x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
უზარმაზარი შავი ხვრელი საშინელი სისწრაფით მოფრინავს დედამიწისკენ

image
დაახლოებით 50 მილიონი წლის წინ მოხდა უპრეცედენტო მასშტაბის კატაკლიზმი - ერთმანეთს სამი გალაქტიკა შეეჯახა. თითოეულს ჰქონდა თავისი შავი ხვრელი. გაჩნდა „ქაოტური და არასტაბილური კონფიგურაცია“. შედეგად, სამივე ხვრელმა დატოვა თავისი გალაქტიკა. ორი "გაიქცა" ერთი მიმართულებით, ხოლო ყველაზე მასიური მეორე მიმართულებით, ჩვენს მხარეს.



იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კოსმოსში აღმოაჩინეს „გაქცეული“ხვრელის კვალი, ის ჩანს ნასას ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ სურათებში.




image



შავი ხვრელი და მის მიერ დატოვებული ბილიკი ყველაზე დიდია სამყაროში. ხვრელი იწონის 20 მილიონ მზეს. ის დაფრინავს წამში 500 კილომეტრზე მეტი სიჩქარით. ბილიკი გადაჭიმულია 200 000 სინათლის წელიწადზე. ეს ორჯერ აღემატება ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის დიამეტრს.





რატომღაც, შავი ხვრელი არ შთანთქავს გზაზე შემხვედრ ვარსკვლავებს, მაგრამ როგორღაც გავლენას ახდენს სივრცეზე და ფაქტიურად ცეცხლს უკიდებს თავის წინ ყველაფერს. კვალი დაგვირგვინებულია წარმოუდგენლად კაშკაშა შედედებით.



რა ხდება კონკრეტულად, მეცნიერებმა ჯერ ვერ გაარკვიეს. შავი ხვრელის გადაადგილების შედეგებიც აბსოლუტურად იდუმალი ჩანს: იქ, სადაც გაიარა, იქმნება ახალი ვარსკვლავები - სწორედ "ფარულ გზაზე". პროცესი უბრალოდ ფენომენალურია – თითქოს რაღაც სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმშია სამყაროს შექმნის შესახებ.



„დიახ, ჩვენ ვხედავთ ვარსკვლავების ფორმირებას შავი ხვრელის მიღმა, მაგრამ ჩვენ არ გვესმის, როგორ ხდება ეს ყველაფერი.“ - ამბობს პროფესორი პიტერ ვან დოკუმი.



მონსტრი, რა თქმა უნდა, დაწვავს ჩვენს გალაქტიკას, როცა მას მიაღწევს. სულ მცირე, მასში „გაწმენდას“ მოახდენს. ძველი ვარსკვლავების ნაცვლად ის "ახალშობილებს "ჩატოვებს".



საბედნიეროდ, "განახლება" მალე არ არის მოსალოდნელი. შავი ხვრელი ახლა ჩვენგან 7 მილიარდ სინათლის წელზე მეტია.


ასტრონომები იმედოვნებენ, რომ გაარკვიონ რა ხდება მფრინავი შავი ხვრელზე ჯეიმს უზბის კოსმოსური ტელესკოპით დაკვირვებით.




შავი ხვრელის ამჟამინდელი გაქცევა მისი გალაქტიკიდან პირველი არ არის სამყაროში. ცოტა ადრე დაიძრა უფრო პატარა ზომის შავი ხვრელი, რომელიც მზეზე 4 ან 7-ჯერ მძიმეა. მან უკვე მიაღწია ჩვენს გალაქტიკამდე - ის დაფრინავს წამში 30-დან 45 კილომეტრამდე სიჩქარით. ახლა ის ჩვენგან დაახლოებით 5 ათასი სინათლის წლის მანძილითაა დაშორრებული.




იმისათვის, რომ ზიანი მიაყენოს მთელ ირმის ნახტომს, ხვრელი ძალიან პატარაა. მაგრამ მას შეუძლია გადაყლაპოს მზის სისტემა მთელი მისი შემადგენლობით. ასე ფიქრობდნენ მეცნიერები ადრე. თუმცა, იელის უნივერსიტეტში გაკეთებული აღმოჩენა ახლა კითხვებს აჩენს: შეიწოვება თუ დაიწვება მზის სისტემა? შეიქმნება თუ არა "ახალი მზე"? არის საკმარისად ძლიერი მოახლოებული შავი ხვრელი?


პასუხს მალე ვერ მივიღებთ - რამდენიმე მილიონ წელიწადში. ჯერჯერობით შავი ხვრელი ჯერ კიდევ ძალიან შორსაა.



0
525
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
525
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0