ფეხბურთი "დინამო თბილისი" - "ნაპოლის" შეხვედრების ისტორია 2023, 29 აპრილი, 13:17 ![]() თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავის დროზე "დინამო" ორჯერ შეხვდა "ნაპოლის", (ოთხი მატჩი)ორჯერვე მწვავე დაპირისიპირება გვქონდა და ორჯერვე უეფას თასზე და ორჯერვე 1/32 ფინალში.პირველად 1978-1979 წლების სეზონზე და მეორედ 1982/1983 წლების სეზონზე. პირველი შეხვედრა თბილისში, 1978 წლის 13 სექტემბერს გაიმართა."დინამომ" "ნაპოლი" თითქმის ყველა რგოლში დაჯაბნა და საბოლოოდ 2:0 დაამარცხა, გოლები გაიტანეს ყიფიანმა (39წ.)და შენგელიამ(49წ) გასვლითი მატჩი ორი კვირის შემდეგ გაიმართა "ნაპოლის" სტადიონზე(მარადონას სახელობის მოგვიანებით გახდა) "დინამო" იქაც იგებდა, ვიტალი დარასელიას 64-ე წუთზე გატანილი გოლით, თუმცა მატჩის დასრულებამდე 11 წუთით ადრე ჯუზეპე სავოლდიმ თერთმეტმეტრიანით გაქვითა ანგარიში, საბოლოოდ "დინამო "1/16 ფინალში გავიდა. მეორედაც "დინამოს" და "ნაპოლის" პირველი შეხვედრა კვლავ თბილისში, 1982 წლის 15 სექტემბერს გაიმართა, დინამომ 2:1 მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა გუნდმა მრავალი მომენტი ვერ გამოიყენა, პირველი გოლი ნოდარ ხიზანიშვილმა გაიტანა მე-5 წუთზე, მე-19 წუთზე რამონ დიასმა შორეული დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, 32-წუთზე ანდღულაძის პასის შემდეგ შენგელიამ ანგარიში ორამდე გაზარდა. განმეორებითი მატჩი "დინამომ" 1:0 წააგო, სტუმრად გატანილი გოლის წყალობით, "ნაპოლი" შემდეგ ეტაპზე გავიდა, თუმცა განმეორებით მატჩში მსაჯმა შეხვედრის ბედზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა. "დინამო" 1:0-ს აგებდა, როცა ალექსანდრე ჩივაძემ თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დაახლოებით 22-23 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და გოლი გაიტანა.თუმცა მსაჯმა რატომღაც არ ჩათვალა და ჯარიმა გაამეორებინა. „დინამო“ „ნაპოლის“ საბოლოო სტატისტიკა ასეთია:"დინამომ"4 მატჩიდან 2 მოიგო, 1 წააგო და 1 ფრედ დაასრულა, ხოლო ბურთების სხვაობითაც იტალიურ კლუბთან უპირატესობა გვაქვს – 5:3-ზე. 709 3-ს მოსწონს
|