x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508667
ვის ჰქონდა თვალებზე ისრების დახატვის უფლება ძველ ეგვიპტეში?

image


დახატული ისრები მყარად დამკვიდრდა მოდაში, და მოდის ერთგული მიმდევრებიც თვალებს ამ კეკლუცი ხაზებით აგერ უკვე საუკუნეებია იმშვენებენ, რომელსაც ჩვეულებრივ "კატის თვალებსაც" უწოდებენ. ძველ ეგვიპტეში ისრების დახატვა ჩვეულებრივი მოვლენა არ ყოფილა, "კატის თვალების" ჩახატვას განსაკუთრებული რიტუალური დატვირთვა ენიჭებოდა. მართალია, ეგვიპტელები თავიანთ გარეგნობაზე აქტიურად ზრუნავდნენ, თუმცა მათ მაკიაჟისა და თვალებზე ხაზების გაკეთებას არა მხოლოდ სილამაზე აიძულებდა.


image


არსებობდა რწმენა იმისა, რომ მკვეთრი ისრები მის პატრონს ბოროტი თვალისა და მაგიისგან იცავდა, და ასევე სიკვდილის შემდეგ ღმერთებთან დაახლოებაშიც ეხმარებოდა, თუმცა ყველა ადამიანს როდი შეეძლო თვალების დახატვა, ეს უფლება მხოლოდ ქურუმებსა და ფარაონის ოჯახის წევრებს ენიჭებოდა, რადგან თითოეული მონახაზი ღრმა, მისტიკურ მნიშვნელობას ატარებდა, რომელიც ღვთაების თაყვანისცემაზე მიუთითებდა. ძველ ეგვიპტეში თვალებს ქალების გარდა, ასევე მამაკაცებიც იხატავდნენ.


image


კოსმეტიკური ნარევის შემადგენლობაში შედიოდა მინერალური ფხვნილები, რომლებიც კოვზის ფორმის სპეციალურ ჭურჭელში მზადდებოდა. ისრებს ცნობილი დედოფალი კლეოპატრაც იხატავდა. ამის მტკიცებულება იმ ეპოქის სახვითი ხელოვნების ნივთებზე არსებობს, ასევე არსებობს ვერსია, რომ თითქოს ისრები მცხუნვარე მზისგან და სხვადასხვა ბაქტერიებისგან დასაცავად გამოიყენებოდა, ვინაიდან საღებავს ანტიბაქტერიული ეფექტი გააჩნდა და საწყის ეტაპზე ანთებასაც შველოდა.


image


თვალებზე ისრების დახატვის მოდა ჩვენს დრომდეც შემორჩა, ბევრი ქალი სწორედ ამ მეთოდით ცდილობს საკუთარი თვალების სილამაზის ხაზგასმას.









0
161
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
161