x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138978
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
რატომ არ ჭამენ მუსლიმები ღორის ხორცს?

image


ცნობილია, რომ ისლამის მიმდევრები ღორის ხორცს არც ამზადებენ და არც მიირმევენ. საქმე იმაშია, რომ რელიგიური დოგმები ღორის ხორცის გამოყენებას კრძალავს. ასეთი აკრძალვის მრავალი ახსნა არსებობს. ეს გახლავთ სხვადასხვა თეორიებისა და ვერსიების მთელი სია, რომლებიც კომლექსურად არის განსახილველი და გასათვალისწინებელი. მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას, მუსლიმთა რწმენაში ამ პროდუქტზე აკრძალვის შემოღება.


image


ისლამში არსებობს საზოგადოებასა და ოჯახში მოქმედი მთელი რიგი წესებისა და ქცევების ნორმები, რომელსაც "ფიყჰი" ეწოდება. დოკუმენტის ერთ-ერთი ნაწილი "ნაჯასას" ცნებას განმარტავს. აქ მოყვანილია ვრცელი ჩამონათვალი იმისა, რაც უწმინდურად ითვლება. ყოველი მუსლიმი უნდა მოერიდოს ამ საგნებთან შეხებას. ეს სიბინძრეები პირობითად მსუბუქად და მძიმედ იყოფა. მსუბუქს განეკუთვნება შარდი, შინაური და გარეული ცხოველებისა და ფრინველების განავალი. მძიმეს კი - ადამიანის სხეულისგან გამოყოფილი ყველანაირი სუბსტანცია. ნუსხაში შედის მენსტრუალური სისხლი და სპერმა, განავალი და შარდი, ასევე ჭრილობებიდან გამოყოფილი სისხლიც. სია მოიცავს ალკოჰოლის შემცველ სასმელებსაც, ასევე არ შეიძლება საკვებში საკუთარი სიკვდილით დაღუპული ცხოველებისა და ღორის ხორცის გამოყენებაც.


image


ალაჰის წინაშე ერთ-ერთ უმძიმესს ცოდვად ღორის ხორცისგან მომზადებული საკვები ითვლება. ეს ანულებს ადამიანის ყველა კეთილშობილურ საქმესა და მიღწევას, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მორწმუნე თავისი არცოდნის გამო ღორის ხორცს შეჭამს, ის არ დაისჯება, თუმცა მას შემდეგ რაც ის ამის შესახებ შეიტყობს, დაუყოვნებლივ პირღებინება უნდა გამოიწვიოს რათა ორგანიზმიდან სიბინძურე მოიშოროს. ასევე დასაშვებია ღორის ხორცის ჭამა შიმშილის დროსაც, როცა ხელთ სხვა საკვები არ არის.


image


ყველა მუსლიმისთვის წმინდა წიგნში - "ყურანი" არის სურა ალ-მაიდა "ტრაპეზი" 5:03, სადაც ნათქვამია: "აკრძალულია ლეში, სისხლი, ღორის ხორცი და ის, რაზეც ალაჰის სახელი არ იქნა წარმოთქმული". დაკლული ღორის ხორცი ლეშს და სხვა სიბინძურეებს უტოლდება. მორწმუნე მუსლიმი არასოდეს დაუშვებს კონტაქტს "ნაჯასასთან" (ისლამურ კანონში, უწმინდური ნივთიერებები, რომელთანაც ზედმეტად შეხება აკრძალულია) ისლამური ადათის თანახმად, ნამაზის(ისლამში სავალდებულო ლოცვის სახელწოდება, რომელიც მუსლიმთა მიერ დღეში ხუთჯერ იკითხება) დროს მუსლიმის ტანსაცმელზე ან ხალიჩაზე ჭუჭყის მოხვედრა, ლოცვას მაშინვე ძალადაკარგულად აქცევს.


image


გავიხსენოთ, რომ ღორი ქრისტიანობის მიღებამდე უწმინდურად ითვლებოდა. ეს ცხოველი ერთ-ერთი ყველაზე ბინძურია, ჭამს ლეშს, განავალს, შეუძლია შეჭამოს კოლტის დანარჩენი წევრები, მათ შორის ახალშობილი გოჭებიც. მისი ხორცის მირთმევისას, გვამური შხამი ცხიმში გროვდება, ამიტომ "ყურანი" ამ ცხოველების მოშენებასაც კი კრძალავს.


image


XII საუკუნის ებრაელი ფილოსოფოსი და ასტრონომის მაიმონიდის ჩანაწერებში მითითებულია, რომ თუ მუსლიმები ღორების მოშენებას დაიწყებდნენ, მათი სახლები და ბაზრები ჭუჭყიანი კანალიზაციით გაივსებოდა. ასევე არსებობს ობიექტური მიზეზებიც თუ რატომ არ მიირთმევენ მუსლიმები ღორის ხორცს, საქმე იმაშია რომ ღორის ხორცი ცხელ კლიმატში სწრაფად ლპება, მისი შენახვა დიდხანს არ შეიძლება, მუსლიმები კი მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან. სწორედ ეს გახდა ღორის ხორცის აკრძალვის კიდევ ერთი მიზეზი.



image






რას ამბობს მეცნიერება


image


სამეცნიერო კვლევები ადასტურებს "ფიყჰის" წესების სისწორეს ღორის ხორცთან შედარებისას. სტრესულ სიტუაციაში ცხოველის თირკმელზედა ჯირკვლები სისხლში შიშის ჰორმონს - ადრენალინს დიდი დოზით გადაისვრის, რაც სისხლის ქიმიური შემადგენლობის გარდა, ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც ცვლის და გავლენას ახდენს "სულზეც". ეს ხსნის პირუტყვის დაკვლისას სისხლის გამოშვების წესსაც.

image


ცხოველებისა და ადამიანების სისხლი ერითროციტებს შეიცავს, რომლებიც თირკმელებში გადიან და შემდეგ შარდით გამოიყოფიან. ბალახისმჭამელ ძუძუმწოვრებში ამ გზით სისხლის წითელი სხეულაკები ორგანიზმიდან 90%-მდე გამოიყოფა. ამ მხრივ ღორი განსაკუთრებულ მდგომარეობაშია, ვინაიდან ერითროციტების უმეტესი ნაწილი ორანიზმში რჩება და მისი მხოლოდ 10% გამოიყოფა, დანარჩენი კი ცხიმში ილექება, ამიტომ ღორის ხორცი ლეშის გამოყენებას უტოლდება, და ფსიქოტროპული ცვლილებების გამოწვევას პროვოცირებს, რაც ფსიქიკურ დაავადებებს იწვევს.





0
667
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
667