კინო ყოველთვის ჩრდილში: 10 დუბლიორი, რომლებიც ჰოლივუდის ვარსკვლავებს მარტივად დაჩრდილავდნენ 2023, 12 აპრილი, 18:50 არ არსებობს უფრო რთული და ამავდროულად სახიფათო პროფესია, ვიდრე დუბლიორი. კინომსახიობთა დუბლიორები ურთულესს და სახიფათო ტრიუკებს ასრულებენ, მათი სახელები კი არავინ იცის. სად არის სამართლიანობა? ჭუჭყიანი სამსახური - ერთს, მეორეს კი - დაფნის გვირგვინები. დღეს, გადავწყვიტე სიტუაცია გამოვასწორო და გაგაცნოთ ჰოლივუდის ყველაზე ნიჭიერი და პროდუქტიული - ახალი და ძველი თაობის დუბლიორები. დიახ, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, გასულ საუკუნეშიც სჭირდებოდათ მსახიობებს დამხმარენი, და უნდა აღინიშნოს რომ ამ "ორეულების" მოვალეობები კიდევ უფრო რთული იყო.სცილა გაბელისცილამ კინოში თამაში სოფი ლორენის დუბლიორად დაიწყო. თავიდან გოგონას ასეთი მსგავსება მხოლოდ ახარებდა, თუმცა მოგვიანებით მან მტკიცედ გადაწყვიტა რომ ვარსკვლავური ორეულის პიროვნებას ყველაფრის ფასად დაშორებოდა. გაბელმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და კინოში თამაში საკუთარი სახელითა და გვარით განაგრძო.ლინდა ჯუელილინდა ჯუელი პირველად ეკრანზე ფილმ "ფორსაჟი 3: ტოკიო დრიფტში" - გამოჩნდა, მას შემდეგ მის პორტფოლიოში 40-ზე მეტი ახალი როლი გაჩნა. ჯუელი პროფესიონალურად იყენებს იარაღს, იდეალურად ფლობს საბრძოლო ხელოვნებას, შეუძლია მანქანის მართვისას ტრიუკების შესრულება და თან ოსტატურადაც ცეკვავს.ტარა მაკენიტარა მაკენი ოლივია მუნის, ელისონ ბრისა და ზოი სალდანას კინოორეულად არის ცნობილი. დუბლიორის ყველა პროექტი - ნამდვილი ბლოკბასტერია: მისი ნახვა შეგიძლიათ ისეთ ფილმებში, როგორიცაა "შიმშილის თამაშები", "ტრანსფორმერები", "ბოროტების სავანე" და სხვა. ტარა ფილმების გარდა, ასევე სატელევიზიო შოუებშიც არის დაკავებული.სინდი ლეონიმსოფლიო აღირება სინდიმ ფილმ "ორმაგი ფორსაჟის" გამოსვლის შემდეგ მოიპოვა, სადაც მან ევა მენდესი შეცვალა. ახალგაზრდა დუბლორი იმდენად ლამაზი იყო, რომ ერთდროულად მან ორი ვარსკვლავის - ტაირი გიბსონისა და პოლ უოკერის ყურადღება მიიპყრო, თუმცა ხანგრძლივი ურთიერთობა გოგონას ვერც ერთთან ვერ აეწყო, მალევე ლამაზმანმა კინოს თავი საერთოდ დაანება და საქმიანობის სფეროდ იურისპრუდენცია აირჩია. დღესდღეობით, სინდი ლეონი ადვოკატად მუშაობს.ლორა გრეიდილორა გრეიდი გადასაღებ მოედანზე ზედმეტად მორცხვ მსახიობებს ეხმარება. ამ სრულყოფილი სხეულის მქონე მოდელსა და მოცეკვავეს ძირითადად, თამამ სცენებში იწვევენ. ის უკვე იყო მარისა ტომეის, რობინ რაიტისა და ჰელენა ბონემ კარტერის ორეული ფილმში "მებრძოლთა კლუბი".
სამანტა ჯოპროფესიონალი სპორტსმენი და ოლიმპიური ჩემპიონი, სამანტა ჯო - ჰოლივუდში მიიწვიეს როგორც საბრძოლო ხელოვნების ოსტატი. მისი კინოკარიერა ფილმ "300 სპარტანელით" დაიწყო, სადაც ის მაყურებელს ევა გრინის დუბლიორად მოევლინა. სამანტამ ასევე კრისტენ სტიუარტიც შეცვალა ფილმში "ბინდის საგა: განთიადი - ნაწილი 2". გოგონას ასევე სოლო როლებიც აქვს შესრულებული ახალ "ფოლადის ადამიანში" და სერიალ "სასიკვდილო ბრძოლაში".ფლერ ვან ედენიფლერი შარლიზ ტერონის დუბლიორი გახლდათ, თუმცა როგორც გაირკვა, მან მსახიობის ჩანაცვლება რეალურ ცხოვრებაშიც შეძლო. ფლერმა მსახიობის შეყვარებული შონ პენი მოხიბლა, რომელიც ფილმ "უკანასკნელი სახის" (შეგახსენებთ, რომ შონ პენი აღნიშნული ფილმის რეჟისორი იყო) გადასაღებ მოედანზე გაიცნო, თუმცა მათი ურთიერთობა კოცონის გარშემო შეკრებებისა და პოეტური საღამოების იქით არ წასულა. საბედნიეროდ, ამ გაუგებრობამ ვან ედენის კარიერაზე გავლენა არ მოახდინა: მთლიანობაში მან მონაწილეობა 30 პროექტში მიიღო, რომელთა შორისაცაა "შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა", "დრედი", და "პატიმარი".ჰეიდი მონიმეიკერიჰეიდი როგორც მსახიობი, ცნობილია თავისი როლით სერიალში "დანაშაულის ადგილი ლას- ვეგასი", თუმცა როგორც დუბლიორმა, მან გაცილებით უფრო დიდ წარმატებას მიაღწია. თავის დროზე ჰეიდი გადაღებების დროს სკარლეტ იოჰანსონს, ამანდა სეიფრიდს, რეიჩელ მაკადამსსა და მიშელ როდრიგესს ეხმარებოდა.
|