო და დიდ მასშტაბებსაც მიაღწია, თუმცა გოგონა მალევე მიხვდა, რომ მას მხოლოდ მოდელობა არ სურდა. კიმ ტე ჰემ საკუთარი ძალები დიდ კინოში სცადა, სადაც დიდ წარმატებას მიაღწია, ფილმებმა რომელმაც მას უწიდესი წარმატება მოუტანეს არის - "კიბე სამოთხეში", "სიყვარულის ისტორია ჰარვარდში", "აირისი", "ჩემი პრინცესა" და სხვა.
7. ლუისანა ლოპილატო - არგენტინაეს არგენტინელი ლამაზმანი - ლუისანა ლოპილატოა, გოგონამ მაყურებელს თავი 2000-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიალში "მეამბოხე სულები" შესრულებული მია კალუჩის როლით დაამახსოვრა. უმშვენიერესი არგენტინელი ქალბატონი მსახიობობას ასევე წარმატებით უთავსებს მომღერლობასა და მოდელობას. ლუისანა ლოპილატო ოთხი შვილის დედაა.8. კეტრინ ზეტა-ჯონსი - დიდი ბრიტანეთიმაყურებელი გულგრილი ვერც ამ ეშხიანმა შავგვრემანმა დატოვა. მისი ქარიზმა და საოცარი ნიჭი, იშვიათ სილამაზესთან ერთად, უბრალოდ შეუძლებელია არ დააფასო. ფილმში "ზოროს ნიღაბი" შესრულებული მომხიბვლელი ელენა მონტერო ძლიერი სქესის წარმომადგენლებს დღემდე გულს უჩქარებს.9. დაიან კრიუგერი - გერმანიაგერმანიის მკვიდრმა აღიარება არა მხოლოდ მოდელის რანგში მოიპოვა, არამედ მან საკუთარი ღირსეული ადგილი ჰოლივუდშიც დაიმკვიდრა. საინტერესოა, რომ არა ენასთან დაკავშირებული პრობლემები მისი ნახვა მილა იოვოვიჩის ნაცვლად "მეხუთე ელემენტშიც" შეგვეძლო.10. პრიანკა ჩოპრა - ინდოეთიულამაზესი ინდოელი მსახიობი პრიანკა ჩოპრა არა მხოლოდ წარმატებული მოდელი, არამედ პოპულარული მსახიობიც გახლავთ. მისი სილამაზე არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ საქმითაც აღიარეს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო 2000 წელს ის "მის სამყარო" გახდა. ინდოელი ვარსკვლავის ნიჭი არა მხოლოდ ბოლივუდში, არამედ ჰოლივუდშიც აღიარეს, ეს კი მოგეხსენებათ რომ მსახიობის ოსტატობის სრულიად განსხვავებული დონეა.1552 შეფასება არ არის |