სოფლის მეურნეობა შერეკილი ფრანგი ქალი საქართველოში 2012, 10 აპრილი, 16:11 ”თრეველ ჩენელის” ტელე-არხმა აჩვენა დოკუმენტური ფილმი: ”შერეკილი ფრანგი ქალი საქართველოში”. ფილმის ავტორი და წამყვანი ცნობილი ფრანგი ღვინის სპეციალისტი ქალი – იზაბელ ლეჟერონია, რომელმაც გასულ წელს საქართველოს რამდენიმე კუთხეში იმოგზაურა, დააკვირდა და აღწერა ბევრი რამ, რაც კი ქართულ ღვინოს უკავშირდება. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მონაწილეობა მიიღო ყურძნის დაკრეფა-დაწურვის პროცესში, თუმცა მისი მთავარი ყურადღების საგანი მაინც ქვევრი იყო და ფილმის ძირითადი გზავნილიც სწორედ ის გახლავთ, რომ ღვინით დაინტერესებულმა ევროპელებმა აუცილებლად უნდა ნახონ ქართული ქვევრი, გასინჯონ ქართული ღვინო და პარალელი გაავლონ ქვევრში და სხვა ჭურჭელში დაყენებულ თუ დავარგებულ ღვინოებს შორის. დოკუმენტური ფილმი: ”შერეკილი ფრანგი ქალი საქართველოში”. ფილმის ავტორი და წამყვანი ცნობილი ფრანგი ღვინის სპეციალისტი ქალი – იზაბელ ლეჟერონია, რომელმაც გასულ წელს საქართველოს რამდენიმე კუთხეში იმოგზაურა, დააკვირდა და აღწერა ბევრი რამ, რაც კი ქართულ ღვინოს უკავშირდება. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მონაწილეობა მიიღო ყურძნის დაკრეფა-დაწურვის პროცესში, თუმცა მისი მთავარი ყურადღების საგანი მაინც ქვევრი იყო და ფილმის ძირითადი გზავნილიც სწორედ ის გახლავთ, რომ ღვინით დაინტერესებულმა ევროპელებმა აუცილებლად უნდა ნახონ ქართული ქვევრი, გასინჯონ ქართული ღვინო და პარალელი გაავლონ ქვევრში და სხვა ჭურჭელში დაყენებულ თუ დავარგებულ ღვინოებს შორის. 289 1-ს მოსწონს
|