x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
საფენები, ქუსლები და კიდევ 6 ორიგინალური მამაკაცური ნივთი, რომელიც დღეს უკვე ქალების საკუთრებაა

image


გენდერული ასოციაციები შეიძლება შეიცვალოს, თუნდაც არა ერთ წამში, მაგრამ საკმაოდ სწრაფად. და ამას იმ ნივთების ისტორიის დახმარებით დაგიმტკიცებთ, რომლებიც დღეს უკვე ქალების საკუთრებაა, თუმცა თავდაპირველად ისინი მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი.




სტრინგები


image


მამაკაცის ქვედასაცვლები, რომლებსაც ადრე სხვადასხვა ტომის კაცები ატარებდნენ და რომლებიც მათ სასქესო ორგანოებსა და დუნდულებს უფარავდა ძალიან ჰგავდა თანამედროვე ტანგას. მხოლოდ ერთი განსხვავებით - ადრე ის მამაკაცის გარდერობის ნაწილი იყო, დღეს კი ის ქალბატონების საკუთრებაა.




პატარა ჩანთები


image


პატარა ჩანთებს მამაკაცები გარეთ გასვლისთვის, ფულის შესანახად იყენებდნენ. ქალებს ქლაჩები ძალიან მოეწონათ და მათი აქსესუარად გამოყენება დაიწყეს.





"Victoria's Secret"-ის მაღაზიები


image


ეს ახლა წარმოადგენს "Victoria's Secret"-ის მაღაზიები ქალების სამოთხეს, თუმცა თავიდან ისინი სულ სხვა მიზნით მოიფიქრეს - კერძოდ კი, იმისთვის რომ ქმრებს თეთრეულის მაღაზიაში შესვლა და მეუღლეებისთვის საჩუქრად მდიდრული საცვლების კომპლექტის შეძენა შეძლებოდათ. ეს იდეა როი რეიმონდს გაუჩნდა, როდესაც ქალის საცვლების მაღაზიაში შესული არასათანადო მომსახურებას გადააწყდა.




მაღალი ქუსლები


image


თავდაპირველად, ქუსლიანი ფეხსაცმელი იმისთვის იყო გამიზნული რომ მას ფეხი უზანგში უსაფრთხოდ დაემაგრებინა. ასეთი მოდელები უკვე მე-15 საუკუნეში სპარსელი ჯარისკაცების ფორმის ნაწილადაც იქცა, ამის შემდეგ ქუსლიანი ფეხსაცმელი უკვე ტრენდული ხდება, თუმცა ის არა ქალის, არამედ მამაკაცის გარდერობის განუყოფელ ნაწილად იქცა.


მაღალყელიანი წინდები



image


ისტორიულ ფილმებში ალბათ, გინახავთ თუ როგორ დასეირნობენ სასახლეში მეფეები და მათი ქვეშევდრომები მაღალყელიან წინდებში გამოწყობილები. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, სინამდვილეში ეს ასეც იყო, და მაღალი წინდები დიდი ხნის განმავლობაში სწორედ მამაკაცების გარდერობის ნაწილი იყო.



მოკლე ტოპები


image


დღეს, ალბათ უცნაური იქნებოდა მამაკაცების კროპ - ტოპებში ხილვა, რადგან მივეჩვიეთ რომ ის ექსკლუზიურად მხოლოდ ქალის გარდერობის ატრიბუტია, მაგრამ აღნიშნული მოდელი რაც არ უნდა გაგიკვირდეთ უშუალოდ სპორტსმენი მამაკაცებისთვის იქნა გამოგონილი, რათა მოძრაობისთვის ხელი მათთვის არაფერს შეეშალა.



იოგა

image


დღესდღობით, ქალბატონების საყვარელი იოგას ვარჯიშების კომლექსი, რომელიც მართლაც უნიკალური საშუალება გახლავთ როგორც ჯანმრთელობისა და ფიზიკური მდგომარობის გასაუმჯობესებლად, ასევე სულიერი წონასწორობის მისაღწევადაც თავდაპირველად ბრაჰმანების (ინდუიზმის ყველაზე მაღალი წოდების - ვარნის წარმომადგენელი, ქურუმი, ინტელექტუალი. ბრაჰმანის უმთავრესი მოვალეობაა, შეისწავლოს ვედები და ბრაჰმანის ჭეშმარიტებას დაეუფლოს, ამიტომ სიტყვა ბრაჰმანი „სწავლულის“ მნიშვნელობითაც იხმარება) ინდურ კასტას ეკუთვნოდა, რომლებიც მეცნიერებით და რელიგიის შესწავლით იყვნენ დაკავებულები. თქვენ წარმოიდგინეთ და, იოგას ვარჯიშების შესრულების უფლება ინდოელ ქალებს არ ჰქონდათ.



ერთჯერადი საფენები


image


რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ექსკლუზიურად ქალის ჰიგიენურ საფენებს თავდაპირველად მამაკაცები იყენებდნენ. მამრობითი სქესი საფენებს სისხლდენის შესაჩერებლად იყენებდა, და ექთანი ქალები მხოლოდ შემდეგ მიხვდნენ რომ მათი გამოყენება სხვა მიზნებისთვისაც შეიძლებოდა.













0
156
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
156