x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ქალს ეგონა,რომ ლიფტში გაიჭედა, კარი ძალდატანებით გააღო და შახტაში სასიკვდილოდ ჩაიჩეხა (ვიდეო)
image

ინდონეზიის აეროპორტში ქალი მას შემდეგ დაიმტვრა სასიკვდილოდ, როდესაც ლიფტის კარები ძალით გააღო და ლიფტის შახტაში ჩავარდა.


24 აპრილს მედანში, კუალანამუს აეროპორტის გამშვებ ზონაში 38 წლის აისია სინტა დევი ლიფტით მეორე სართულზე ავიდა, რათა დისშვილს დახვედროდა.


სათვალთალო კამერის კადრებში ჩანს ქალი, რომელიც მშვიდად შედის აეროპორტის ლიფტში, თან ტელეფონს ჩაჰკირკიტებს. როცა ლიფტი გაჩერდა და მის წინ კარები არ გაიღო, ახალგაზრდა ქალი აშკარად დაიბნა, მან ქაოტურად დაიწყო ავარიულ ღილაკებზე თითების დაჭერა, თან დახურული კარების გაღებას ცდილობდა.არა და ვერ მიხვდა, რომ სინამდვილეში მის უკან მეორე კარი გაიღო და იქიდან უნდა გასულიყო.



გავრცელებული ინფორმაციით, დაბნეულმა ქალმა დაურეკა დისშვილს და უთხრა, რომ ლიფტში გაიჭედა თან დახურულ კარებს ეჯაჯგურებოდა. შედეგად კარი გაიხსნა და ქალი არც დაკვირვებია, რომ გასასვლელი არ იყო და ლიფტის შახტაში ჩავარდა.



ქალის ოჯახმა აეროპორტის თანამშრომლებს მასთან კონტაქტის დაკარგვის შემდეგ მისი მოძებნა სთხოვა, მაგრამ აეროპორტის ტერმინალში ვერ იპოვეს.


ის მხოლოდ სამი დღის შემდეგ აღმოაჩინეს, როდესაც ლიფტთან გვამის გახრწნის შედეგად მძიმე სუნი დადგა.


მისი ცხედარი ლიფტის შახტის ფსკერზე იპოვეს და ხუთსაათიანი ოპერაციის შემდეგ ამოიყვანეს და მედან ბჰაიანკარის საავადმყოფოში გადააგზავნეს გაკვეთისთვის.


აეროპორტის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, დედი ალ სუბურმა, გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზად გაუმართავი ლიფტი დაასახელა და ისიც აღნიშნა, რომ აისია თავად ცდილობდა კარების გაღებას, რაც ყოვლად დაუშვებელია.


მსხვერპლის ძმამ, რაჯა ჰასიბუანმა განაცხადა, რომ იყო "ლიფტი იყო გაუმართავი" და არ სჯერა, რომ მისი დის ბრალი იყო, თუმცა ვიდეოკადრებში სულ სხვა სურათი იკვეთება.


1
390
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
390
  
2023, 2 მაისი, 22:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1