x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უცნაური ქურდი - რატომპარავდა იტალიელი მამაკაცი მწერლებს გამოუქვეყნებელ ხელნაწერებს?

image

თაღლითს, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა გამომცემლობებს, თავს ასაღებდა რედაქტორად და აგენტად და ასობით ლიტერატურული ნაწარმოები მოიპარა, პირობითი სასჯელი მიესაჯა. ასეთი მსუბუქი სასჯელის მიზეზი ის იყო, რომ ხელნაწერები არც არასდროს გაყიდულა და არც გამოქვეყნებულა, საქმე იმაშია, რომ ხელნაწერებს საკუთარი სიამოვნების გამო იპარავდა. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.



სამართალდამცავების განცხადებით 30 წლის ფილიპო ბერნარდინი ასობით ადამიანის როლს ირგებდა იმ სქემით, რომელიც მან შექმნა დაახლოებით 2016 წლის აგვისტოში და შედეგად ხელში ჩაიგდო ათასზე მეტი ხელნაწერი, მათ შორის ისეთი ცნობილი ავტორებისგან, როგორებიც არიან მარგარეტ ეტვუდი და ითან ჰოუკი.



მოსამართლისადმი მიწერილ ემოციურ ოთხგვერდიან წერილში ბერნარდინიმ ბოდიში მოიხადა თავისი ქმედებებისთვის, რომელსაც მან უწოდა "ამაზრზენი, სულელური და არასწორი". მან ასევე ისაუბრა თავის მოტივებზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაერკვიათ ვერც დაზარალებულებს და ვერც პოლიციას.



მან საკუთარი საქციელი წიგნების დიდი სიყვარულით ახსნა, რომელიც ბავშვობიდან დაიწყო და ლონდონში საგამომცემლო კარიერთ გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ სტაჟირება გაიარა ლიტერატურულ სააგენტოში, მას შემდგომში გაუჭირდა ამ ინდუსტრიაში სრულ განაკვეთზე სამუშაოს შოვნა.



"მუშაობის დროს ვხედავდი, თუ როგორ ნაწილდებოდა ხელნაწერები რედაქტორებსა და აგენტებს შორის ან თუნდაც იმ ადამიანებში, რომლებსაც ამ სფეროსთან შეხება არ ჰქონდათ. კითხვა გამოჩნდა: რატომ არ შემიძლია მეც ვნახო ეს ხელნაწერები?" -მან თქვა.



მან გააყალბა თავისი ნაცნობი გამომცემლის ელექტრონული ფოსტის მისამართი და თავისი ყოფილი კოლეგების ტონით, ერთ ავტორს სთხოვა გამოეგზავნა ხელნაწერი, რომელიც ჯერ არ იყო გამოქვეყნებული. პირველი წარმატება წიგნების მოყვარულისთვის „აკვიატებულ იდეად“ აქცია.

image

გამიჩნდა დიდი სურვილი, მეგრძნო, რომ ჯერ კიდევ ერთ-ერთი გამომცემლობის პროფესიონალი კადრი ვიყავი და წამეკითხა ეს ახალი წიგნები“, - წერს ის.


"ყოველთვის, როცა ავტორი ხელნაწერს მიგზავნიდა, ვგრძნობდი, რომ ჯერ კიდევ ამ ინდუსტრიის ნაწილი ვიყავი. იმ დროს არ ვფიქრობდი იმაზე, თუ რა საზიანო საქმეს ვაკეთებდი, არასდროს დამბადებია სურვილი გამეჟღავნებინა ეს ხელნაწერები. მინდოდა მკერდში ჩამეხუტა ისინი და ვყოფილიყავი ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ადამიანთაგანი, რომელმაც წიგნი მანამდე წაიკითხა, სანამ მაღაზიებში მოხვდებოდა."






ციხის თავიდან აცილების მიზნით, ბერნარდინის ადვოკატებმა მოსამართლეს მისი მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან მიწერილი წერილები გაუგზავნეს. მათ შორის იყო, მსხვერპლის, Samedi's Deafness-ისდა The Diving Game-ის ავტორის მწერალ ჯესი ბოლის წერილი.



ბერნარდინმა ბოლის რედაქტორად გაასაღა თავი, რათა დაეყოლიებინა მწერალი გამოეგზავნა რამდენიმე გამოუქვეყნებელი ხელნაწერი.


ბოლი თავის წერილში, სასამართლოს სთხოვდა ლმობიერება გამოჩინათ მის მიმართ . აკრიტიკებდა საგომცემლო ინდუსტრიას, როგორც „მზარდად კორპორაციულ და ამორალურს“ და ფილიპოს დანაშაულს უწოდებდა „კაპრიზს“ და „ტრივიალურ, არასერიოზულ რამეს“, ბოლის თქმით, პირიქით „მადლობლები უნდა ვიყოთ, როცა საქმეში რაღაც ადამიანურს ვხედავთ, როდესაც მის ფონზე საგამომცემლო ინდუსტრია არის ის, რის შესახებაც არ ღირს წერა."

"ერთხელაც კაცს მაგრად აინტერესებდა რაღაც - რა მნიშვნელობა აქვს, რომ მატყუარა იყო? თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა საშინალდ მოსაწყენია ჩვეულებრივ გამოცემასთან მიმოწერა", - წერს ბოლი და დასძინა, რომ ქურდობისგან მას ზარალი არ მიუღია.

"მადლობელი ვარ, რომ სამყაროში ჯერ კიდევ არის ადგილი იმისთვის, რომ დროდადრო რაღაც მახვილგონივრული მოხდეს."


როგორც ბრალის აღიარების ნაწილი, "კაცი რომელიც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" დათანხმდა 88, 000 აშშ დოლარის ანაზღაურებას, რომელიც სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, გამომცემლობა Penguin Random House-ს გადაეცემა.


4
227
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
227
  
2023, 4 მაისი, 23:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 3 მაისი, 23:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 28 აპრილი, 22:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 27 აპრილი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4