x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
კლეოპატრას ეპიკური და მითიური სე@სუალური ცხოვრების რეალური ფაქტები

image


ძველი ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი, კლეოპატრა VII მთელი ისტორიის მანძილზე უთვალავი მითისა და ისტორიის მთავარი მოქმედი გმირი იყო. მისმა მრავალრიცხოვანმა ურთიერთობებმა, სექსუალურმა თავგადასავლებმა და პოლიტიკურმა მანევრებმა ბევრის ფანტაზია მოიცვა, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული პერსონაჟის ცხოვრება ბევრისთვის აქტუალობას დღესაც არ კარგავს.


image


კლეოპატრას ეპიკური და მითიური სექსუალური ცხოვრების რეალური დეტალების გარკვევისას მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბევრი რამ მიკერძოებული ან ყალბი წყაროებიდან ვიცით, ამიტომ ზოგიერთი ფაქტი შესაძლოა გაზვიადებული ან დამახინჯებულიც კი იყოს. ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი თავისი დროისა და კულტურის პროდუქტი გახლდათ, შესაბამისად მისი ურთიერთობებიც მისი ეპოქის ეგვიპტური სექსუალური ზნის გავლენით იყო ჩამოყალიბებული. იმ დროს მეფის კარზე მაღალი თანამდებობის პირებს შორის ახლონათესაური შეჯვარება, ჩვეულებრივი პრაქტიკა გახლდათ, და სავარაუდოა, რომ კლეოპატრაც რამდენიმე თაობის ასეთი შეჯვარების ნაყოფი იყოს.


image


სამეფო წარმომავლობის შესანარჩუნებლად და ძალაუფლების გასაძლიერებლად, კლეოპატრა მის ორ უმცროს ძმას, პტოლემე XIII და პტოლემე XIV გაჰყვა ცოლად, თუმცა ითვლება რომ ეს ქორწინებები მხოლოდ ნომინალური იყო და ისინი არასოდეს შემდგარა. კლეოპატრას ურთიერთობები ისეთ გავლენიან რომაელ მამაკაცებთან, როგორებიც იყვნენ იულიუს კეისარი და მარკუს ანტონიუსი, კარგად არის დოკუმენტირებული. ორივე ურთიერთობა ცოლქმრული სარეცლის შემბღალავი იყო, რადგან კეისარი კალპურნიაზე, ხოლო ანტონიუსი - ოქტავიაზე იყო დაქორწინებული.


image


თუმცა, კლეოპატრას ამ მამაკაცებთან კავშირებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მისი პოლიტიკური ძალაუფლებისა და გავლენების უზრუნველყოფაში. მან კეისრისგან ვაჟი ცესარიონი გააჩინა, ხოლო მარკუსისგან - დედოფალს სამი შვილი ჰყავდა. კლეოპატრას სილამაზის შესახებ მოსაზრებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება: ზოგიერთი უძველესი წყარო აღწერს მას, როგორც საოცრად ლამაზს, ზოგი კი ამტკიცებს, რომ მისი მიმზიდველობა მის ინტელექტსა და ქარიზმაში მდგომარეობდა.


image


მიუხედავად მისი გარეგნობისა, იმის უარყოფა შეუძლებელია რომ კლეოპატრას ძლიერი ხასიათი ჰქონდა და ის გამოცდილი დიპლომატი იყო. ის თავის მომხიბვლელობასა და ჭკუამახვილობას გარშემომყოფი მამაკაცების მოსახიბლად და მანიპულირებისთვის ეფექტურად იყენებდა, რასაც მისი კეისართან და ანტონიუსთან ურთიერთობებიც მოწმობს. არსებობს კიდევ რამდენიმე უცნაური მტკიცებულება კლეოპატრას სექსუალური ცხოვრების შესახებ, მაგალითად, მის მიერ ფუტკრების თვითდაკმაყოფილების მიზნით გამოყენება და აღვირახსნილი ორგიების მოწყობა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაშიც კი გრძელდებოდა. დღეს ძნელია ამ ისტორიების სიმართლის გადამოწმება, თუმცა ისინი კლეოპატრას ბურუსით მოცულ ცხოვრებას მისტიკასა და მიმზიდველობას ერთმნიშვნელოვნად მატებენ.


image


ერთ-ერთი ისტორია კლეოპატრას მიერ ჰეროდე I დიდის ცდუნების შესახებ მოგვითხრობს, რაც მას ლამის სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდა. ასეთი კავშირის შესაძლო შედეგებით შეშინებული ჰეროდე კლეოპატრას მხრიდან გამოჩენილ ყურადღებას ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა და რომთან სტრატეგიული კავშირის შენარჩუნებას ამჯობინებდა. რომაელი პოეტები და ისტორიკოსები ხშირად გამოსახავდნენ კლეოპატრას ნეგატიური კუთხით, უწოდებდნენ რა მას სხვადასხვა დამამცირებელ სახელებს და წარმოადგენდნენ მას როგორც მაცდუნებელს, რომელიც თავის სექსუალობას გავლენიანი მამაკაცების მანიპულირებისთვის იყენებდა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ამ წყაროების მიკერძოებულობაც, რადგან ისინი შესაძლოა კლეოპატრას მიღწევების დაკნინებითა და დისკრედიტაციის სურვილით ყოფილიყო მოტივირებული.


image


სიცოცხლის ბოლოს კლეოპატრა, რომის მომავალი იმპერატორის ოქტავიანეს მოხიბლვასაც ცდილობდა, თუმცა ამაოდ, ავგუსტუსი ეგვიპტის დაპყრობის სურვილში მტკიცე აღმოჩნდა. დამარცხებისა და დამცირების პერსპექტივის წინაშე მყოფმა კლეოპატრამ თავი მოიწამლა, თუმცა თვითმკვლელობის ზუსტი მეთოდი კვლავ საიდუმლოდ რჩება.








0
247
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
247