რელიგია ეზოს, სადაც იასამანი ჰყვავის, ბოროტი ძალა ვერ ეკარება 2023, 27 აპრილი, 11:15 ლეგენდის მიხედვით, დამწუხრებულმა ღვთისმშობელმა იმ დღეს, როცა ქრისტე აწამეს, მარტო დატოვება და ხეტიალი გადაწყვიტა.
![]() ერთ-ერთი მცენარის ჩრდილში ჩამოჯდა და ჩაეძინა. ეს ხე-მცენარე არასოდეს იკეთებდა ყვავილს, მხოლოდ ფოთლებით იმოსებოდა.
ხალხი არ აქცევდა დიდ ყურადღებას უნაყოფო და უყვავილო ხეს.
ხეს შეებრალა მარიამი და გადაწყვიტ, ა ღამის სიცივისგან თავისი ფოთლებით დაეფარა.
როცა უფლის დედამ გაიღვიძა, ხედავს ფოთლებშია გახვეული.
გაოცებულმა მიმოიხედა და გაშიშვლებული მცენარე დაინახა.
სწორედ მაშინ დალოცა:
-ამიერიდან მარად იყვავილე და ადამიანები სასიამოვნო სურნელით დაატკბე.
შენი სახელი იქნება პასხალია. პასხა აღდგომას ნიშნავს ბერძნულად, საიოდანაც მოდის სააღდგომო ნამცხვრის სახელი "პასკა".
იასამანი, ანუ პასხალია არის აღდგომის სიმბოლო.
ის არის ბედნიერების, იმედის, სიხარულის და უფლის დედის სიახლოვის სიმბოლო.
ამბობენ ეზოს, სადაც პასხალია ანუ იასამანი ჰყვავის, ეშმაკი ვერ ეკარებაო.
საგულისხმოა, რომ იასამანი ზეთისხილისებრთა ოჯახის მცენარეა. ფოთოლმცვივნი პატარა ხე ან ბუჩქია. ცნობილია მისი 30-მდე სახეობა. იგი 100 წლამდეც კი ცოცხლობს. გავრცელებულია აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაში, აღმოსავლეთ ევროპაში. იასამანი ერთ-ერთი უძველესი დეკორატიული კულტურაა. მის სამშობლოდ სპარსეთია მიჩნეული.სადაც ჯერ კიდევ IV საუკუნეში იყო ცნობილი.XI-XII საუკუნეებში ჩინეთში გავრცელდა, სადაც აქტიურად იყენებდნენ, როგორც სამკურნალო საშუალებას. მერე კიXVI საუკუნეში ევროპელებმაც გაიცნეს თურქეთიდან შეტანით. . ჩვეულებრივი იასამანი, 5-7 მ სიმაღლის ბუჩქი ან ხეა. მისი სამშობლოა ბალკანეთის ნახევარკუნძული და მცირე აზია. მუქი მწვანე წვეტიანი ფოთოლი აქვს, ფუძე - გულისებრი. ყვავილი სურნელოვანია, თეთრი, ლილისფერი ან იისფერი. იზრდება ნათელ ადგილებში, ყვავილობს ადრე გაზაფხულზე, ყინვა და გვალვაგამძლეა. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. ![]() სამკურნალო თვისებების გამო იასამანს იყენებენ პრეპარატებში, რომლებსაც აქვთ ცხელების, ანთებისა და კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ოფლმდენი, ანტიმიკრობული, შარდმდენი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტები. სამკურნალოდ გამოიყენება იასამნის როგორც ყვავილები, ისე ფოთლები, ფესვები და ქერქი. იასამანში უხვადაა ეთერზეთები და ფლავონოიდები, რომლებიც დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ფერმენტების აქტივობაზე. იგი დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას ანუ "ცე" ვიტამინს შეიცავს. იასამნის ფოთლების ნახარში გამოიყენება თმის ძირების გასამაგრებლად, გაცივებისას, ზედა და ქვედა სასუნთქ გზებში არსებული ტკივილის შესამსუბუქებლად, ხველებისა და ბრონქიტის, ასევე თირკმლის კენჭოვანი დაავადებების დროს. იასამნის მალამოთითქმის ყველა სახის ჭრილობას და დაჟეჟილობას არჩენს. . 211 1-ს მოსწონს
|