სხვა ნუ იჩქარებთ ძველი წიგნებისა და ჟურნალების გადაყრას - ორიგინალური იდეები თქვენი სახლის დიზაინისთვის 2012, 2 ოქტომბერი, 18:21 ახალს არაფერს ვიტყვი ალბათ, იმით რომ ბევრი ჩვენთაგანისთვის, სახლში რემონტის გაკეთება, არა მარტო სოლიდურ ფინანსურ გასავალთან, რემონტით გამოწვეულ არაკომფორტულ გარემოსთან და დაჭიმულ ნერვულ სისტემასთანაც ასოციდრება. აქედან გამომდინარე, საიმისოდ რომ საკუთარი სახლის ინტერიერი ახლებურად გადავხალისოთ, ალტერნატიული გზებია მოსაძებნი. მე გადავწყვიტე რამოდენიმე ორიგინალური მეთოდი შემოგთავაზოთ საიმისოდ, რომ ბინაში, საკუთარი ხელით შესძლოთ ორიგინალური ექსტერიერის დიზაინის შექმნა. ოდესმე გიფირიათ, რაში შეიძლება გამოიყენოს კაცმა ძველი წიგნები ან ჟურნალ-გაზეთები? თუ არა, მაშინ ამ ფოტოს შემხედვარე მიხვდებით, თუ რამდენად საჭირო დანიშნულება შეიძლება შეიძინონ მათ, თუკი საქმეს კრეატიული კუთხით მიუდგებით. ხოლო, ფერადი ქაღალდის და ასევე ძველი გაზეთების საშუალებით, სამზარეულოს მყუდრო კუთხის მოწყობაც შეიძლება სადაც მეგობრებთან ერთად, ყავის სმასა და ჭორაობაში გაატარებთ დროს. ქაღალდის აბაჟური კი, რომელიც ასევე ფერადი ქაღალდების და კრეატიული აზროვნების შედეგია, შესანიშნავად გამოგადგებათ როგორც ღამის განათება, ისე დღისით ოთახის დიზაინის შემადგენელი ორიგინალური დეტალი. ხოლო მათ, ვისაც ნახატებით გაფორმებული ინტერიერტი მოსწონს, სულაც არ დასჭირდება, მხატვრის ნიჭი ან საღებავებით სავსე პალიტრა, ყველაფერს მარკატელი, წებო და მარჯვე ხელები იზამენ, მთავარია მონდომება და სურვილი, რომ იყო ორიგინალური. 2759 30-ს მოსწონს 1-ს არა
|