სისხლის სამართალი რუსეთში დედა 11 წლის ქალიშვილის შიშველ ფოტოებს ყიდდა 2023, 22 აპრილი, 15:16
რუსეთში დედამ ქალაქ პენზადან 11 წლის ქალიშვილის შიშველი სურათები ინტერნეტით 2, 5 მილიონ რუბლად გაყიდა(დაახლოებით 67 ათასი ლარი)
პენზაში, 38 წლის ადგილობრივი მაცხოვრებელი სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი გახდა შიშველი არასრულწლოვანი ქალიშვილის ფოტოებით ინტერნეტით ვაჭრობის გამო. ამის შესახებ გამოცემა lenta.ru-ს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის რეგიონული დეპარტამენტის პრესსამსახურში განუცხადეს. ქალს ბრალად ედება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 242.1 („პორნოგრაფიული მასალების უკანონო ბრუნვა თოთხმეტი წლამდე პირთან“) და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 242.2 („არასრულწლოვანთა ფოტოგრაფია“) მუხლებით. . გამოძიების თანახმად, 2020 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის მარტამდე ავადმყოფი ფანტაზიის მქონე მშობელი დედა გოგონას აშიშვლებდა და მის სურათებს ქსელის მომხმარებლებზე ყიდდა. საბედნიეროდ, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა - რაღაც მომენტში პოლიციელი წააწყდა შიშველი ბავშვის ფოტოს და საქმით დაინტერესდა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში უმუშევარმა დედამ 11 წლის ქალიშვილს 30 ფოტო გადაუღო და დაკავებამდე ინტერნეტით 26 სურათის გაყიდვა მოახერხა, რითაც მათ 2, 5 მილიონი რუბლი გამოიმუშავა. მან დანაშაული აღიარა. სასამართლოს ბრძანებით მას შინაპატიმრობა შეეფარდა, ხოლო გოგონა მამას გადასცეს, თავად დედას კი ათწლიანი პატიმრობა ემუქრება. 206 3-ს მოსწონს
|