x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"კანამარა - მაცური": იაპონიის ყველაზე "უზნეო" ფესტივალი

image


ფესტივალები და სახალხო დღესასწაულები როგორც წესი, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ტურისტების უზარმაზარ ნაკადს იზიდავს, რის შედეგადაც ასეთი ტიპის მრავალი კულტურული ღონისძიება ხშირად ქალაქის ან თუნდაც ქვეყნის "სავიზიტო ბარათი" ხდება. ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარულად სწორედ გასართობი ღონისძიებები იქცევა. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით "ამომავალი მზის" ქვეყნის საკმაოდ უჩვეულო ფესტივალის შესახებ, რომელზეც შესაძლოა აქამდე არაფერი გსმენიათ.


image


იაპონური კულტურა, რომლითაც მთელს მსოფლიოში არაერთი ადამიანია აღფრთოვანებული, თვითმყოფადად და უნიკალურად უკვე დიდი ხანია იქცა. ამ კუნძულზე მიმდინარე გასაოცარი მოვლენების მიმართ მსოფლიოში გულგრილი ვერავინ რჩება. სხვადასხვა დღესასწაულები და ხალხმრავალი ფესტივალები, მათ შორის რელიგიურიც ტურისტებში დიდი მოთხოვნით სარგებლობს. სწორედ ერთ - ერთი ასეთი ყოველწლიური შინტოისტური ფესტივალი - "კანამარა - მაცურია", რომელსაც ასევე "რკინის ფალოსის ფესტივალსაც" უწოდებენ. ყოველწლიურად დღესასწაული იაპონიის ქალაქ კავასაკიში მდებარე კანაიამას სალოცავში იმართება.

image



იაპონიაში მამაკაცის სასქესო ორგანოს კულტი ჯერ კიდევ არსებობს. ასე რომ, ნაყოფიერებისადმი მიძღვნილ "კანამარა - მაცურის" დღესასწაულზე, ქუჩებში პაპიე-მაშესგან დამზადებული გიგანტური ფალოსების ტარება სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა. იქვე იყიდება ფალოსის ფორმის ფიგურები, სამკაულები, სათამაშოები, ლოლიპოპები და სხვა ნივთები. ფესტივალზე იაპონელი მამაკაცები თავს ლამაზ, ვარდისფერ კაბებსა და ნიღბებში იწონებენ.


image


იაპონელებმა პირველად დღესასწაულის აღნიშვნა ედოს პერიოდში (1603-1868 წწ.) დაიწყეს, როცა მეძავები სალოცავს თავიანთ "საქმიანობაში" წარმატებას და სიფილისისგან დაცვას სთხოვდნენ. ამ დღეს ყველგან შეგიძლიათ ფესტივალის სიმბოლიკის - მათ შორის ფალოსის ფორმის ლოლიპოპებისა და სხვადასხვა ნივთების შეძენა. სტილიზებულ მამაკაცის ორგანოს ასევე შესაბამისი ფორმის ბოსტნეულისგან, დაიკონისგანაც ჭრიან. მთავარი მოვლენა კი უზარმაზარი 2, 5 მ-ზე მეტი სიმაღლის ვარდისფერი ფალოსის - დემონსტრირებაა.


image


დღესასწაული ცენტრალურ ღონისძიებამდე ერთი კვირით ადრე იწყება, და აპრილის პირველ კვირას გრანდიოზული მსვლელობით მთავრდება. ფესტივალს განსაკუთრებული განრიგი არ აქვს. დღესასწაული საზოგადოებას სანიტარული ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. იაპონელები, ტურისტებთან ერთად, გარდა იმისა რომ მრავალრციხოვან ფოლადის ფალოსებს, ტრადიციულად მსუბუქად ეხებიან და ამავე ფორმის ტკბილეულსა და სუვენირებს ყიდულობენ, ასევე საზეიმო მსვლელობისას დროს მხიარულადაც ატარებენ. ფესტივალიდან მიღებული მთელი შემოსავალი გადაეცემა ფონდებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც აივ-ის კვლევაში არიან ჩართულნი.


imageimageimageimage











0
632
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
632