Quiz ქვიზი იმათთვის (არამარტო), ვისაც კარგად ახსოვს საბჭოთა წარსული 2023, 11 აპრილი, 18:08 ![]() თავად სიტყვა "ვიქტორინა", რომელიც ჩვენთან მთელი გასული საუკუნის განმავლობაში იყო დამკვიდრებული, მოდის 1928 წლიდან, როდესაც ცნობილმა საბჭოთა ჟურნალისტმა და მწერალმა მიხაილ კოლცოვმა ჟურნალ "ოგონიოკში" გამოაქვეყნა კრებულები, რომლებიც შეიცავდა კითხვარებს, შარადებს, თავსატეხებს და ა.შ. ამ გასართობ სვეტებს ამზადებდა ჟურნალის თანამშრომელი ვიქტორ მიკულინი. ვიქტორისა და მისი გვარის ბოლო ასოების სახელით აეწყო სიტყვა „ვიქტორინა"..დროთა განმავლობაში სიტყვა "ვიქტორინა" თან დაუკავშირეს მის პირდაპირ მნიშვნელობას(ლათინურად- გამარჯვება). ისტორიულად, ვიქტორინები (ქვიზები) გამოიყენება როგორც ინტელექტუალურ- გასართობი თამაშები. 1975 წლიდან ვიქტორინები უკვე სატელევიზიო გადაცემებშიც ჩნდება კონკურსების და და პრიზების თანხლებით. ასევე, ფართოდ გამოიყენება სარეკლამო ხასიათის გასართობი ვიქტორინები, რომლის მიზანია რაიმე საქონლის შეძენაზე ან ღონისძიებაზე აუდიტორიის მოზიდვა. გარდა ამისა, არსებობს მაგალითად IQ ტესტები, საგანმანათლებლო ვიქტორინები, რომლის მიზანია მოთამაშის ცოდნის შეფასება კითხვების სირთულის, პასუხების სიჩქარის, თემებისა და სხვა სფეროების მიხედვით. მოცემულ ქვიზში თქვენ უნდა შეამოწმოთ მახსოვრობა საბჭოთა წარსულიდან ქვიზში 11 კითხვაა სამი სავარაუდო პასუხით, შედეგი რომ შეამოწმოთ უნდა გააგზავნოთ პასუხები, გაერთეთ და გაუზიარეთ მეგობრებს. 1157 3-ს მოსწონს
|