x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
5 გასაოცარი რამ, რაც მიწისქვეშ ხდება

სამყარო სავსეა საოცრებებით... და ზოგიერთი მათგანი, ახლა, ჩვენს ფეხქვეშ ხდება. აქ მხოლოდ, 5 მათგანზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას:


ქალაქი ქალაქის ქვემოთ
image


მონრეალში საკმაოდ ცივა. იქ, საშუალო ტემპერატურა ზამთარში — -6, 2 გრადუსია. იმისათვის, რომ არ გაიყინონ, მონრეალელები, ყოველწლიურად, სულ უფრო და უფრო ღრმად ეფლობიან მიწაში, ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით — პირდაპირ ქალაქის ქუჩების ქვეშ, უზარმაზარი სავაჭრო ცენტრების ქსელია განლაგებული. გარდა ამისა, მიწის ქვეშ საოფისე შენობები და საცხოვრებელი კომპლექსებიც არის და ყველა ნაგებობა ერთმანეთს მიწისქვეშა გვირაბებით უკავშირდება. le Réso — მიწისქვეშა ქსელი 32 კმ-ზე მეტ საფეხმავლო ბილიკს მოიცავს და ისე იმდენად ეფექტურია, რომ ბევრი მონრეალელი, როდესაც სამუშაოზე ან სასწავლებელში მიდის, ქურთუკს არ იცვამს, თუ ქუჩაში გასვლას არ გეგმავს.



კონტრაბანდისტების გზა
image


სან–დიეგოში (აშშ), ქალაქში, რომლის გარეუბანი მექსიკას ესაზღვრება, მექსიკურ ნარკოკარტელებს, ამერიკაში საკუთარი პროდუქტის შესატანად, განვითარებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემა აქვს. აშშ–ს ფედერალურ სამსახურს კი, მიწისქვეშა ნარკოტრეფიკის წინააღმდეგ საბრძოლველად, საუკეთესო ოფიცრებით და აგენტებით დაკომპლექტებული, მთელი განყოფილება აქვს. ამ განყოფილების წარმომადგენლები, მუდმივად პოულობენ კარტელის ახალ–ახალ გვირაბს. ყველაზე დიდი, მათ შორის, 2020 წ. აღმოაჩინეს, რომელიც, თითქმის, ერთ ნახევარი კილომეტრის იყო და 9 მ. სიღრმეზე მდებარეობდა. საპოლიციო რეიდის დროს, გვირაბიდან 2 ტონაზე მეტი ნარკოტიკი ამოიღეს, რომლის საერთო ღირებულება, ათობით მლნ. დოლარი იყო.


ოცი ათასი ცხედარი ქალაქის პარკის ქვეშ
image


ნიუ-იორკში, ვაშინგტონის სკვერის პარკი, ყოფილი სასაფლაოს ადგილზე გააკეთეს. იქ XVII–XIX საუკუნეში, ყვითელი ცხელების შედეგად დაღუპულ, ღარიბებს მარხავდნენ. 1827 წ. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქალაქის გაფართოება გადაწყდა და მის შემოგარენში, აუთვისებელ ტერიტორიებზე მშენებლობა დაიწყო. ხოლო, სასაფლაოს ტერიტორიაზე პარკის გაშენება გადაწყდა. ამასთან, პროექტის დასრულებას ისე ჩქარობდნენ, რომ ექსჰუმაციისა და ნეშტის გადასვენებაზე, დრო აღარ დაკარგეს — შედეგად, 20 ათასამდე ცხედარი ისევ პარკის საძირკველშია.



ხეების კომუნიკაცია
image


ბოლოდროინდელმა მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხეები ბევრად უფრო რთულად არიან მოწყობილები, ვიდრე ადრე ეგონათ. მათი ფესვები მიწისქვეშ, ერთმანეთშია გადახლართული. ფესვები, ასევე, ფიზიკურ კონტაქტში არიან სხვა მცენარეების ფესვებთან, სოკოებთან და ბაქტერიებთან. ასე ფლორის სამყაროს წარმომადგენლები, ერთმანეთს ინფორმაციას გადასცემენ, გარემოს მდგომარეობის შესახებ. მაგ., როგორიც გვალვა, ან დაავადების ეპიდემია არის. ასევე, ერთმანეთს, საკვები ნივთიერებები და წყლის მარაგს უზიარებენ.

ამ მოვლენას, «მსოფლიო ტყის ქსელი» (Wood Wide Web) ჰქვია, რომელიც მეცნიერთა შეფასებით, დაახლოებით, 500 მლნ. წლის წინ შეიქმნა და მასში ამჟამად, დაახლოებით, 30 000 სახეობის, 1, 2 მლნ. ხე–მცენარე არის გაერთიანებული. მეცნიერებმა ამ გლობალური მიწისქვეშა ქსელის რუკაც კი შეადგინეს.


12 000 წლის მიწისქვეშა გვირაბებიimage


ევროპის მთელი ტერიტორია ათასწლოვანი გვირაბებით არის დასერილი, რომელიც ჩრდ. შოტლანდიიდან იწყება და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებამდე მიდის. ალბათ, არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც არ დაეთანხმება აზრს, რომ ეს 12000 წლის მიწისქვეშა გზა, ნამდვილად რომ შთამბეჭდავია.

რისთვის აშენებდნენ და რა დანიშნულება ჰქონდა გვირაბებს, ზუსტად ცნობილი არ არის. თუმცა, არსებობს რამდენიმე თეორია, თუ რატომ იყო შექმნილი მიწისქვეშა სისტემა. ერთი ვერსიით, გვირაბები ერთი პუნქტიდან მეორეში, უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის შეიქმნა. იმ პერიოდში ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაუსახლებელი იყო და მიწისქვეშა გზა საუკეთესო საშუალება იყო მტაცებლებისგან თავის დასაცავად. ამას ისიც ემატებოდა, რომ ხშირი იყო კონფლიქტები და ომები. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* რთული და ლოგიკური გამოცანები (პასუხები აქვს)

* ორი ლეგენდის შეხვედრა და სხვა საინტერესო ფაქტები ფრედი მერკურის შესახებ

* ვაშლის ძმარი – უნივერსალური გამწმენდი საშუალება (გამოყენების 10 ხერხი)



1
660
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
660
  
2023, 17 მაისი, 23:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1