ქალი და მამაკაცი "მალე ჩემი თვითმფრინავიც აფრინდება... აი, ის ემზარისთან და ბავშვებთან რომ დამაბრუნებს" - რას წერს ქალი, რომელმაც 40 წლის წინ დაკარგული სიყვარული იპოვა 15 აპრილი, 16:59 ![]() "მალე ჩემი თვითმფრინავიც აფრინდება....აი ის, ემზარისთან და ბავშვებთან რომ დამაბრუნებს...მანამდე კი გამძლეობა მომეცი ღმერთო, მიჭირს, ძალიან მიჭირს.....რთული აღმოჩნდა განსაცდელი ჩემთვის, რომელსაც ემიგრაცია ქვია...უცხოა აქ ყველაფერი და არასოდეს არ გახდება ჩემი..." - წერს ნიო კვარაცხელია. შეგახსენებთ, 40 წლის წინ დაკარგული და ხელახლა ნაპოვნი სიყვარულის ისტორია საზოგადოებამ გადაცემა "ღამის პრაიმ თაიმიდან " შეიტყო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "ბავშვობაში ანალოგიურად მეც ველოდი იმ ერთს, რომელიც რეალურად მოვიდოდა ჩემს ცხოვრებაში, ემზარ ჯღარკავა სულ მჯეროდა, რომ მოხვიდოდი და სამყაროს გამიფერადებდი. თუნდაც, 40 წლის შემდეგ. ჩვენი სიყვარულის ისტორია მეცხრე კლასში, სოხუმში დაიწყო. გვქონდა მიზეზი არ გაგვეხმაურებია ჩვენი ურთიერთობა, მერე იყო განშორება, რომელიც დროებითი გვეგონა, მერე იყო ჩვენგან დამოუკიდებელი უამრავი გარემოება... ტრადიცია, ომი, ემიგრაცია და ათასი უსიამოვნება....მაგრამ არ ეწერა ამ სიყვარულს უკვალოდ გაქრობა....40 წლის შემდეგ, როდესაც ორივეს ხელი გვქონდა ჩაქნეული პირად ბედნიერებაზე, სწორედ მაშინ სადღაც “მაღლა" დაიწერა ჩვენი სიყვარულის მორიგი სცენარი...დაუჯერებელი დამთხვევებით და სიურპრიზებით... ემზარ ჯღარკავა მადლობა რომ სიცოცხლისკენ მომაბრუნე, მადლობა რომ დაბრუნდი ჩემს ცხოვრებაში, შენი რიჟა გოგო, ამას არასოდეს დაგივიწყებს.", -წერდა სოციალურ ქსელში ნინო კვარაცხელია. 377 4-ს მოსწონს
|