x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რას ჰყვება თქვენი დუ@დულების ფორმა? - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ!
image


სხეულის არც ერთი ნაწილი ალბათ იმხელა ყურადღებას არ იქცევს, რამდენსაც ქალის დუნდულები, მაგრამ თუ მამაკაცებისთვის სხეულის ეს ნაწილი მხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით არის მიმზიდველი, სპეციალისტებისთვის უკანალის ფორმა, უპირველეს ყოვლისა, მისი პატრონის ჯანმრთელობის მაჩვენებელია. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, დუნდულების ფორმას ქალზე ბევრი რამის თქმა შეუძლია.


image


ქალბატონები ცდილობენ რაც შეიძლება ლამაზი და მკვრივი დუნდულები ჰქონდეთ, თუმცა ყველამ არ იცის როგორ მიაღწიოს ამას თავისი ფიგურის გათვალისწინებით. არსებობს დუნდულების სულ 4 ფორმა - კვადრატული, მრგვალი, სამკუთხა და გულის ფორმის. დღევანდელ სტატიაში დაწვრილებით ვისაუბრებთ ყველა ტიპის ფორმაზე და კონკრეტული მაგალითების მიხედვით განვიხილავთ როგორ გავხადოთ ჩვენი ფორმები გაცილებით უფრო მიმზიდველი და სრულყოფილი.





კვადრატული ფორმის დუნდულები


image


ჰოლივუდელი ლამაზმანი კამერონ დიასი - კვადრატული ფორმის დუნდულების პატრონია, სადაც ცხიმი ზედა და ქვედა ნაწილებს შორის თანაბრად არის გადანაწილებული, რაც მას ვიზუალურად უფრო ბრტყელს ხდის, ასეთი ფორმის უკანალისთვის მოცულობის გაზრდა მართალია რთულია, თუმცა მას თავისი უპირატესობებიც გააჩნია. სხეულის ასეთი ფორმის მფლობელებს შეუძლიათ თავიანთი გამძლეობით იტრაბახონ რაც ორგანიზმში ქალისა და მამაკაცის ჰორმონების დაბალანსებული რაოდენობით არის განპირობებული.





ვარჯიშები ბრტყელი უკანალისთვის


image


იმისთვის, რომ თქვენს კვადრატულ დუნდულებს მრგვალი ფორმები მიანიჭოთ, ფიტნეს - ტრენერები გირჩევენ ფოტოზე ნაჩვენები ვარჯიში 2 ჯერ, 10 -10 ჯერ გაიმეოროთ.





რა ჩავიცვათ?


image


თუ მაღალ წელიან შარვალს, ჯინსს ან ქვედაბოლოს ატარებთ, თქვენი წელი უფრო მოხდენილად გამოჩნდება. დუნდულების მიდამოში კი განთავსებული დიდი ჯიბეები "პუშ-აპის" ვიზუალურ ეფექტს შექმნის და საჯდომს უფრო მიმზიდველს გახდის. ძალიან განიერ, ტომრის ფორმის ტანსაცმელს კი, პირიქით, შეუძლია ყველაფერი გააფუჭოს და თქვენი "მეხუთე წერტილის" ყველა დეფექტს გაუსვას ხაზი.






მრგვალი ფორმის დუნდულები



image


ვარსკვლავების მაგალითზე - ბიონსე და მონიკა ბელუჩი მრგვალი ფორმის "ღირსებების" მფლობელები არიან. სამედიცინო თვალსაზრისით, მომრგვალებული დუნდულები ქალში კარგად დაბალანსებულ ჰორმონალურ ფონზე მიუთითებს. ამ ტიპის სხეულის მქონე ქალებს შეუძლიათ მშვიდი ორსულობისა და იოლი მშობიარობის იმედი ჰქონდეთ.





როგორ ვაქციოთ სრულყოფილად?


image


ვისაც უკვე აქვს ცხიმის ოპტიმალური განაწილება დუნდულებში, მისი ფორმის კიდევ უფრო გაუმჯობესება დიდ სირთულეებთან დაკავშირებული არ არის. საკმარისია ჩაჯდომის ვარჯიშის შესრულება დამატებითი ან საკუთარი წონის გამოყენებით. ასევე აუცილებელია კუნთების ტონუსის შენარჩუნება და წონის კონტროლი.






რა ჩავიცვათ?


image


ერთ-ერთი მარტივი გზა რომ თქვენი დუნდულების ისედაც იდეალურ ფორმას ხაზი გაუსვათ არის ის რომ თავი შეიკოთ ფართომკლავიანი ზედატანის ჩაცმისგან. მომდგარი ქურთუკები და ბლუზები თქვენს ფიგურას ვიზუალურად "ქვიშის საათის" ფორმას მიანიჭებს და კიდევ უფრო ეფექტურსა და მომხიბვლელს გახდის.





სამკუთხა ფორმის დუნდულები


image


დუნდულების ფორმა, რომელიც სამკუთხედს წააგავს, როგორც წესი, მამრობით ტიპს განეკუთვნება. სწორედ ასეთი ფორმა აქვს მომღერალ მაილი საირუსსაც. ამ ტიპის დუნდულები მიუთითებს, რომ ქალის ორგანიზმში ესტროგენის დაბალი დონეა, რაც იწვევს როგორც განწყობის ხშირ ცვალებადობას, ასევე უძილობის პრობლემებსა და მუდმივ უენერგიობას.






ვარჯიშები სამკუთხა ფორმის დუნდულებისთვის


image


ექსპერტები გვირჩევენ სახლში ვარჯიშების კეთების ნაცვლად არჩევანი სპორტდარბაზზე გავაკეთოთ, სადაც საჯდომის ქვედა კუნთების გაზრდას ტრენერების მიერ ჩვენზე საგანგებოდ მორგებული სპეციალური პროგრამით შევძლებთ.





რა ჩავიცვათ?


image


თუ ცდილობთ თქვენს დუნდულებს რაც შეიძლება მეტი მოცულობა შემატოთ, მაშინ ყვავილების პრინტიანი შარვლები, შორტები და ქვედაბოლოები უნდა აირჩიოთ. ასევე, "A"-ს ფორმის შარვლები გარეშე თვალისგან დამალავს ყველაფერს, რაც დასამალია. სხეულზე უფრო ეფექტური და ელეგანტური იქნება მკვრივი ტექსტურის ქსოვილები, როგორიცაა გობელენი და ტვიდი.





გულის ფორმის დუნდულები


image


გულის ფორმის საჯდომი შეიძლება იმაზე მიუთითებდეს რომ ქალის ესტროგენის დონე ახალგაზრდობაში დაბალი იყო. ეს ნიშნავს, რომ ზრდასრულ ასაკში ქალისთვის მნიშვნელოვანია ესტროგენის დონის მონიტორინგი, რათა ადრეული დაბერება თავიდან იქნეს აცილებული. მიმზიდველი გულის ფორმის დუნდულები აქვს - ჯენიფერ ლოპესსა და ემბერ როუზს.





როგორ შევინარჩუნოთ დუნდულების სილამაზე?


image


საჯდომის მომხიბვლელი ფორმის შესანარჩუნებლად საჭიროა სხვადასხვა სახის ჩაჯდომების, მათ შორის სტატიკური ვარჯიშების შესრულება. აუცილებელია რეგულარული ვარჯიში, წინააღმდეგ შემთხვევაში ასაკთან ერთად მადისაღმძვრელი ფორმების დაკარგვის რისკი არსებობს.





როგორ ჩავიცვათ?


image


გულის ფორმის დუნდულების მქონე ქალბატონებს წარმოუდგენლად გაუმართლათ, რადგან მათ თითქმის ნებისმიერი ტანსაცმელი უხდებათ, თუმცა მათზე განსაკუთრებით ეფექტური იქნება მჭიდროდ მორგებული სამოსი, თუ საჭიროა თეძოებიდან ზედმეტი მოცულობის ვიზუალურად მოშორება, მაშინ არჩევანი "მილის" ჭრილის მქონე შარვალზე ან ჯინსზე შეაჩერეთ.









0
541
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
541