სიახლეები მამაკაცი 230 კლასიკურ ავტომობილს ინახავდა, ისე რომ მეზობლებმაც არ იცოდნენ 18 აპრილი, 20:05 ![]() დიდი ხნის განმავლობაში ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა და ახლა კი ყველა მანქანა აუქციონზე გაიყიდება. სამ შენობაში ნაპოვნია 230-ზე მეტი კლასიკური ავტომობილის კოლექცია, მათ შორის Ferrari, Lancia, Facel Vegas, Alpine, Ford, Tatra, BMW, Mercedes, Lincoln და მრავალი სხვა. საინტერესოა, რომ ამ ადგილის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა. ეს უზარმაზარი კოლექცია ახლა იყიდება. გალერეა Aaldering-მა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა პალმენ ბერნიფილდის კოლექცია(Palmen Barnfind Collection) ნიდერლანდებში. ![]() ბატონმა პალმენმა დაახლოებით 40 წლის წინ კლასიკური ავტომობილების შეგროვება ყვითელი Lancia B20-ის შეძენით დაიწყო, რომელიც დღემდე კოლექციის ნაწილია. კლასიკური მანქანების აღმოჩენის უნარი მხოლოდ განმარტოებული ცხოვრების სიყვარულს თუ შეედრებოდა. პალმენ ბენფილდი იმდენად კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, რომ მეზობლებმაც კი არ იცოდნენ, თუ რას ინახავდა იგი საწყობებში. შედეგად, ცოტამ თუ იცოდა ამ შესანიშნავი კოლექციის არსებობის შესახებ. წლების განმავლობაში პალმენი იშვიათად ყიდდა მანქანებს და შესანიშნავი გემოვნება ჰქონდა. ![]() ![]() ![]() 461 3-ს მოსწონს
|