x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
შვილმკვდარი მამის ნათქვამი გამახსენდა, "ვისაც შვილის სიკვდილის სიმწარე არ განუცდია ის ჩემს ტკივილს ვერ ჩაწვდებაო" ანუ ორიოდე სიტყვა აფხაზეთის ომზე
image
ძალიან ბევრი რამ იწერება აფხაზეთის ომზე, წერს ყველა ვისაც კი წერა ეხერხება ან სულაც პროფესიად აქვს მწერლობა, მე მათ ვთხოვ, თუ საჭირო გახდა მოვთხოვ კიდეც-ნუ წერთ იმას რისი მონაწილეც თავად არ ყოფილხართ და სულში ნუ ჩააფურთხებთ იმ ბიჭებს ვინც აფხაზეთის ომში თავი გაწირა, დახეიბრდა, ცოცხალი დაბრუნდა, მაგრამ ფსიქიკა განადგურებული.


ომში ვინც მიდიოდა და მიდის მოხალისედ, იმასაც აცნობიერებს, რომ თავს სასიკვდილოდ წირავს. გამოუცდელი მებრძოლი ათმაგად დიდი სართხის ქვეშ აყენებს თავის სიცოცხლეს, ასეთი გამოუცდელი ბიჭები იბრძოდნენ აფხაზეთში პროფესიონალი სამხედროების და კარგად მომზადებული დაქირავებული ბანდების წინააღმდეგ.


მე არ ვიცნობდი გენერალ გენო ადამიას, ვერც აფხაზეთის ომში მივიღე მონაწილეობა ასაკის გამო, მაგრამ ასობით იქ ნაბრძოლი მებრძოლისგან ვიცი 23-ე ბრიგადის მეთაურის, გენერალ გენო ადამიას ნათქვამი: "მე ახლა ვარ გენერალი, რადგან თანამდებობამ მოითხოვა ჩემი გენერლობა, დამთავრდება ეს ომი და მე ისევ ის გენო ადამია ვიქნები რომელსაც იცნობდა სოხუმი". სწორედ ამიტომ ეძახდნენ გენერალ ადამიას ახალგაზრდა მებრძოლები არა ბატონო გენერალოთი, არამედ გენო ბიძიათი მიმართავდნენ.


აფხაზეთში ნაბრძოლ ბიჭებს ნუ მიაწერთ ისეთ სისაძაგლეებს, რაც მათი ხელით არ მომხდარა. ქურდბაცაცები და მოროდიორები ყველა ომს ახლავს თან, მაგრამ სიკვდილის ხაზზე თავისი ნებით გასულ ბიჭებს აუგად ნურავინ შეეხებით, არავინ დააფასა ეს ბიჭები, არცერთმა ხელისუფლებამ. ყველამ "დაიკიდა" მათი მომავალი, ყველამ დაიკიდა თუ რამხელა ტკივილის მატარებლები არიან ისინი.
მე ვერ ვიომე აფხაზეთის ომში, რადგან პატარა ვიყავი ასაკით, მაგრამ იბრძოდნენ მამა, ბიძები, ბაბუა, დეიდაშვილები და დადეისერთა მამიდაშვილი, რომელიც კონფედერატებს შეაკვდა კამანში, ისე რომ ფეხი არ მოუცვლია უკან. როცა მისი დაღუპვის ამბავი გამოიტანეს ნათესავმა აფხაზებმა, არც ის დაუმალავთ ტყვიამფრქვევს ზედ გადაწოლილი ბიჭი საცერივით, რომ იყო გაცხრილული და დაცლილი ვაზნების გროვით ჰქონდა ფეხები დაფარული.



ცოცხლად შევჭამ ვინც ზაზა პაკელიანზე და მის ბიჭებზე, მათ შორის ჩემს მამიდაშვილზე გადაკრულ სიტყვას იტყვის.


შევაკვდები ნებისმიერ თანამდებობის განურჩევლად ვინც აფხაზეთში დაღუპულ ბიჭებზე აუგს იტყვის.


წამალზე იჯდნენო! იმ "წამალზე შემჯდარმა" ბიჭებმა წელიწადზე მეტხანს გუმისთაზე ფეხი არ გადმოადგმევეინეს აფხაზ-აფსუებს, კონფედერატებს, კაზაკებს და რუსეთის რეგულარული არმიის მებრძოლებს.


არ იჯდა წამალზე მამაჩემი, უკრაინიდან დაბრუნდა ოჯახით იმისათვის საკუთარი კუთხე რომ დაეცვა და იმის გამო, რომ დაპირისპირებულ ქართველებს შორის მხარე არ აირჩია, მოხდა ის რაც მოხდა და ამის გამო გადაგვიწვეს ზუგდიდში სახლი, რომელიც ომამდე იყიდა ბაბუამ სოხუმელმა კაცმა ხედავდა რა ღალატისფერი რომ ხდებოდა აფხაზეთის ცა.


ომი ადამიანს ცხოველად აქცევსო!-ტყუილია და ჭორია, ომი ცხოველად აქცევს იმას ვინც ომამდეც ცხოველი იყო, ომში დაღუპული აფხაზის ოჯახსაც კი არავინ შეხებია აუგად.


ისეთები წერენ ომზე, ენგურს გაღმა არასდროს რომ არ გადასულან, დენთის სუნი კი ნადირობის დროს ან ახალ წელს შეუსუნთქიათ.


თქვენ რა იცით რაა ომი, თქვენ რა იცით რას ნიშვანვს როცა გვერდით ნათესავს, მეგობარს ან თანამებრძოლს ჰკარგავ.


გიჟს ემსგავსები, შლეგი ხდები, გინდა სატკეპნ მანქანასავით გადაუარო მტერს, მაგრამ ხვდები ამისი ძალა, რომ არ შეგწევს და საკუთარ თავს უწყებ ბრძოლას. სიკვდილს ნატრობ, სიკვდილს ეძებ, მაგრამ ასეთებს სიკვდილიც ერიდება და სხვასთან მიდის.


თქვენ რა იცით, ვინც ომებზე მონაყოლით წერთ თუ როგორია ჭურვის ნამსხვრების მოხვედრის გამო ნაწლავებგადმოყრილი ადამიანის ნახვა, როგორია მისი გამოყვანის მცდელობა, როცა ისი რომ ვერ გადარჩება, მაგრამ საკუთარ თავს არ უტყდები რომ უაზროდ ირჯები.


მე თუ ვინმეს რამეს ვსაყვედურობ, თუნდაც ხელისუფლებას მაქვს ამისი უფლება, მათი შვილებივით სახლში არ ვიჯექი და შოკოლადით არ ვიტკბარუნებდი პირს, 15 წლის ასაკში მძიმე ჯავშანჟილეტს დავათრევდი საგანგებოდ ჩემთვის შერჩეული მოკლე ავტომატთან ერთად.


თქვენ რა იცით რამხელა ფსიქოლოგიური სტრესია ალყაში მოხვედრილი მგელივით ყველა მხარეს რომ აწყდები ალყის გასარღვევად, თქვენ რა იცით საკვებშემოლეული როგორ ეძებ მდინარეში ქვის ქვეშ კიბოჩხალას, ნახევრად შებოლილი რომ მიირთვა ძალების აღსადგენად. თქვენ რა იცით რამხელა ტკივილია, როცა შენივე თანამოძმე გღალატობს და შენს კვალზე აყენებს, თქვენ რა იცით ძირითადი ჯგუფის გადასარჩენად 2 მებრძოლი რომ იღებს თავზე ბრძოლას, თან ისე 100%-ით რომაა დარწმუნებული გადარჩენის შანსის არქონაზე.


ასეთ მებრძოლებს ვინც აუგად შეეხებით, ჩათვალეთ თქვენი მტერი ვარ და ვიქნები. საიტზე რამდენიმე ნაომარი ადამიანია, საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში ნაბსახურიც, "აბრაგი68" მათ შორის უპირველესთაგანია, კაცი რომელსაც გაგრის შტურმის დღიდან მოყოლებული პარტიზანული მოძრაობის დამთავრებამდე იარაღი არ გაუგდია ხელიდან, 2008 წელს კი ჯარში არ მყოფმა იმდენი მოახერხა, ცხინვალშიც ვაჟკაცურად იომა.


თქვენ რა იცით, ეს კაცი რომელიც დღეს ბათუმში ოჯახით 2 ოთახიან ბინაში ცხოვრობს, რამხელა ტკივილით გაჰყურებს ყოველდღე აფხაზეთის მხარეს ზღვას, ისე როგორც ამას აკეთებდა ბაბუაჩემი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, სოხუმელი კაცი, ვინც აფხაზეთიდან მხოლოდ ოჯახის ალბომი და ეროვნული დროშა გამოიტანა.


კაცი რომელიც აფხაზეთზე დარდმა შეიწირა, მე უკრაინაში დავიბადე და გავიზარდე, გასულ წელს სევეროდონეცკში და ლისიჩანსკში ვიომე, ვიბრძოდი მაშინ როცა მამაჩემი უკრაინული საზღვაო ქვეითების ბრიგადის შტაბის უფროსი თავის აღზრდილებთან ერთად მარიუპოლში რუს აგრესორებს ებრძოდა,
მე მაქვს უფლება ჩემი უფროსი თაობის და ჩემი თაობის სახელით ვისაუბრო, ჩვენ არა ვართ მამიკოს ბიჭები, ვისაც დიპლომები უყიდეს მამიკოებმა და თბილ სავარძლებში წამოასკუპეს, ჩვენ ჩვენი განათლებით თუ განათლების გარეშე საქართველოს შვილები ვართ, გაყიდული ომის უსახელო მეომრები, ვისაც ნაკლებად ადარდებს მედლების რაოდენობა, წოდება თუ ის მიზერულლი დახმარება რასაც ომის ვეტერანებს ურიცხავდა სახელმწიფო.


ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც დღისითაც და ღამითაც აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებაზე ვფიქრობთ, დიახ ვფიქრობთ და არ ვოცნებობთ, რადგან ჯობია ბრძოლაში მოკვდე, ვიდრე მტერს დააჩაგვრინო თავი და შენი თანამემამულეები.
ჩვენ ვივლით ჩვენი ტკივილებით, ჩვენ იცოცხლებთ მანამ, სანამ ისევ არ დადგება ჩვენი წინა ხაზში დგომის აუცილებლობა.


ჩვენ ის ჯარისკაცები ვართ, ვინც ყოველ ღამეს მტერს ებრძვის შავბნელ სიზმრებში, ტყვიები უმთავრდება, მაგრამ მაინც იბრძვის.
ჩვენ, დამარცხებული არმიის ჯარისლაცები ვართ, მაგრამ ჩვენ ვერ გაგვტეხა ვერც წარსულმა და ვერც აწყმყო დაგვაჩოქებს, ჩვენ ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომს აუცილებლად მოვიგებთ.


მე არა ვარ მკვლელი, როგორც მომაძახა საკუთარ ქალაქში საკუთარმა თანამემამულემ, მე ქართული არმიის უკვე ყოფილი, მაგრამ ჯარისკაცი ვარ, ოფიცერი, მაგრამ მაინც ჯარისკაცი.


ჩვენ დავბრუნდებით!!!

0
128
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
128