კინო 9 პერსონაჟი, რომელიც ეკრანზე სხვადასხვა მსახიობმა განასახიერა, თუმცა მაყურებელმა მხოლოდ ერთი მიიღო 2023, 15 აპრილი, 9:20 ნოსტალგია გვაფიქრებინებს, რომ "ადრე ყველაფერი უკეთესი იყო" და რომ ყველაფერი ახალი - არასაკმარისად კარგია. რა თქმა უნდა, ეს წესი ყოველთვის არ მუშაობს, მაგრამ კინოსთან მიმართებაში ეს ასი პროცენტით ასეა. საზოგადოება უნდობლობით ეკიდება რიმეიკებს, თუნდაც ისინი მაღალ- მხატვრული ღირებულებებით გამოირჩეოდეს. განსაკუთრებით კი უჩვეულოა ნაცნობი და საყვარელი პერსონაჟების სრულიად ახლებური სახით ხილვა, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ რომ ასეთი გარდასახვების წარმატებული შემთხვევებიც არსებობს! მოდით, შევადაროთ სხვადასხვა მსახიობის მიერ შესრულებული ერთი და იგივე საკულტო პერსონაჟები და ვნახოთ, თუ რომელმა მათგანმა გაართვა დაკისრებულ როლს თავი უფრო ღირსეულად, და თქვენ უკვე გამოავლინეთ თქვენი რჩეული?კლეოპატრაკლასიკის მოყვარულები იღებენ მხოლოდ ერთ კლეოპატრას - ელიზაბეთ ტეილორს 1963 წლის ამავე სახელწოდების ფილმიდან. ჰოლივუდის მსახიობში იყო თავმოყრილი ყველაფერი, რაც ეგვიპტის დედოფალს უნდა ჰქონოდა: სინატიფე, აღნაგობა, ინტელექტი და ქალურობა. ნახევარი საუკუნის შემდეგ, კომედიისთვის "ასტერიქსი და ობელიქსი: მისია "კლეოპატრა" გადამღები ჯგუფი იგივე კომპლექტაციის მქონე მსახიობს ეძებდა და არ შემცდა როდესაც არჩევანი მონიკა ბელუჩიზე შეაჩერა, აი, რაც შეეხება მსახიობს მარიონ კოტიარს, რომელმაც 2023 წლის 1 თებერვალს გამოსულ კომედიაში "ასტერიქსი და ობელიქსი: ზეციური სამეფო" კლეოპატრას როლი მოირგო, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.ლარა კროფტი2001 წელს "ლარა კროფტის" გამოსვლის შემდეგ ანჯელინა ჯოლის არადამაჯერებელი თამაშისთვის ბევრი კიცხავდა, თუმცა 2018 წლის რიმეიქმა აჩვენა, რომ ყველაფერი არც ისე ცუდი იყო. თავად სიუჟეტიც უფრო მრავალფეროვანი იყო, სპეც ეფექტები კი - ბევრად უკეთესი, ხოლო საფლავების მაძებრის როლში ალისია ვიკანდერი საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა.ლუციფერისხვადასხვა რეჟისორს ბიბლიური ანტიგმირის შესახებ საკუთარი შეხედულებები ჰქონდა. ასე მაგალითად, 2005 წელს გადაღებულ "კონსტანტინში" ლუციფერი პიტერ სტორმარი გახდა, რომლის გმირიც საკმაოდ საშინელი, სერიოზული და დაუნდობელი გამოვიდა. სერიალ "ზებუნებრივში" "ბოროტების ღვთაება" სულ სხვა კუთხით წარმოაჩინეს: მომხიბვლელმა მარკ პელეგრინომ ფილმში მაყურებელს თავისი საკამათო პერსონაჟის შეყვარება აიძულა, მაგრამ ყველაზე პოპულარული და გლამურული მაინც ტომ ელისის ლუციფერი გამოვიდა 2016-2021 წლების ამავე სახელწოდების სერიალში.ჯულიეტაყველა თაობას ყავს თავისი ჯულიეტა. მე-20 საუკუნის შუა ხანებში რეჟისორმა ფრანკო ძეფირელიმ შექსპირის გმირის როლი ახალგაზრდა ოლივია ჰასის არგო. დრო გადიოდა, და საზოგადოება ტრაგედიის თანამედროვე ინტერპრეტაციას ითხოვდა: ასე გაჩნდა პოპ-კულტურაში კლერ დეინსის მიერ შესრულებული ჯულიეტა ბაზ ლურმანის 1996 წლის ალტერნატიული მელოდრამიდან "რომეო და ჯულიეტა". 2013 წელს ჯულიეტას როლი ჰეილი სტაინფელდიმაც მოირგო, თუმცა საკმაოდ წარუმატებლად. სამწუხაროდ, "Rotten Tomatoes"-ს მომხმარებლებმა ამ ეკრანიზაციისთვის დადებითი ხმების მხოლოდ 23%-ი გაიმატეს.ელიზაბეთ ტეილორიმსახიობმა შერილინ ფენმა 1995 წელს გადაღებულ ფილმში "Liz: The Elizabeth Taylor Story"-ი ლეგენდარული მსახიობი განასახიერა. "ორიგინალთან" მსგავსება მართლაც გასაოცარი იყო, თუმცა უკვე 2013 წელს გადაღებულ ფილმში "ბარტონი და ტეილორი" გაცილებით უფრო მოწიფული ელიზაბეთ ტეილორის როლი ჰელენა ბონემ კარტერმა მოირგო, თუმცა მისი პერსონაჟი არც ისეთი ნორჩი და მხიარული გამოვიდა.სუპერმენიჯულიეტაზე უფრო პოპულარული მხოლოდ სუპერმენი თუ შეიძლება იყოს. გმირის ყველა ვერსიის დათვლა უბრალოდ შეუძლებელია. თანამედროვე მაყურებელი პირველად კლარკ კენტის ისტორიას სერიალში "სმოლვილი" გაეცნო, სადაც მთავარ როლს ტომ უელინგი ასრულებდა, შემდეგ იყო გრანდიოზული "სუპერმენის დაბრუნება" ბრენდონ რაუთით, 2013 წელს მაყურებელს ჰენრი კევილისეული სუპერგმირის შეფასება ფილმ "ფოლადის ადამიანში" მოუწია, 2016-ში კი ზემოაღნიშნული როლი ტაილერ ჰეკლინმა "სუპერგოგონაში" მოირგო.გალადრიელირეჟისორ პიტერ ჯექსონის კინოტრილოგიის "ბეჭდების მბრძანებლის" ყველა თაყვანისმცემელი როდი იყო მზად გალადრიელის როლში ქეით ბლანშეტის გარდა ვინმე სხვა ეხილა, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ 2022 წელს გამოსული ახალი სერიალის "ბეჭდების მბრძანებელი. ძალაუფლების ბეჭდების" მოვლენები ვითარდება მთავარ მოვლენებამდე ათასობით წლით ადრე, ელფის როლისთვის უფრო ახალგაზრდა მსახიობი იყო საჭირო. ასე რომ, პირველი ნაწილის გამოსვლიდან 20 წლის შემდეგ, ეკრანზე კიდევ ერთი ქერათმიანი გმირი გამოჩნდა - ამჯერად, მორვედ კლარკის სახით.ჯეი გეტსბიფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანი "დიდი გეტსბი" ხუთჯერ იქნა ეკრანიზირებული. პირველად - შორეულ 1926 წელს, წიგნის ვერსიის გამოსვლიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ. ყველაზე წარმატებულად 1974-ის და 2013 წლების ადაპტაციები ითვლება: ორივე მათგანმა ორ - ორი "ოსკარი" მიიღო. ფილმის უფრო ძველ ვერსიაში ჯეი გეთსბის როლი რობერტ რედფორდმა, ახალში კი - ლეონარდო დიკაპრიომ მოირგო.სამანტა ჯონსიHBO-ს ტელესერიალ "სექსი დიდ ქალაქში" გამოსვლის შემდეგ, რომელიც ეკრანებზე 1998-დან 2004-მდე გამოვიდა, კიმ კეტროლმა სერიალის გაგრძელებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. სამაგიეროდ, მისი პერსონაჟის ცქერით შეგიძლიათ პრიქველში "კერის დღიურები" დატკბეთ. ახალგაზრდა სამანტა ჯონსი ტელესერიალში ლინდსი გორტმა განასახიერა - გასაკვირია რომ ამ როლში მსახიობები წყლის ორი წვეთივით ჰგვანან ერთმანეთს.249 შეფასება არ არის |