x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ამ ნაძირალამ შეიწირა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე
image




"ნიკოლაი ეჟოვი, სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი (ანუ მინისტრი) 1936-1938 წლებში, სტალინის მონა, 155 სმ სიმაღლის, მეტსახელად "სისხლიანი ქონდრისკაცი" ჩეკისტი.


ამ ნაძირალამ შეიწირა მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე. ეჟოვის დავალებით ლავრენტი ბერია საქართველოში ატარებდა დაუნდობელ რეპრესიებს, რომ სტალინის და კრემლის ხელისუფლების თვალში მეტი ქულა დაეწერა.


დიდ ტერორს სტალინის ინიციატივით „ეჟოვშჩინა“ დაერქვა, თუმცა დღეს დოკუმენტები მკაფიოდ გვიდასტურებს, რომ ეჟოვი დამოუკიდებელი ფიგურა არ ყოფილა და სტალინის მიერ იყო მართული: 1937-38 წლებში ეჟოვი 290-ჯერ იმყოფებოდა და ბელადის კაბინეტში, მთლიანობაში, 850 საათზე მეტი აქვს გატარებული.



1937-1938 წლებში ეჟოვმა სტალინს 15 000 მოხსენება გაუგზავნა დაკავება-დახვრეტების შესახებ.


დიდი ტერორის დაწყების დღედ 1937 წლის 2 ივლისი ითვლება. ამ დღეს სტალინმა წერილი გაუგზავნა პარტიის რეგიონალურ ხელმძღვანელებს და უბრძანა მათ, ხუთი დღის განმავლობაში კრემლში გაეგზავნათ რეგიონში არსებული კულაკებისა და „სოციალურად მავნე სხვა ელემენტების“ სია. სიის შედგენის შემდეგ მასში მოხვედრილი პირები ორ კატეგორიად გაყვეს: პირველ კატეგორიაში შეიყვანეს „უაღრესად სახიფათო“ პირები, რომლებიც უნდა დაეხვრიტათ, ხოლო მეორე კატეგორიის მოქალაქეები ათი წლით უნდა გაემწესებინათ საკონცენტრაციო ბანაკებში. სიების დაზუსტებისა და ნკვდ-ს სადამსჯელო ჯგუფების მობილიზების შემდეგ, 30 ივლისს, სტალინმა გამოსცა ბრძანება N°00447 „ყოფილი კულაკების, კრიმინალებისა და სხვა სახის ანტისაბჭოთა ელემენტების რეპრესიის შესახებ“.


ამ ბრძანების მიხედვით, ყველა რეგიონს გამოეყოფოდა პირველი კატეგორიის კვოტა 76 ათას ადამიანზე და მეორე კატეგორიისა − 193 ათასზე. ოპერაცია უნდა დაწყებულიყო 5-დან 15 აგვისტომდე და დამთავრებულიყო ოთხ თვეში. მაგრამ ოთხი თვის მაგივრად ოპერაციამ 15 თვეს გასტანა და შესაბამისად გაიზარდა კვოტებიც: პირველი კატეგორიის კვოტა სტალინმა გაახუთმაგა, ხოლო მეორე - გააორმაგა. 1937-39 წლებში, ბრძანება N°00447-ის ფარგლებში სტალინმა 767 ათასი კაცი დააპატიმრებინა, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი დახვრეტილ იქნა.


ე.წ. „ანტისაბჭოთა ელემენტების“ წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის პარალელურად სტალინმა დაიწყო ოპერაციები ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ: 25 ივლისს მან ხელი მოაწერა ბრძანებას N°00439, „გერმანელი აგენტებისა და გესტაპოსთვის მომუშავე დივერსანტებისა და ჯაშუშების“წინააღმდეგ. 15 თვის განმავლობაში „გამოვლენილ იქნა“ 57 ათასი „გესტაპოს აგენტი“ და „ჯაშუში“ (წარმოიდგინეთ, რა ძლიერი უნდა ყოფილიყო გესტაპო, თუ სტალინური რეჟიმის პირობებშიც კი შეძლო ქვეყანაში 57 ათასი აგენტის ჩანერგვა!). მათგან 42 ათასი კაცი (ანუ პირველი კატეგორიის „დამნაშავეები“), დახვრიტეს, ხოლო დანარჩენი − ათწლიანი ვადით დააპატიმრეს.


11 აგვისტოს ნკვდ-ს რეგიონულმა ხელმძღვანელობამ მიიღო სტალინის მიერ ხელმოწერილი ბრძანება N°00485, რომლის მიხედვითაც უნდა დაეპატიმრებინათ პოლონური წარმოშობის 144 ათასი საბჭოთა მოქალაქე. მათი 80 პროცენტი პირველ კატეგორიას მიაკუთვნეს და დახვრიტეს (სტალინის მიერ დადგენილ ეთნიკურ კვოტებში პოლონელთა პროპორციული რიცხვი 1937-38 წლების ტერორში ყველაზე დიდი იყო).


გერმანულ და პოლონურ ოპერაციებს მოყვება ლატვიური, ესტონური, ფინური, ბერძნული, რუმინული, კორეული და სხვა ოპერაციები... „ეთნიკური ოპერაციების“ შედეგად, 1937 წლის ივლისიდან 1938 წლის ნოემბრამდე, დახვრეტილ იქნა 247 157 პირი, ხოლო 88 356 ადამიანს მეორე კატეგორია მიანიჭეს. სულ, დიდი ტერორის დროს, დაპატიმრებულ იქნა 1, 6 მილიონამდე ადამიანი, მათ შორის ბოლშევიკური ნომენკლატურის წილი ორ პროცენტსაც კი არ აღწევდა.


ეჟოვს ისევე მოქცნენ, როგორც თვითონ მოექცა თავის წინამორბედ სახალხო კომისარ გენრიხ იაგოდას. ეჟოვი უკვე აღარ სჭირდებოდათ. როგორც ის უთხრიდა ძირს იაგოდას, ასე გაუკეთა მასვე ახალმა შს სახალხო კომისარიატის მეთაურმა, ლავრენტი ბერიამ. ბრალდება სტანდარტული იყო, რეპრესიის წლებისთვის დამახასიათებელი, იგი 1940 წელს დახვრიტეს. მას ძალაუფლების გადამეტებასთან და უდანაშაულო ხალხის რეპრესიებთან ერთად წაუყენეს ბრალდება "ჰომოსექსუალიზმი", როგორც უღირსი საქციელი ბოლშევიკური პარტიის მაღალი თანამდებობის პირისთვის (ვითომ მანამდე არ იცოდნენ ეჟოვის ჰომოსექსუალობის შესახებ). ასეთია პირველი ჩეკისტის ბედი სბჭოთა სახელმწიფოში. მისი ბედი მოგვიანებით გაიზიარა ლავრენტი ბერიამ, 1953 წლის 23 დეკემბერს.


ბერიას საბრალდებო დასკვნაში, მის მიერ რეალურად ჩადენილ მძიმე დანაშაულებებთან ერთად დაბრალდა შეთითხნილი ბრალდებებიც - "დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურის აგენტობა" და "კონტრრევოლუციონერობა".


ასეთია რაშიზმ-კომუნიზმი და ყველა იმ პოლიტიკოსის ბედი, ვინც მას ემსახურება.


P.S. ალბათ თავის ხელის ბიჭ ბინძურ ეჟოვს რომ ზემოდან გადახედავდა ხოლმე თავად დაბალი სტალინი, ჭიას იხარებდა და ბედნიერდებოდა."-წერს "ფეისბუქზე" დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

4
577
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
577
  
2023, 7 მაისი, 6:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი არჩილ ვერულიძე-ის კომენტარზე
2023, 5 მაისი, 12:00
საინტერესო სტატიაა. ბევრი უნდა იყოს ასეთი.
2023, 4 მაისი, 23:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 მაისი, 22:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4