x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
იქნებ უცხოპლანეტელებს დედამიწასთან დაკავშირება სურთ? - ასტრონომებმა კოსმოსიდან 25 სწრაფი რადიოსიგნალი მიიღეს
image


შესაძლოა, უცხოპლანეტელი ხმელეთს იძახებს, რადგან მეცნიერებმა კოსმოსიდან 25 იდუმალი „სწრაფი რადიო აფეთქება“(FRB) აღმოაჩინეს.ამის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა Dailymail-ი.


ინტენსიური გამოსხივების ეს აფეთქებები დაფიქსირდა Canadian Hydrogen Intensity Mapping Experiment (CHIME) რადიოტელესკოპის მიერ 2019-2021 წლებში.


ამჟამად უცნობია, თუ რა წარმოქმნის სწრაფ რადიოაფეთქებებს ანუ FRB-ს, მაგრამ, როგორც წესი, ისინი ასხივებენ შორეულ გალაქტიკებიდან მომაკვდავი ვარსკვლავები.




რაც ახალ FRB-ებს განსაკუთრებულს ხდის არის ის, რომ ისინი "მეორდებიან" . ტორონტოს უნივერსიტეტის ასტრონომების აზრით, რამდენიმე აფეთქება კოსმოსში ერთი და იგივე ადგილიდან მოვიდა.რაც ამ მოვლენას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის, იქნებ ეს არ მოდის აფეთქებული ვარსკვლავიდან და არამიწიერ ცივილიზაციასთან აქვს კავშირი?


image

სურათზე: განმეორებადი FRB წყაროების ციური განაწილება. ნარინჯისფერი "ალმასები" წარმოადგენს 25 ახლახან აღმოჩენილ FRB-ს, ხოლო სხვები უკვე ცნობილი იყო.



FRB-ები არიან უცნაურად მანათობელი ციმციმები, რეგისტრირებული ელექტრომაგნიტური სპექტრის რადიოდიაპაზონში, რომლებიც დროებით და შემთხვევით ჩნდებიან კოსმოსიდან.


ჯერჯერობით აღმოჩენილია ბევრად მეტი არაგანმეორებადი FRB, ვიდრე განმეორებადი, მაგრამ ამ უკანასკნელმა შეიძლება მოგვაწოდოს მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საიდან მოდიან ისინი.




ახლახან აღმოჩენილმა ფენომენებმა ცნობილი განმეორებადი FRB-ების საერთო რაოდენობამ 50-მდე მიაღწია .


"FRB-ი სავარაუდოდ წარმოიქმნება აფეთქებული ვარსკვლავების ნარჩენებისგან", - განაცხადა კვლევის თანაავტორმა დოქტორ ზიგი პლეუნისმა.


„FRB-ების განმეორებადი წყაროების დეტალური შესწავლით, ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ გარემო, რომელშიც ხდება ეს აფეთქებები და უკეთ გავიგოთ ვარსკვლავის სიცოცხლის ბოლო ეტაპები.


„ჩვენ ასევე შეგვიძლია გავიგოთ მეტი იმ მასალების შესახებაც, რომელიც გამოყოფს ვარსკვლავი სიკვდილამდე და მის დროს, რომელიც შემდეგ ბრუნდება გალაქტიკაში, სადაც FRB-ები "ცხოვრობენ".




როდესაც ერთი FRB ციმციმებს, ის შეიცავს მთელი დედამიწის მოსახლეობის წლიურ მოხმარებულ ენერგიაზე 10 ტრილიონჯერ მეტს.


მათი ნათება იმდენად ძლიერია, რომ რადიოტელესკოპებს შეუძლიათ მათი აღმოჩენა ოთხ მილიარდ სინათლის წელზე მეტი მანძილზე.



მთავარ ფოტოზე: ტელესკოპი Canadian Hydrogen Intensity Mapping Experiment

1
151
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
151
  
2023, 28 აპრილი, 22:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1