x
image
მარიამმ პაიჭაძე
„ბოდიშს ვიხდი, დღევანდელ დღეს ამ მავნებლებზე რომ ვწერ, მაგრამ... ამ სუბიექტმა ვერ გაიგო კონსტიტუციური ნორმები..." - რას წერს ამირან სალუქვაძე
ამირან სალუქვაძე


ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ თემებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ბოდიშს ვიხდი, დღევანდელ დღეს ამ მავნებლებზე რომ ვწერ, მაგრამ სამ თემას უნდა გამოვეხმაურო.


1. სალომე ზურაბიშვილმა მორიგი მავნე განცხადება გამოაქვეყნა. თურმე მთავრობასთან ხანგრძლივი შეთანხმების გამო, სტრასბურგში მნიშვნელოვანი ვიზიტი გავაუქმეო.



ესაა საბოტაჟი. ამ სუბიექტმა ვერ გაიგო კონსტიტუციური ნორმები. ის საერთაშორისო არენაზე მთავრობასთან შეთანხმებით მოქმედებს და არა პირიქით. უამრავჯერ საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენა შიდაპოლიტიკური კინკლაობისთვის და მთავრობის, სინამდვილეში კი ქვეყნის დასაზიანებლად.
ყველაფერთან ერთად იცრუა. მას მიღებული ჰქონდა ვიზიტის თანხმობა. ჩემი გადასაწყვეტი არაა, მაგრამ იმპიჩმენტს იმსახურებს. მივა ბოლომდე თუ არა, ეს პროცესი უნდა მიიღოს.


2. არ გიკვირთ ასეთი სიმწარით „ტვ პირველი" დავით კეზერაშვილს რატომ ამხელს? ვინაა დამკვეთი? აქამდე ვერ ამჩნევდნენ კეზერაშვილის დანაშაულებს?
BBC-ს ფილმის შემდეგ რას იტყვიან კეზერაშვილის კმაყოფაზე მყოფი პოლიტიკოსები ან მედიის წარმომადგენლები, ბრტყელ-ბრტყელ პოსტებს რომ წერდნენ? არ იცოდნენ ჭუჭყიანი ფულით რომ ფინანსდებოდნენ? კეზერაშვილის 2004-2008 წლების დეკლარაციები არ ჰქონდათ ნანახი?


3. ოპომედია და მათი პატრონები ისევ შავი ხვრელების ძებნაში არიან. ეს იმ ფონზე, როცა „გამადიდებელი შუშით" ვერ ხედავენ, როგორ ვაჭრობენ რუსეთთან გაზით და ნავთობით ევროპა. რუსეთმა უკრაინას ნავთობის გატარებაში 700 მილიონი გადაუხადა. ეს ნავთობი სად წავიდა? 2022 წელს ევროპამ რუსეთისგან ერთი მილიარდის თხევადი გაზი შეიძინა. ჩვენი ოპომედია კი რამდენიმე მილიონის საქონელს ჩხრეკს.


* * *
ამიტომ ვწერ ბოლო წლებია, რომ ხალხის ხმა უნდა გაიგონ შიდა და გარე მავნებლებმა. მცირე ჯგუფი წლებია არყევს და აზიანებს ქვეყანას.
ამ პროცესში სალომე ზურაბიშვილიც ჩაერთო. ნებართვა დამიგვიანესო. გატკაცუნებაზე ყოფილა. გასვლის ნებართვა კი არა, საგარეო ვიზიტის წინ კეთილი უნდა ინებოს, შეხვდეს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა და სხვა უწყებებს, შეათანხმოს სასაუბრო და ისე გაემგზავროს", - წერს ამირან სალუქვაძე.


ამირან სალუქვაძე სქრინი




1
334
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
334
  
2023, 14 აპრილი, 9:32
მავნებელი მავნებელს ეუბნეოდა,შენ რა მავნებელი ხარო
0 1 1