x
image
თამილა გურაშვილი
უცხოპლანეტელები ჩვენს სატელოფონო შეტყობინებებს კითხულობენ

image
დედამიწის მაცხოვრებლები, უკვე 20 წელია დაუღალავად ურეკავენ უცხოპლანეტელებს მობილური ტელეფონებით და უგზავნიან სატელეფონო შეტყობინებებს.


მობილური კომუნიკაციების ისტორიაში მოულოდნელი შემობრუნება დაფიქსირდა SETI (არამიწიერი ცივილიზაციების ძიება) პროექტზე ლეიდენის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერის რადიოასტრონომის პროფესორ მაიკლ გარეტის ხელმძღვანელოსბით ნიდერლანდებში. შესაბამისი სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში Monthly Notices of the Royal Astronomical Society.




უცხოპლანეტელებთან დარეკვას და შეტყობინებების წერას, რა თქმა უნდა, ახორციელებენ არა თავად მოქალაქეები, არამედ, ვარსკვლავთშორისი კომუნიკაციის მობილური ანძები. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ოპერატორებმა განათავსეს ემიტერები თითქმის მთელ პლანეტაზე. ისინი გახდნენ დედამიწიდან რადიოსიგნალების გაჟონვის მეორე ყველაზე ძლიერი წყარო. პირველი არის სამხედრო რადარების სიგნალები.




image



მეცნიერებმა ახსნეს, თუ როგორ მიდის გიგავატი ზარები კოსმოსში. ანძებიდან რადიო გამოსხივება, რომელიც ძირითადად ზედაპირის პარალელურად ვრცელდება, ყველაზე ძლიერი და შესამჩნევი ხდება შორეული დამკვირვებლებისთვის, როდესაც ანძა ჰორიზონტზე მაღლა დგება ან პლანეტის ბრუნვისას ქრება. „მზის ამოსვლისა“ და „ჩასვლისას“ სიგნალები საუკეთესოა და მიფრინავს მეზობელ ვარსკვლავებისკენ.




თუ უცხოპლანეტელები სულელები არ არიან, მაშინ, სიგნალების მიღების შემდეგ, მათ შეუძლიათ მარტივად შეაფასონ, თუ როგორ არის განლაებული დედამიწის მოსახლეობა. ბოლოს და ბოლოს, უფრო მეტი ანძაა იქ, სადაც უფრო მჭიდრო დასახლებაა. ანძები განათავსებულია მშრალ მიწაზე. ეს არის პირდაპირი მითითება იმისა, თუ სად არიან ისინი.




მოისმენენ თუ არა რაიმე კონკრეტულს არამიწიერი ცივილიზაციების წარმომადგენლები? მეცნიერები სკეპტიკურად არიან განწყობილნი. სმს შეტყობინებები თეორიულად შეიძლება განვასხვავოთ ერთმანეთისგან. რა თქმა უნდა, უცხო ტექნოლოგიის შესაბამისი განვითარებით.



ჰოლანდიელების აზრით, ხმელეთის მობილური კომუნიკაციის სიგნალები კარგად გამოირჩევიან 10 სინათლის წლის რადიუსში - იქ დაახლოებით 20 ვარსკვლავია. ყველაზე უკეთ, არამიწიერი რადიოასტრონომები "მოგვისმენენ" ახლომდებარე ვარსკვლავების პლანეტებიდან. ეს არის პროქსიმა კენტავრი - 4 სინათლის წელზე ცოტა მეტი დაშორებით, ბარნარდის ვარსკვლავი, რომელიც 6 სინათლის წლით არის დაშორებული, ასევე, HD 95735, რომელიც 8 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს ჩვენგან. სხვათა შორის, როგორც ჩანს, მათ აქვთ პლანეტები.



რადგან კაცობრიობა გადადის უფრო თანამედროვე მობილურ ტექნოლოგიებზე, როგორიცაა 5G, ანძის სიგნალები გაძლიერდება. ამიტომ, კიდევ უფრო მეტი ვარსკვლავი მოხვდება "დაფარვის ზონაში".



ის ფაქტი, რომ კაცობრიობა საერთოდ არსებობს, ცნობილია 250 სინათლის წელზე მეტი დიამეტრის სივრცეში - ეგრეთ წოდებული "კაცობრიობის ბუშტის" შიგნით. დედამიწა მას რადიოტალღებს ავრცელებს 1895 წლიდან. ანუ, რადიოს გამოგონების დღიდან ტალღები სინათლის სიჩქარით იფანტებიან ყველა მიმართულებით.



1
160
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
160
  
2023, 3 მაისი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1