x
image
მარიამმ პაიჭაძე
„ომი მთავრდება, მშვიდობის გეშინოდეთ!" - რას წერს ნანა კაკაბაძე
ნანა კაკაბაძე


არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე რუსეთ-უკრაინის ომთან და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ომი მთავრდება, მშვიდობის გეშინოდეთ!


რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მსოფლიოში ბევრმა დადო ფსონი უკრაინის და მისი მხარდამჭერი დასავლეთის უპირობო გამარჯვებაზე და რუსეთის სრულ განადგურებაზე. იმასაც პროგნოზირებდნენ (და დღესაც პროგნოზირებენ), რამდენ ნაწილად უნდა დაიშალოს და რომელმა ქვეყნებმა უნდა დაინაწილონ მისი ტერიტორიები.



ქართველი „პოლიტიკოსების" და „ანალიტიკოსების" უმრავლესობა (ქ-ნი ლელა კაკულიას ჩათვლით) ალაგებდა გეგმებს (და დღესაც იგივეს აგრძელებს), რუსეთის დამარცხება-დაშლისთანავე როგორ აღვადგენდით ტერიტორიულ მთლიანობას და მყისიერად შევიდოდით „ნატოსა" და ევროკავშირში.


ვინც ამ პოზიციის საწინააღმდეგო აზრს გააჟღებს, მაშინვე მიეკერება რუსეთუმესა და პუტინისტის იარლიყი.


ამ ორომტრიალში, ჩვენ, რასაკვირველია, საქართველოს ბედი გვაინტერესებს.


გავიდა ერთ წელზე მეტი და უკრაინის ომის განვითარების პერსპექტივა რუსეთის განადგურების სურათს არ იძლევა.


დღევანდელი მდგომარეობის, ანუ რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოს „ნატოში" არ მიიღებენ.


რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას, ის ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ალბათ, ამ სტატუსს მოგვცემენ.


სტატუსის მერე შეიძლება კიდევ ერთი თაობა (30-40 წელი) შეიცვალოს ისე, რომ ვერ გავხდეთ წევრები (თურქეთის მაგალითი).


ამასობაში, „ნატოს" წევრი თურქეთი პოზიციონირებს როგორც დამოუკიდებელი ძალა, ყოველ შემთხვევაში, აშკარად აქვს რეგიონულ იმპერიად ქცევის პრეტენზია და თუ რომელიმე მხარეს იხრება, ესაა რუსეთის, ირანის, ჩინეთის, აზია-აფრიკის რეგიონის, უმდიდრესი არაბული ქვეყნების დიდი გაერთიანება და არა დასავლეთი.


მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, ახალი მძლავრი პოლიტიკური ცენტრის შექმნის პერსპექტივას წარმოშობს.


მეორე მხრივ, აშშ-ს გარშემო გაერთიანებულ პოლიტიკურ ცენტრში ძლიერდება ცენტრიდანული მისწრაფებები.


საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სულაც არ ნიშნავს, გავხდეთ შტატების ვასალი, მაგალითად მოყავს ჩინეთ-აშშ-ს დაპირისპირება ტაივანის გარშემო და აცხადებს, ამ დაპირისპირებაში ევროპამ ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიკავოსო.


აშშ-ს კონგრესმენმა რუბიომ ამაზე უპასუხა, თუ ეგრეა, ჩვენც ევროპასთან შედარებით ნაკლებად გვაინტერესებს უკრაინა, ხელს ავიღებთ მის შენახვაზე და ვნახოთ, ევროპა დამოუკიდებლად როგორ დაიცავს მას რუსეთის აგრესიისგანო.
უნგრეთის დამოუკიდებელი პოზიცია ისედაც ცნობილია.


მზარდი შიდა კრიზისისა და გამოსვლების ფონზე ალბათ, გერმანიასაც მოუწევს აშშ-სგან დისტანცირების დემონსტრირება.


ორი დღის წინ შარლ მიშელმა განაცხადა: „აშშ-სთან ალიანსის შენარჩუნების მომხრე ვარ, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, თუ ეს გულისხმობს, ყველა საკითხზე ბრმად მივყვეთ ვაშინგტონის პოზიციას“-ო. არ დაგვავიწყდეს, შარლ მიშელი მთელი ევროპის სახელით საუბრობს.


რა გამოდის?


აშშ თურმე 80-მილიონიანი საფრანგეთისგან და 700-მილიონიანი ევროპისგან მოითხოვს ვასალობას, ამ ფონზე ჩვენს „ძაან ლიბერალებს“ უკვირთ, როგორ შეიძლება ეჭვი გამოვთქვათ, რომ ამერიკა 3, 5-მილიონიანი საქართველოსგან უსიტყვო მორჩილებას ითხოვდესო?


ყველაფრის პარალელურად, რუსეთ-ჩინეთის კოალიცია სულ უფრო გამოკვეთილ სახეს იღებს. თვალნათელი ხდება ამ კოალიციის მცდელობების შედეგი, დოლარი აღარ უნდა იყოს მსოფლიო ვალუტა.


ამერიკაში აშკარა პოლიტიკური კრიზისია. კრიზისს აღრმავებს აშშ-ს უნარშეზღუდული მოხუცი პრეზიდენტის გაუთვალისწინებელი ქმედებები, ტრამპის წინააღმდეგ პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოყენებით გამოწვეული პოლარიზაცია.


2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების ფონზე ეს პოლარიზაცია და შიდა კრიზისი აშშ-ში კიდევ უფრო გამწვავდება.


ასეთ მერყევ სიტუაციაში ნაცები და მათი ანასხლეტები საქართველოს ხელისუფლებას ამუნათებენ, რატომ გიკავიათ უკრაინის მიმართ ზომიერად მხარდამჭერი პოზიცია, რატომ არ აგინებთ ყოველდღიურად რუსეთს, ისე, როგორც ამას პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნები აკეთებენო, რატომ არ ამარაგებთ იარაღით, რატომ უშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ ამ ომში რუსეთი არ განადგურდეს და არ დაიშალოსო.


მოდით დავფიქრდეთ, რომელია უფრო პატრიოტული პოზიცია და საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვა - ის, ვინც ამ გაუთვლელ, ემოციებსა და სურვილებზე დამყარებული პოლიტიკის წარმოებისკენ მოუწოდებს ქვეყანას, თუ რეალობის გათვალისწინება და პოლიტიკის ამაზე დაფუძნება.


მოვლენათა განვითარება აჩვენებს, რომ ომი ვერც რუსეთის მარცხით და დაშლა-განადგურებით დასრულდება და ვერც უკრაინის სრული დაპყრობით.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ დღევანდელი სტატუს-კვო მეტნაკლებად შენარჩუნდება.


რუსეთი უკრაინის ტერიტორიების იმაზე მეტ ნაწილს მიიერთებს, ვიდრე ეს ომის დაწყებამდე ჰქონდა.


ამაზე მეტყველებს ისიც, რომ დასავლეთში სულ უფრო ხშირად გაისმის მოწოდებები მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.


დაახლოებით იგივეს ითვალისწინებს ჩინეთის მიერ წამოყენებული სამშვიდობო გეგმაც.


რაც მთავარია, ომის შემდეგი პოლიტიკური რეალობა გამოიყურება ისე, რომ რუსეთ-ჩინეთ-ირანის, ასევე პერსპექტივაში მათთან კოალიციაში გაერთიანებული აზია-აფრიკის და არაბული ბევრი ქვეყნის გაერთიანება იქნება მსოფლიოში დასავლეთის თანაბარი (შესაძლოა, აღმატებული) ძალა.
სწორედ ასეთ მსოფლიოში უნდა მოძებნოს ადგილი პატარა საქართველომ და თავისი გეოსტრატეგიული მდებარეობა აქციოს თავისთვის სასიკეთოდ და არა საუარესოდ (ანუ დაპირისპირების ასპარეზად).


ჭკვიანური სამშვიდობო პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას, დამოუკიდებლობის განმტკიცების პარალელურად ელოდება დიდი პერსპექტივები როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკურ-კულტურული განვითარების გზაზე.


პოლიტიკურ რეალობას ემოციური ლოზუნგები, პატრიოტული სადღეგრძელოები, გულზე მჯიღის ცემა, პიარ კამპანიები და პროპაგანდისტული შოუები კი არ ქმნის, არამედ ცივი გონებით განსჯილი და შორეულ პერსპექტივაში ჭკვიანურ გათვლებზე დაფუძნებული ქმედებები.


ასეთი გათვლების და პოლიტიკური სვლების განხორციელების პასუხისმგებლობა ეკისრება, პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე ყველა პირს. თუმცა, მთავარი პასუხისმგებელი მაინც არის ხელისუფლება.


ბოლოს, გავრისკავ და გამოვთქვამ პროგნოზს, რომ ომი მალე (მაქსიმუმ ერთ წელიწადში) დამთავრდება, რის გამოც აქედანვე უნდა დავიწყოთ მზადება ომის შემდგომი მშვიდობისთვის", - წერს ნანა კაკაბაძე.


ნანა კაკაბაძე სქრინი





3
335
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
335
  
2023, 20 აპრილი, 20:16
თავის დროზე ქრისტემ თქვა,თუ არ გჯერა რო მეორედ მოსვლის შემდეგ,გარდაცვლილი მართალნი სულები აღსდგებიან ისევე,როგორც ეს მე გავაკეთე,მაშინ თქვენ არც ჩემი გჯერათ და გწამთ. რწმენას და დაჯერებას შეუძლია ეს მთები იქეთ ან აქეთ გადმოდგას. ასევეა ქვეყანაც,თუ არ გჯერა რო ეს ქვეყანა შენი საკუთრება,მაშინ არაფერი არ გამოვა. უნდა გწამდეს რო ამ ქვეყნის მოვლა და პატრონობა ქართველს შეგვიძლია დამოუკიდებლად,თუ ამას შევძლებთ,მაშინ ყველაფერი შესაძლებელია. მე პირადად ამის მჯერა,თუმცა ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო და ვერც მომყავს,ველოდები თვითონ გაზაფხულს,რომელიც ერთ მერცხალსაც მოიყვანს და ათასაც. ამ ქვეყანას აქვს რწმენის პრობლემა,რაც უცნაურია,თუმცა ფაქტი არის უტყუარი. საითაც გაიხედავ,ყველგან ტაძარი არის და სიმბოლიკა ქრისტიანობის,თუმცა იმ ტაძრებში რწმენა ნაკლებად. ამდენი მორწმუნე ურწუნო არსად,არცერთ ქვეყანაში არ არის. როგორ შეიძლება ადამიანს გწამედს ღმერთის და აფანატებდე ეს პიროვნებაზე. ზოგი აფანატებს მიშაზე,ზოგი ბიძინაზე,ხოლო ამათი მეხოტბეები აფანატებენ ილია ვტაროიზე,რა უნდა ქნა? ოქროს გუმბათიან,მოოქროვილ ხატებიან ტაძარში რა უნდა ღმერთს? ან ჯიპებში და ბოლო თაობის აიფონით მობოდიალე მღვდელთან? ხოდა არც არის. აღდგომა აღნიშნა ქვეყანამ და იმის წინ შობა,ხოდა რას გვეუბნება ეს ორი დღესასწაული,ოქროში ჩაიხრჩვეთო? მარიამ ღვთისმშობელმა საქონლის სადგომში იმშობიარა,ქრისტე დურგალი იყო და ჯორით გადადგილდებოდა,განსხვავებულის შემწყნარებელი იყო და ცოდვილის მიმტევებელი,ხოლო მერე თავი გაწირა თავისი სამწყოსთვის. ერთი მიზეზი ან ფაქტი დამისახელეთ,როცა რომელიმე მორწმუნე ურწმუნო რაიმეს ისეთს აკეთებს,რასაც ქრისტე აკეთებდა და ხმას არ ამოვირებ. ქრისტიანობა არის ქმედება და არა ლოცვა,როგორც ბევრ მიაჩნია. ლოცვაზე სულ მახსენდება ხოლმე ლეგენდარული ფეხბურთელის სიტყვები "სპორტში ლოცვა რო მოქმედებდეს,მაშინ ყველა თამაში ფრედ დასრულდებოდაო". ასევეა,ცხორვებაშიც და ყველგან,ლოცვას მოქმედება უნდა მოსდებდეს. დღეს რო მარხულობ და ლოცულობ,ხოლო ხვალ ცაგარელს ელოდები ასტროლოგიურ პორგნოზისთვის და ასე გეგმავ დღეს,ეს რა არის თუ არა ფარისევლობა. გადახედეთ მღვდვლებს და მათ მრევლს,სწორედ ასეთმა ადამიანება გააკრეს ჯვარზე ქრისტე და დღესა
2023, 20 აპრილი, 19:55
რას მოგვიტანს ეს,მინიმუმ იმას რო ადამიანებს ექნებათ განცდა,ეს ქვეყანა მათია და იზრუნებენ თავის საკუთრებაზე. არ დაბადებულა ადამიანი,ვინც თავის საკუთრების დაცვას არ ცდილობს გულწრფელად,ზოგს გამოსდის და ზოგს არა,თუმცა მთავარი განცდა და მცდელობა არის. რა ხდება დღეს ამ მხრივ,ადამიანები აბინძურებენ ქუჩებს და სკვერებს,თითქოს დროებითი გამვლელები იყვნენ და ეს მათი არ იყოს,ეს არის დიდი პრობლემა. იმაში კი არ არის პრობლემა რო ვიღაც ნაგავს ყრის ქუჩაში,რამეთუ დასუფთავების სამსახური დაალაგებს და მორჩება ეს ამბავი.სხვა რამეა მთავარია,ადამიანი საკუთარ სახლში არ ყრის ნაგავს და უფრთხილდება,ასე უნდა უფრთიხლდებოდეს ნებისმიერ ადგილს ამ ქვეყანაში და ამის მერე შეგვეძლება რაიმეზე საუბარი. გადასახადები არ მიხსენებია,შესამცირებელი რო არის ეს არ ახალია,თუმცა უნდა დაინერგოს სისტემა ანუ ნებაყოფლობითი უნდა იყოს,რაც პოლიტიკოსებს მეტ პასუხისმგებლობას გაუჩენს მოსახლეობის მიმართ,დამაჯერებ რო რაღაცას აკეთებ,მაშინ გადავიხდი,თუ არა და ნახუი. რა თქმა უნდა ეს ყველა გადასახადს არ ეხება,საუბარი მაქვს მხოლოდ ორ გადასახადზე საშემოსავლო და ქონების გადასახადი. სხვა დანარჩენის გადახდა ევალებათ იურიდიულ პირებს და ბიზნესებმა იზრუნონ მოგების ან დივიდენდის გადასახადზე,რა ადმინისტრირება ექნებათ და როგორ. რაც შეეხება დღგ და აქციზს,ის უნდა იყოს მითითებული პროდუქტის ან მომსახურების ფასში,რათა ადამიანებმა იცოდნენ,რას იხდიან და რამდენს. რას მივიღებთ ასე,ყველა ადამიანს ქნება განცდა და წარმოდგენა იმაზე,რომ ის არის გადასახადის გადამხდელი და მეტი მოთხოვნა ექნება ხელისუფლების მიმართ და ასევე,როცა საჯარო სამსახურში წავა,აღარ მოუნდება ფულის მოტეხმა. დღეს,მავანს გონია,რომ თუ არ მუშაობს ე.ი. არ იხდის გადასახადს და ეს დიდი პრობლემა არის.
2023, 20 აპრილი, 19:43
ეს ქალი უფლებადაცველად მახსოვს და როდის გახდა საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი? ამას ქვია,უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო. სინამდვილე ასეთია,ნებისმიერმა მხარემ,ოქოზიცია იქნება თუ ხელისუფლება,უნდა იმოქმედოს ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და არა უცხო ქვეყნის ან პირთა ინტერესით,რაც დიდი პრობლემა არის და ეს ერთი თვის წინ დადასტურდა. ამხელა ტექსტი მოარტყა ქალბატონმა ნანამ,თუმცა ერთხელ არ უხსენებია რაიმე კონკრეტული,რაც გააკეთა ან გასაკეთებელია ამ ქვეყანაში. პირველი რაც გასაკეთებელია,ქვეყანამ უნდა დაიჯეროს თვითმყოფადობა და დამოუკიდებლობა,უნდა მივისწრაფოდეთ იმისკენ რო ადამიანები არ მიდიოდნენ ამ ქვეყნიდან და პირიქით,უნდა ვიზრუნოთ ადამიანების აქეთ მობრუნების გზებზე,უნდა მოხდეს თავდაცვითი სისეტემის სრული რესტრუქტურიზაცია და ჩვენი ძირითადი შემოსავალი უნდა დაიხარჯოს ამ მიმართულებით,უნდა მოხდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების სრული პრივატიზაცია და ის უნდა გადაეცეს საქართველოს ყველა მოქალაქეს,განურჩევლად ცხოვრობს თუ არა აქ და იქვე უნდა იყოს დათქმა,რომ მას არ უნდა შეეძლოს გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან სტატუსის შეცვლა რომელიმე მიწის ფართობზე.უნდა მოხდეს საჯარო სექტორში დასაქმებულების განახევრება და შტატების შემცირება,ეს ეხება ბევრ სიპებს,აიპებსა თუ სხვადასხვა პარაზიტ დაწესებულებებს,ასევე ბევრი სამინისტრო უბრალოდ გასაუქმებელია,უნდა მოხდეს სხვადასხვა უნივერსიტეტების თუ ორგანიზაციების დაფინანსების მოხსნა,მათ შორის,საზოგადოებრივი მაუწყებელი და საპატრიაქო,უნდა გაუქმდეს კონკორდატი. ამის მერე შეგვეძლება იმის გაკეთება,რაც რეალურად სჭირდება ამ ქვეყანას და ყველა იგრძნობს რო დამოუკიდებელია.
0 1 3