ფეხბურთი ცოლმა პსჟ-ს ფეხბურთელთან გაყრა და ქონების გაყოფა მოითხოვა,თუმცა წინ უსიამოვნო სიურპრიზი ელოდა 2023, 15 აპრილი, 19:09 ![]() პსჟ-ს და მაროკოს ნაკრების ფეხბურთელის, აშრაფ ჰაკიმის ოჯახურ ცხოვრებაში გასულ წელს ყველაფერი რიგზე ვერ იყო, მისმა მეუღლემ ჰიბა აბუკმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ მისი ქმარი გამოუსწორებელი მექალთანეა, რეგულარულად ღალატობს და საერთოდ ამბობს რომ ქმარმა იგი გააუპატიურა. ფეხბურთელის ადვოკატმა განაცხადა, რომ "პარი-სენ-ჟერმენის" კლუბი მხარს უჭერს მის ფეხბურთელს და დარწმუნებულია მის უდანაშაულობაში. ![]() ქალმა მაროკოელთან განქორწინება მოითხოვა და თან სასამართლოში განცხადება შეიტანა გაუპატიურების ოფიციალური ბრალდებით. კომპენსაციის სახით მან მოითხოვა ქმრის მიერ პატიოსნად შეძენილი ქონების ნახევარი- 70 მილიონი ევროს ოდენობით, მაგრამ ქალს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ![]() ![]() აშრაფ ჰაკიმის დიდი საფეხბურთო კარიერა დაიწყო მადრიდის "რეალში" 2016 წელს, სხვათა შორის ის პირველი მაროკოელი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ამ კლუბის რიგებში ჩაირიცხა.შემდეგ იყო დორტმუნდის "ბორუსია" და მილანის " ინტერი", 2021 წლიდან ჰაკიმი პარიზული კლუბში თამაშობს .მიმდინარე სეზონში მცველმა პარიზელთა შემადგენლობაში 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ![]() 1587 5-ს მოსწონს
|