საზოგადოება 4 ძალიან საინტერესო ფაქტი მეკობრეებზე 2023, 1 მაისი, 23:11 მეკობრეობა ზღვაოსნობის განვითარებასთან ერთად გაჩნდა. ისტორიაში პირველი სამხედრო–საზღვაო ფლოტი, სწორედ მეკობრეებთან საბრძოლველად შეიქმნა. 1.კაპერობა – დაკანონებული მეკობრეობა არის. ასე ეწოდებოდა საზღვაო ტერორს, სხვა სახელმწიფოს გემების წინააღმდეგ, რომელიც ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდებოდა. კაპერებს, სხვა მეკობრეებისგან განსხვავებით, ლეგალური პატენტი ჰქონდათ მეკობრეობისთვის და ისინი ნაძარცვიდან გარკვეულ ნაწილს, სახელმწიფო ხაზინას აბარებდნენ. კაპერის სინონომი – კორსარი არის. 2.მეკობრეობის კიდევ ერთი სახეობა – ფლიბუსტერობა იყო. ამ სფეროში “დასაქმებული" მეკობრეები მხოლოს ესპანურ გემებს ძარცვავდნენ, XVII საუკუნის დასაწყისიდან, კარიბის ზღვაში. ინგლისი და საფრანგეთი ღებულობდნენ კანონებს მეკობრეების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ამავდროულად, ისინი მხარს უჭერდნენ ფლიბუსტერების საქმიანობას, რადგან ესპანეთის დასუსტება უნდოდათ. 3.მეკობრეებს შორის ნადავლს მთავარი მესაჭე (შტურმანი) ანაწილებდა. ყველაზე მეტი კაპიტანს ხვდებოდა – ნადავლის საერთო რაოდენობიდ, მეათედი. ყველაზე ცოტა – გემის დურგალს, რომელიც ბრძოლებში მონაწილეობას არ ღებულობდა. გარდა კუთვნილი წილისა, მეკობრეებს კომპენსაციაც ეძლეოდათ, დაჭრის შემთხვევაში. 4.ერთი ვერსიის მიხედვით, მეკობრეები ცალ თვალზე სახვევს პრაქტიკული მოსაზრებით იკეთებდნენ. საქმე იმაში იყო, რომ როდესაც საჭირო იყო გემბანიდან ტრიუმში ჩასვლა, სადაც ძალიან ბნელოდა, ადამიანის თვალი სიბნელეში მხოლოდ რამოდენიმე წუთის შემდეგ ადაპტირდებოდა. მაგრამ თუ მეკობრეს ცალი თვალი ახვეული ჰქონდა, ის მას იხსნიდა სიბნელეში და მაშინვე ყველაფერს ხედავდა. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, განსაკუთრებით ბრძოლის დროს. 374 1-ს მოსწონს
|