x
image
თუთიკო ბერძენა
ეზოს, სადაც იასამანი ჰყვავის, ბოროტი ძალა ვერ ეკარება
ლეგენდის მიხედვით, დამწუხრებულმა ღვთისმშობელმა იმ დღეს, როცა ქრისტე აწამეს, მარტო დატოვება და ხეტიალი გადაწყვიტა.

image

ერთ-ერთი მცენარის ჩრდილში ჩამოჯდა და ჩაეძინა.
ეს ხე-მცენარე არასოდეს იკეთებდა ყვავილს, მხოლოდ ფოთლებით იმოსებოდა.
ხალხი არ აქცევდა დიდ ყურადღებას უნაყოფო და უყვავილო ხეს.
ხეს შეებრალა მარიამი და გადაწყვიტ, ა ღამის სიცივისგან თავისი ფოთლებით დაეფარა.
როცა უფლის დედამ გაიღვიძა, ხედავს ფოთლებშია გახვეული.
გაოცებულმა მიმოიხედა და გაშიშვლებული მცენარე დაინახა.
სწორედ მაშინ დალოცა:
-ამიერიდან მარად იყვავილე და ადამიანები სასიამოვნო სურნელით დაატკბე.
შენი სახელი იქნება პასხალია. პასხა აღდგომას ნიშნავს ბერძნულად, საიოდანაც მოდის სააღდგომო ნამცხვრის სახელი "პასკა".
იასამანი, ანუ პასხალია არის აღდგომის სიმბოლო.
ის არის ბედნიერების, იმედის, სიხარულის და უფლის დედის სიახლოვის სიმბოლო.
ამბობენ ეზოს, სადაც პასხალია ანუ იასამანი ჰყვავის, ეშმაკი ვერ ეკარებაო.


საგულისხმოა, რომ იასა­მა­ნი ზე­თის­ხი­ლი­სებ­რ­თა ოჯა­ხის მცე­ნა­რეა. ფო­თოლ­მ­ც­ვი­ვ­ნი პა­ტა­რა ხე ან ბუჩ­ქია. ცნო­ბი­ლია მისი 30-მდე სა­ხე­ო­ბა. იგი 100 წლამ­დეც კი ცოცხ­ლობს. გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია აღ­მო­სავ­ლეთ და ცენ­ტ­რა­ლურ აზი­ა­ში, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში.


იასა­მა­ნი ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი დე­კო­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რაა. მის სამ­შობ­ლოდ სპარსეთია მიჩ­ნე­უ­ლი.სადაც ჯერ კი­დევ IV სა­უ­კუ­ნე­ში იყო ცნო­ბი­ლი.XI-XII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ჩი­ნეთ­ში გავ­რ­ცელ­და, სა­დაც აქ­ტი­უ­რად იყე­ნებ­დ­ნენ, რო­გორც სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბას. მე­რე კიXVI სა­უ­კუ­ნე­ში ევ­რო­პე­ლებ­მაც გა­იც­ნეს თურ­ქე­თი­დან შეტანით. .

ჩვე­უ­ლებ­რი­ვი იასა­მა­ნი, 5-7 მ სი­მაღ­ლის ბუჩ­ქი ან ხეა. მი­სი სამ­შობ­ლოა ბალ­კა­ნე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი და მცი­რე აზია. მუ­ქი მწვა­ნე წვე­ტი­ა­ნი ფო­თო­ლი აქვს, ფუ­ძე - გუ­ლი­სებ­რი. ყვა­ვი­ლი სურ­ნე­ლო­ვა­ნია, თეთ­რი, ლი­ლის­ფე­რი ან იის­ფე­რი. იზ­რ­დე­ბა ნა­თელ ად­გი­ლებ­ში, ყვა­ვი­ლობს ად­რე გა­ზაფხულ­ზე, ყინ­ვა და გვალ­ვა­გამ­ძ­ლეა. მრავ­ლ­დე­ბა თეს­ლით და ვე­გე­ტა­ტი­უ­რად.

image


სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბის გა­მო იასა­მანს იყე­ნე­ბენ პრე­პა­რა­ტებ­ში, რომ­ლებ­საც აქვთ ცხე­ლე­ბის, ან­თე­ბისა და კრუნ­ჩხ­ვის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო, ოფლმდენი, ან­ტი­მიკ­რო­ბუ­ლი, შარ­დ­მ­დე­ნი და ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი ეფექ­ტე­ბი. სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იასამ­ნის რო­გორც ყვა­ვი­ლე­ბი, ისე ფოთ­ლე­ბი, ფეს­ვე­ბი და ქერ­ქი.

იასა­მან­ში უხვადაა ეთერ­ზე­თე­ბი და ფლა­ვო­ნო­ი­დე­ბი, რომ­ლე­ბიც და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი ფერ­მენ­ტე­ბის აქ­ტი­ვო­ბა­ზე. იგი დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ას­კორ­ბი­ნის მჟა­ვას ანუ "ცე" ვიტამინს შე­ი­ცავს.

იასამ­ნის ფოთ­ლე­ბის ნა­ხარ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა თმის ძი­რე­ბის გა­სა­მაგ­რებ­ლად, გა­ცივ­ე­ბი­სას, ზე­და და ქვე­და სა­სუნთქ გზებ­ში არ­სე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლის შე­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად, ხვე­ლე­ბი­სა და ბრონ­ქი­ტის, ასე­ვე თირ­კ­მ­ლის კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს.

იასამნის მალამოთითქმის ყველა სახის ჭრილობას და დაჟეჟილობას არჩენს.

.
0
199
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0