საზოგადოებრივი ახალი რევოლუციური გელი ერექციული დისფუნქციისთვის, რომელიც 10 წუთში მოქმედებს 2023, 18 აპრილი, 15:47
ერექციული დისფუნქციის ახალი სამკურნალო საშუალება, რომელიც მოქმედევს ათ წუთში, შეფასდა, როგორც "რევოლუციური გარღვევა", წერს ბრიტანული გამოცემა Dailymail-ი.
Eroxon არის პირველი იმპოტენციის სამკურნალო გელი, რომელიც კლინიკური გამოცდების შემდეგ დადასტურებულია და რომლის ყიდვაც ურეცეპტოდ არის შესაძლებელი. დღეიდან ის ხელმისაწვდომი იქნება ურეცეპტოდ დიდ ბრიტანეთის და და ირლანდიის აფთიაქებში და ონლაინ მაღაზიებში, შემოთავაზებული საცალო ფასი 24, 99 ფუნტი სტერლინგი. გელი არის სტანდარტული მკურნალობის ალტერნატიული მეთოდი, როგორიცაა ვიაგრა, რომელიც გამოდის ტაბლეტის სახით, ეფექტურობის მიღწევისთვს შეიძლება დასჭირდეს ერთი საათი და აქვს უკუჩვენები.(თავის ტკივილი, არტერიული წნევის დავარდნა, ტაქიკარდია, გულის აჩქარება და სხვა) მე-3 ფაზის კვლევამ, რომელშიც 250 მამაკაცი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ 12 კვირის განმავლობაში ეროქსონის გამოყენების შემდეგ, 63 პროცენტში შეინიშნებოდა ერექციული ფუნქციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.. მისი ეფექტი დადასტურდა მეორე ფაზის, მე-3 კვლევაში, რომელშიც 47 მამაკაცი მონაწილეობდა და გაგრძელდა 24 კვირა, მამაკაცების 61 პროცენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. გამოკვლევების დროს დაფიქსირდა ძალიან ცოტა გვერდითი ეფექტები, ძირითად დაფიქსირდა თავის ტკივილი, გულისრევა და კანის გაღიზიანება. ეროქსონი ახლებურად მუშაობს. გელის კომპონენტები ორთქლდება, რაც იწვევს პენისის სწრაფ გაგრილებას, რაც ასტიმულირებს ნერვულ დაბოლოებებს. მეორადი მოქმედება, შენელებული შეთბობა დამატებით ააქტიურებს ნეიროტრანსმიტერებს, რაც იწვევს აზოტის დიოქსიდის წარმოქმნას. რა არის ერექციული დისფუნქცია? მამაკაცების უმეტესობას ხანდახან უჭირთ ერექციის მიღწევა ან შენარჩუნება სტრესის, დაღლილობის, შფოთვის ან ზედმეტი ალკოჰოლის დალევის გამო. მაგალითად ყოველი მეხუთე კაცი დიდ ბრიტანეთში (4, 3 მილიონი) და 30 მილიონი აშშ-ში განიცდის ერექციულ დისფუნქციას. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მაღალი არტერიული წნევით ან ქოლესტერინით, ჰორმონალური პრობლემებით ან მედიკამენტების გვერდითი ეფექტებით. სილდენაფილის შემცველი მედიკამენტები, რომლებიც თავდაპირველად შეიქმნა სტენოკარდიის სამკურნალოდ, ხშირად გამოიყენება ამ მდგომარეობის სამკურნალოდ. ჯანმო რეკომენდაციას უწევს ერექციული დისფუნქციის მქონე ადამიანებს, რომ დაიკლონ წონაში, შეწყვიტონ მოწევა, ყოველდღიურად ივარჯიშონ და დაიცვან დიეტა, რაც სტრესისა და შფოთვის შემცირებას გამოიწვევს. აზოტის ოქსიდი არის ერექციის გასაღები, რადგან ის ადუნებს პენისის ერექციულ ქსოვილებში არსებულ კუნთებს, რაც საშუალებას აძლევს სისხლს შეაღწიოს მასში და გამოიწვიოს ასოს სიმკვრივე. კვლევების დროს, ერექცია დაფიქსირდა 10 წუთში ეროქსონის გელის ასოს თავზე წასმის შემდეგ, შემთხვევების 60 პროცენტში. 111 2-ს მოსწონს
|