საზოგადოება შოთა მარტინენკო: "ხალხმა თვითონ აქციის ორგანიზატორებს უნდა მოვთხოვოთ, სასწრაფოდ შეასრულონ ყველა ჩამოთვლილი პუნქტი.." 2023, 1 მაისი, 14:53 ![]() "ცხადია, ყველას ზუსტად ესმის, რომ გუშინდელი აქცია იყო პირდაპირ ოცნების ჩატარებული და ოცნების მიერ დაორგანიზებული. ვინც იტყვის, რომ ეგრე არაა და აი, ვითომ რაღაც ოპოზიცია იქმნება და რაღაც დამოუკიდებელი, ოპოზიციური ძალაა და ასე შემდეგ, ის უბრალოდ ხალხს ძალიან ღიად ატყუებს და ზღაპრებს უყვება.
პირდაპირ ოცნებამ გამართა აქცია. რა მოთხოვნებიც გაჟღერდა ოცნების მიერ, - 5 ივლისს დაკავებულთა გამოშვება, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა, ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება, რეფერენდუმის უფლების დაბრუნება - იყო ძალიან კარგი და აუცილებელი მოთხოვნები.
ახლა ხალხმა თვითონ აქციის ორგანიზატორებს უნდა მოვთხოვოთ, სასწრაფოდ შეასრულონ ყველა ჩამოთვლილი პუნქტი, რადგან ხელისუფლებაში თვითონვე არიან და მხოლოდ მათ ხელეწიფებათ ამ ყველაფრის შესრულება.
წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ ისევ ეროვნულობის იმიტაციით ხალხის მოტყუების და დასავლეთთან ვაჭრობის მორიგ პროექტთან გვაქვს საქმე." - წრერს კონსერვატიული პარტიის ერთერთი ლიდერი შოთა მარტინენკო
203 შეფასება არ არის
|