x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რატომ არის რომ საბჭოთა ტექნიკა დიდხანს ძლებდა, ახლა კი უცებ ფუჭდება?
image

ვისაც საბჭოთა ეპოქაშიდაც კი არ უცხოვრია, იმათაც კი იციან და ბევრს თავის თვალითაც უნახავს 40-60 წლის წინათ გამოშვებული საბჭოთა ტექნიკა, რომელიც დღესაც ერთგულად ემსახურება პატრონს.ვიღაცას 1968 წელს გამოშვებული მაცივარი დღესაც უდგას აგარაკზე, არა და სახლში უკვე ორი უცხოური მაცივარი გამოცვალა, ვიღაცის 45 წლის წინ გამოშვებული მაგნიტოფონი, რომელიც გარაჟში გდია, გაწმინდე მტვრისგან და ისევ მუშაობს, არა და მის შემდეგ ასევე ორჯერ თანამედროვე მუსიკალური ცენტრის და პლეიერის ყიდვა მოუწია, რომელიც არცერთი აღარ მუშაობს და ა.შ.


ანუ როგორც ხედავთ ტენდენციები საგრძნობლად შეიცვალა: მეცნიერული და ტექნოლოგიური პროგრესი წინ წავიდა და გვამარაგებს ისეთი ნივთებით და ტექნიკით რომლებიც ბევრად უფრო მოწინავეა ყველა ასპექტში ვიდრე საბჭოთა წლებში, მაგრამ სამწუხაროდ მალე ფუჭდება და უფრო და უფრო ხშირად გვიწევს მისი გამოცვლა . მაგრამ სსრკ-ს დროინდელი ნივთების გამძლეობის მიზეზი მხოლოდ ყბადაღებული დეფიციტი არ არის.(ანუ გამოუშვა ცოტა და ხარისხიანი)


დღეს ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი არის მასალის ეკონომია, არ დაგავიწყდეთ, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში მოსახლეობა კიდევ 2 მილარდით გაიზარდა, იაფი მასალა და კიდევ მისი ეკონომია, პროდუქტს შედარებით იაფს ხდის, არის კიდევ ერთი მიზეზი, დიდი ალბათობით ეს აწყობთ კიდეც დამამზადებელი კომპანიებს, რომ არ "გაჩერდნენ" დ წინასწარ იციან, ესა თუ ის პროდუქცია რამდენ ხანში გაფუჭდება, მაგალითად ავიღოთ თუნდაც ყურასმენები, რომელიც ტრადიციულად 3-6 თვეში გადასაგდები ხდება.



საბჭოთა ნივთების გამძლეობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იყო მათი მწარმოებელი, რომლის საქონლის ხარისხსაც მკაცრად ამოწმებდა ცნობილი ГОСТ. ასევე გასული საუკუნის მეორე ნახევარში სამოქალაქო საქონელზე დაიწყო მარკების გამოჩენა წარწერით OTK (ტექნიკური კონტროლის განყოფილება), არსებობდა კიდევ ხარისხის ნიშანი, რომელსაც განსაკუთრებით წარმატებულ საწარმოს პროდუქციას ანიჭებდენენ. ყველა წესი უფრო მკაცრად იყო დაცული, ვიდრე დღეს, არის, როდესაც ლამისაა ნებისმიერ ჩინურ სოფელში მზადდება ნივთები თუ სხვადასხვა ტექნიკა, მათ შორის ცნობილი ბრენდების სახელით და გამკითხავი არც არავინ ჰყავს.


გარდა ამისა, ხარისხზე ორიენტირებული საბჭოთა ტექნიკა თუ გაფუჭდებოდა, ბევრად უფრო ადვილი და იაფი იყო შეკეთება, რომელსაც კიდევ შემდგომ შესაძლოა კიდევ ათწლეულები ემუშავა.


0
244
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0