x
მეტი
  • 04.07.2024
  • სტატია:135790
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510192
ვიდეო: ინდოეთში პოლიტიკოსი და მისი ძმა პირდაპირ ეთერში მოკლეს
image
ინდოეთში, პირდაპირ ეთერში, უცნობმა პირებმა ინდოეთის პარლამენტის ყოფილი წევრი ატიკ აჰმედი და მისი ძმა აშრაფი დახვრიტეს. ამის შესახებ New York Post-ი წერს.



გამოცემის ცნობით, პოლიტიკოსს ბრალი მაფიასთან კავშირში, გატაცებებში, მკვლელობებსა და გამოძალვაში ედებოდა. 2023 წლის მარტში ჩადენილი დანაშაულისთვის მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.


ატიკის სასჯელი პრაიაგრაჯის ციხეში უნდა მოეხადა. მკვლელობის მცდელობის დღეს პოლიცია ძმებს ციხის საავადმყოფოში მიაცილებდა.




თავდამსხმელებმა თავი მედიის წევრებად წარმოადგინეს, აჰმედს ეკითხებოდნენ მისი ქმედებების გამო, ასევე, შვილის გარდაცვალებაზე, რომელიც წინა დღეს პოლიციასთან სროლისას მოკლეს. ამის შემდეგ მათ ცეცხლი გაუხსნეს ძმებს.




დაზუსტებულია, რომ მის დანაშაულებებში ყოფილი პოლიტიკოსის მეუღლეც მონაწილეობდა. ის ამჟამად მართლმსაჯულებას ემალება, მის პოვნაზე დიდი ფულადი ჯილდო არის დაწესებული.



დაზუსტებულია, რომ მსროლელები, როცა დარწმუნდნენ ძმების სიკვდილში, მაშინვე პოლიციას ჩაბარდნენ.


ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მკვლელები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის გამო გააკრიტიკეს.



0
141
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0