x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
იაპონიაში საგზაო პოლიციამ დააკავა მოხუცი, რომელიც 60 წლის მანძილზე მართვის მოწმობის გარეშე ატარებდა მანქანას
image
იაპონელი ტრადიციების დამცველი ერია, ამასთან ერთად კანონმორჩილიც "იაკუძას" მიმდევრებს თუ არ ჩავთვლით.


თუმცა ამ კანონმორჩილ ერშიც გამოერია ადამიანი, რომელმაც დაარღვია კანონი "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ". 83 წლის მოხუცი გააჩერა საგზაო პოლიციამ ერთადერთი მიზეზით-მას არ ჰქონდა გაკეთებული უსაფრთხოების ქამარი.


შეოწმებისას კი აღმოჩნდა, რომ მოხუცს ზუსტად 60 წლის წინ ჩამოართვეს მართვის მოწმობა ქალაქში ძალიან მაღალი სიჩქარით გადაადგილების გამო.


მიუხედავად იმისა, რომ მოხუცს მართვის მოწმობა არ ჰქონდა, არასდროს უცდია აეღო ახალი მართვის მოწმობა იაპონიის კანონის შესაბამისად.



მიუხედავად ამისა ამ ადამიანს არასდროს დაურღვევია საგზაო მოძრაობის წესები, რის გამოც ის არასდროს გაუჩერებია საგზაო პოლიციას.


საგზაო პოლიციელები გაკვირვებას ვერ მალავდნენ, თუ როგორ გადაადგილდებოდა ლამის მთელი იაპონიის მასშტაბით იაპონელი მძღოლი, რომელსაც მართვის მოწმობა არ ჰქონდა.


თავად 83 წლის ტოსიუკი ისიბასის თქმით, როცა მართვის მოწმობა ჩამოართვეს, ის იმსახურებდა ამას, რადგან ახალგაზრდობის გამო დიდი სისწრაფით დადიოდა. სწორედ იმ შემთხვევამ ასწავლა ჭკუა და მას შემდეგ არასდროს დაურღვევია საგზაო მოძრაობის წესები, რისი წყალობითაც არასდროს აჩერებდნენ საგზაო პოლიციელები.

0
368
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
368