x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორც ცხოვრობენ ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კუნძულზე,სადაც არ ხდება დანაშაული და არ დადიან მანქანები
image

კუნძულ სანტა- კრუზი-დელ-ისლოტეს შექმნა მეზობელი კუნძულების მაცხოვრებლებმა დაიწყეს დაახლოებით 1870 წლიდან. ხელოვნური კუნძული სან-ბერნარდოს არქიპელაგშია, რომელიც მდებარეობს კარიბის ზღვაში. ადმინისტრაციულად ეკუთვნის ბოლივარის დეპარტამენტს, კოლუმბია.


ლეგენდის თანახმად, ერთხელაც მეზღვაურებმა დაბნელებამდე სახლში დაბრუნება ვერ მოასწრეს და გადაწყვიტეს პატარა მარჯნის რიფზე ღამის გათევა. მათ ძალზე გაუკვირდათ, რომ აქ, არქიპელაგის სხვა კუნძულებისგან განსხვავებით, არ იყვნენ სისხლის მწოველი მწერები, ამიტომ მათ გადაწყვიტეს გადაექციათ ეს რიფი მუდმივ ბაზადა და თანდათანობით დაიწყეს მისი ფართობის გაზრდა მარჯნების, ქვებისა და უბრალოდ ნაგავის გამოყენებით

image



კუნძულის ფართობია დაახლოებით 0, 01 კმ² და მოსახლეობა 2016 წლის აღწერით 493 კაცი. ამრიგად, იგი იკავებს პირველ ადგილს მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ კუნძულების სიაში და ერთ-ერთ პირველ მჭიდროდ დასახლებულ ადგილს მსოფლიოში სანტა კრუზს აქვს პირობითად წვეთის ფორმა და მაქსიმალური ზომა 130 /190 მეტრზეა, მასზე მთლიანად დაფარულია ღარიბული სახლებით.


ჩრდილო-აღმოსავლეთით 350 მეტრში არის კუნძული ტინტიპანი (სანტა კრუზის მაცხოვრებლები იქ მარხავენ მიცვალებულებს) 1050 მეტრში სამხრეთ-დასავლეთით არის კუნძული მუკურა, რომელზედაც არის რამდენიმე პატარა სასტუმრო, რომელიც არის მთავარი. სამუშაო ადგილი სანტა კრუზის მცხოვრებთათვის.


სანტა კრუზზე საცხოვრებელი სახლების გარდა, არის სამსართულიანი სკოლა (კუნძულზე ყველაზე მაღალი შენობა) ერთი მასწავლებლით (მუშაობს კვირაში ორ დღეს, ბავშვები არქიპელაგის სხვა კუნძულებიდანაც ჩამოდიან სასწავლებლად ), პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი, სამი მაღაზია და ექვსმეტრიანი ფეხბურთის მოედანი, სათამაშო ოთხი კაცისთვის.

image

ერთადერთი „ნამდვილი“ ქუჩა 15 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის არის (ის არის „ცენტრალური მოედანიც“).



კუნძულზე ელექტროენერგია მიეწოდება 19:00 საათიდან შუაღამემდე, მაგრამ ბევრ სახლს აქვს მზის პანელები, რომლებიც კუნძულელებს იაპონელებმა აჩუქეს.ასევე გენეტორები და მომარაგებული ბენზინი.


არ არის ცენტრალური წყალმომარაგება, მოსახლეობა აგროვებს წვიმის წყალს, ხოლო სასმელი წყლის მიწოდება ხდება კარტახენადან სამ კვირაში ერთხელ სამხედრო გემით.


კუნძულზე ასევე არ არის კანალიზაცია. არ ხდება კრიმინალი, კუნძულზე ყველა ერთმანეთს იცნობს და ღამით კარს არავინ კეტავს და შესაბამისად არ არის პოლიცია, ისევე როგორც არ დადიან მანქანები.

image

მთლად დაზუსტებული არ არის მაცხოვრებლთა რაოდენობა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კუნძულზე 2016 წლის აღწერის მიხედვით ცხოვრობდა 493 მოსახლე, თუმცა

The Guardian-ში 2018 წლის გაზეთის სტატიის მიხედვით, კუნძულზე დაახლოებით 1200 ადამიაანი ცხოვრობდა, მათ შორის დაახლლოებით 65% ახალგაზრდობაა


2018 წლის სხვა მონაცემებით, კუნძულზე დაახლოებით 500 ადამიანი ცხოვრობდა (60% ბავშვები და მოზარდები იყვნენ), 150 მებრძოლი მამალი, 40 ძაღლი, ტურისტების მოსაზიდად იყო ორი პატარა ოკეანარიუმის აუზი ზვიგენებითა და კუებით და 100-ზე მეტი სახლი, რომელშიც 150-მდე ოჯახი ცხოვრობდა[.


2018 წლის სხვა მონაცემებით, კუნძულზე დაახლოებით 900 ადამიანი ცხოვრობდა და იყო 115 სახლი.

1
555
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
555
  
2023, 4 მაისი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1