x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
დაკარგული ცხოვრება 8
image
ლილემ დათქმულ დროზე გაუარა მეგობარს ანიკაც მზად დახვდა...მოულოდნელი დასვენების ამბავი ლევანთან ჩხუბის მიზეზიც გახდა მაგრამ ლილეს არაფერი ანაღვლებდა ერთადერთი რაც სურდა გეგასგან გაქცევა იყო...

მანქანაში ჩაჯდომისთანავე მეგობარი შეათვალიერა ანიკამ და არც მისი ბედნიერი თვალები გამოპარვია...

-აბა, რა გვიხარია...

-შენთან ერთად დასასვენებლად რომ მივდივარ ...


-ეგ ზღაპრები ჩემს ნათლულს მოუყევი, თქვი ახლა რა გიხარია?

ლილემ დაწვრილებით მოუყვა სალოს ნაამბობი...თუმცა ანიკას სულაც არ მოწონებია ეს ამბავი რადგან მიხვდა რომ დღეიდან სიმშვიდეს ვეღარ ეღირსებოდა...ლილემ გააღვიძა მისი მიძინებული ტკივილები...თუმცა მეგობრისთვის მისი შიშების შესახებ არაფერი უთქვამს ...

-კარგი, ოფიციალურად ვითხოვ, რომ ხსენება არ იქნება არც გეგასი არც ლევანისი, მხოლოდ მე და შენ ვრჩებით ამ წამიდან სამყაროში და ბოლომდე უნდა გავერთოთ იცოდე...

-ლევანზე გამახსენდა, დილას ვიჩხუბეთ...დღეს სადღაც უნდა წავეყვანე და აიჭრა რომ გაიგო აქ წამოსვლის ამბავი..

-როგორ ტანჯავთ ერთმანეთს, არც მისი არ მესმის და არც შენი...რატომ არ შორდებით ერთმანეთს?

-რა გაშორება? შვილი უნდა გესმის ბოლო ერთი წელია სულ მაგაზე ვჩხუბობთ...

-ადრე მეჩვენებოდა რომ გეგას აკვიატებული ყავდი ახლა კი ვფიქრობ რომ მას მართლა უყვარხარ...იქნებ შვილმა მართლა დაალაგოს თქვენი ურთიერთობა...

-ნუ ამბობ სისულელეს...ხომ შევთანხმდით რომ აღარ ვახსენებდით არცერთს

-როცა ლაპარაკი არ გინდა მაშინ მოქმედებს ხომ ჩემი წესები? კარგი როგორც იტყვი... მთავარია შენ გაერთოო...

გოგონებმა სასტუმროს ყველა შესაძლებლობებით ტკბობა დაასრულეს და ნომერებში დაბრუნდნენ...განტვირთვის შემდეგ გამოძინება გადაწყვიტეს და კარგადაც გამოიძინეს...ლილე დილამდეც გადააბამდა ძილს მაგრამ ანიკა შიმშილის გრძნობამ შეაწუხა და ძალით წამოაგდო მეგობარი საწოლიდან..

-ნომერში გამოვიძახოთ..

-არავითარ შემთხვევაში, მაგისთვის გამოვიპრანჭე, მიდი ლამაზად ჩაიცვი ვიკითხავ სად არის ყველაზე კარგი რესტორანი და იქ მივდივართ...

-ნეტა არ მატრაკვეცობდე...

-რატომაც არაა, რაიცი ვინ შემეფეთება იქნებ ჩემი საბედო სადმე ბორჯომის ქუჩებში დადის...

-არ მითხრა რომ აქ აპირებ გათხოვებას?

-მე თუ ჩამოვედი ის ვერ ჩამოვიდოდა?

-გიჟი ხარ მაგრამ ოფიციალური საბუთი არ გაქვს...

-ადექი დრო ნუ გაგყავს, მშია ძალიან..

ლილეს უნდოდა ჯინსის და მაისურის ჩაცმა მაგრამ ანიკამ ამის საშვალება არ მისცა თავად აარჩია ლილეს სამოსიც.ლილეს წინაღმდეგობის გაწევა არ უცდია რადგან ანიკასთა ვერაფერს გახდებოდა იცოდა..სალტებიან მინი კაბაში კიდევ უფრო სუსტი მოეჩვენა საკუთარი თავი...

-კიდევ გავხდი..

-დაკიდე, მთავარია ჯამრთელად იყო, იდიალურად გამოიყურები, მგონი შენც გიპოვო საქმრო...ანიკამ მეგობარს ყელაბამი გაუკეთა...

-მგონი ცოტა ზედმეტია..

-არაფერიც იდიალურად გამოიყურები, ცოტა გაიღიმე და ეგაა...

ლილემ სარკეში მოწყენილი გოგო შეათვალიერა მერე კი ამ მოწყენილ გოგოს ღიმილი აჩუქა..

-აი, ასე..ახლა კი იდიალური ხარ..მიყვარხარ...წავიდეთ..

ანიკამ მართლაც ყველაზე საუკეთესო რესტორანი იპოვა ქალაქში სადაც გემრიელად ივახშმეს შემდეგ ცოტა ფეხით გავლა გადაწყვიტეს..გარემო ნამდვილად იდიალური იყო ლილეს წამით დაავიწყდა კიდეც მისი პრობლემები...

ლილეს ვიღაცამ სარეკლამო ბროშურა მიაწოდა ის იყო პირველივე ნაგვის ურნაში აპირებდა მოთავსებას რომ ანიკამ გამოართვა...

-ვაუ, დღეს კლუბი იხსება, მოდი წავიდეთ...

-შენ არ წუწუნებდი დავიღალე ფეხით ნუ მატარებო?

-აუ, მე სიარული მეზარება თორემ ცეკვა კი არა...აუ წავიდეთ რა გთხოვ...მხოლოდ ამ ერთს გთხოვ მეტს არაფერს გპირდები...თუ გინდა დავიფიცებ კიდეც...

-წავიდეთ

-ასე მარტივად დამთანხმდი?

-კი ასე მარტივად, თუ გაქცევაა, იყოს გაქცევა, მინდა ეს ორი დღე ჩემი ცხოვრების სტილიდან რადიკალურად განსხვავებულად გავატარო...

-ასეთი მომწონხარ...

-ბევრს დავლევ, გადავწყვიტე...

-მე ბევრს ვიცეკვებ.... როგორც ადრე..

-როგორც ადრე...

ცოტახანს კიდევ ისეირნეს ქუჩაში და ბოლო კლუბს მიაშურეს...

კლუბი სავსე იყო უამრავი ხალხი ირეოდა ადგილები აღარ იყო კარგი მუსიკა და მშვიდი გარემო იყო..რა მაგარია რომ წამოვედით ვგრძნობ კარგად გავერთობით გადაულაპარაკა ანიკამ ლილეს...

-წამო ბართან დავჯდეთ, რამე სასმელი ავიღოთ...ანიკა უხმოდ გაყვა...

-საღამომშვიდობის, რამე ძლიერი მინდა დავლიო, რას მირჩევთ მიესალმა ლილე ბარმენს...

-კარგი ჩვენს საფირმო კოქტეილს შემოგთავაზებთ, ორი მოგართვათ ხო? ლილესკენ არც გაუხედავს თვალს არ აშორებდა მის უკან მდგარ ანიკას..

-არა, ჩემს მეგობარს რაიმე ლაითი, არ უყვარს დალევა...

-მართლა, მშვენიერია...არც მე მიყვარს დალევა..

-რანაირი ბარენი ხარ? მხრები აიჩეჩა ლილემ.რა იდიოტია, ანიკას დეკოლტემ სულ გამოათაყვანა გაიფიქრა გულში და სკამზე ჩამოჯდა ანიკაც გვერდით მიუჯდა...

ბარმენმა დაბნეულობის მიუხედავად მალე გაამზადა მათი კოქტეილები და მიაწოდა კიდეც, ლილე წამოდგა სწორედ ამ დროს ვიღაც დაეჯახა და კოქტეილი წამში მთლინად მის კაბაზე აღმოჩდა..

-ფრთხილად იდიოტო...

-უკაცრავად...მაპატიეთ შეთხვევით დაგეჯახეთ..

-ჩემი სასმელი დაიქცა...რას ვიზამთ თავიდან შევუკვეთავ...

-სერიოზულად? მეგონა იტყოდი ჩემი კაბაო..

-შეცდით, კაბებს ერთი კარგი თვისება აქვთ ირეცხებიან...

-მაშინ სასმელის პრობლემას მე მოვაგვარებ...

-არ არის საჭირო...

-არის სასმელი ხომ ჩემი მიზეზით დაიქცა..

-კარგი რადგან ასე გსურთ..

-კიდევ ერთხელ ბოდიში..

-არ ღირს ნერვიულობად..იდიალურად მიდიოდა ჩემი დღე სხვაგვარად არ შეიძლებოდა..

-დიმა

-ლილე, ეს ჩემი მეგობარია ანიკა...

-სასიამოვნოა...მე სასმელს შევუკვეთავ..

-ანა შეუღრინა ანიკამ დიმას, ლილემ ძლივს შეიკავ თავი რომ არ გაღიმებოდა...ნეტა რა თვალზე დაინახა შეჭამს ამ საწყალს ის დროა გარბოდეს...გაიფიქრა ლილემ

-კარგი მანამდე ვეცდები ჩემი კაბა მოვაწესრიგო ლილე საპირფარეშოში გავიდა ანიკა და დიმა კი ბართან დატოვა..

-აქ არ უნდა ცხოვრობდეთ..სხვაგვარად მეცოდინებოდით..

-ანუ ამბობ რომ აქ ყველა გოგოს იცნობ?

-ყველას არა, მხოლოდ ლამაზებს..

-ფლირტის ეს სტილი მოძველებულია...

-ენა საკმაოზე მეტად მწარეა..

-ნამდვილად...არა დღეს ჩამოვედით დასასვენებლად...

"დიმა" დაძახილზე ორივემ ინსტიქტურად უკან მოიხედეს

-ძმებო, აი ვიცოდი რომ ჩამოხვიდოდით დიმა სკამიდან წამოდგა და მოსულ მეგობრებს გადაეხვია...

-აი გაასწორეთ რა...

-სხვაგვარად შეიძლებოდა.ბეჭზე ხელი დაარტყა მეგობარს ლექსომ..

-ანა გაიცანი, ესენი ჩემი მეგობრები არიან...გეგა და ლექსო...

ანიკა წამოდგა და მათკენ შებრუნდა...

-ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს ...როგორ ხართ?

-ვაი საიდან, მაგარია..

-დიდი ისტორია, სხვა დროს მოგიყვებით..სცადა საუბრის დასრულება ლექსომ..

-ძველი ისტორია, ჩაილაპარაკა ანიკამ და უცებ ლილე გაახსენდა ჩვენ გამოვიქეცით მაგრამ რა გამოვიდა გეგა ახლა ჩემს წინ დგას...რას ჩამომდგარხარ აქ ახლავე წადი და ლილე აქედან ისე გაიყანე რომ არავინ დაინახოს გონს მოეგო ანიკა მაგრამ უკვე გვიან იყო..

-ლილე მოხვედი, მშვენივრად გამოიყურები შეიძლება ითქვას რომ შენი კაბა თითქმის იდიალურად გამოიყურება...

-გეგა, ლექსო როგორ ხარ? ლილე ლექსოსკენ გაიწია სანახავად..

-კარგად ლილე, მიხარია კვლავ შენი ნახვა...

-რადგან ყველა ერთანეთს ვიცნობთ ამ ღამეს მაგრად ვერთობით ერთად...სასმელი ჩემზე იყოს...

-არა სჯობს ჩვენ წავიდეთ..

-ლილე რას ამბობ დალევას ვაპირებდით, ეს წასვლა საიდან მოვიდა...დღეს ოთხივე ჩემი ბარის სტუმრები ხართ...

გეგა ვერ ხვდებოდა თუ რა ხებოდა ამ წამს მის წინ ან დიმა საიდან იცობდა გოგოებს...ლილეს არ გამპარვია გეგას აფორიაქება, ისე რომ გეგასთვის თვალი არ მოუშორებია დიმას წინადადებას დათანხმდა..

დიმამ ყველაზე მყუდრო მაგიდა აირჩია და მეგობრებს წინ გაუძღვა...

-რას აკეთებ უჩურჩულა ანიკამ ლილეს?

-გავიქცე?გაქცევამ არ გაამართლა ხომ ხედავ“, თუ მას არ უყვარვარ და მისთვის არა პრობლემა იყოს ჩემს გვერდით, ჩემთვის რატომ უნდა იყოს მტკივნეული?...

-ცეცხლს ეთამაშები ლილე...

-დავიწვი უკვე, ხუთი წლის წინ დავიწვი როცა გავიგე რომ თურმე საკმარისად არ ვუყვარდი....

-ისევ შენ გეტკინება..

-მივეჩვიე, ტკივილით ცხოვრებას..

სასმელმა და მუსიკამ ხუთივე მაგანზე დადებითად იმოქმედა, გეგამ როდესაც იგრძნო რომ დიმას ინტერესის ობიექტი ანიკა იყო და არა ლილე შვებით ამოისუნთქა...თუმცა დაძაბულობა არ მოხსიათ არც ლექსოს და არც ანიკას დაძაბულები უყურებდნენ მეგობრების ყველა რეაქციას.. დიდხანს უარობდა ლექსო მაგრამ დიმამ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა და ლექსომაც სცენას მიაშურა...

დიმამ ანიკა საცეკვავოდ გაიწვია ლილე მარტო დარჩა გეგას პირისპირ უყურებდა გეგას და ძლივს იკავებდა თავს რომ მისთვის სიმართლე არ ეთქვა...

-გეგა...

-გისმენ ლილე

-არაფერი, დაივიწყე..ლილემ ჭიქა აიღო და ბოლომდე გამოცალა უნდოდა მეორეც აეღო მაგრამ გეგამ დაასწრო...

-ვფიქრობ შენთვის უკვე საკმარისია..

- მე კი ვფიქრობ შენ ამას არ უნდა წყვეტდე...ლილემ ანიკას ჭიქა აიღო და ისიც ბოლომდე დაცალა..

-შენთვის ვამბობ, ბოლოს როცა ასე სვამდი ჩემს საწოლში აღმოჩნდი..დღეს ვისი ჯერია? მე არ ვაპირებ იგივე შეცდომის დაშვებას?

-შეცდომა?ნამდვილად შენ ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა და იმედგაცრუება ხარ...

-ასევე შენც...

ლილე სკამიდან წამოდგა გეგას მიუახლოვდა და თვალი გაუსწორა

-ნუ გეშინია, ვინმესთან დაწოლა თუ მომინდება მსურველსაც ვიპოვი, შენ ნამდვილად არ იქნები ეგ ადამიანი..

მეტი არაფერი უთქვამს მოცეკვავეებს შეუერთდა...

სხეული მუსიკის რიტყმს აყვა და თვალებზე მომდგარ ცრემლსაც გზა მისცა...ლილემ სხვა სამყაროში გადაინაცვლა, ცეკვავდა ისე თითქოს და საცეკვაო მოედანზე მხოლოდ ის იდგა და მუსიკაც მხოლოდ მისთვის უკრავდა...

გეგა თვალს ვერ წყვეტდა ქალის ლამაზ სხეულს კადრებად თვალწინ გაურბინა ლილეთან გატარებულმა ღამემ...რა გავაკეთო, თუ მაინც მიყვარხარ..

ლილემ წელზე ხელი შეხება იგრძნო და წამში რეალურ სამყაროს დაუბრუნდა...

მის წინ უცნობი მამაკაცი იდგა და სულელივით უცინოდა.

-უკაცრავად...

-ბოდიში შეგაშინეთ, იქნებ ვიცეკვოთ...

-იქნებ გაიარო..

-რა სიუხეშეა ლამაზო, თუმცა უხეშობაც გიხდება უცნობმა სცადა ლილე საკუთარ მკლავებში მოექცია, თუმცა ლილემ აბეზარ უცნობს ამის საშვალება არ მისცა...

-არ გაბედო...კბილებში გამოცრა ლილემ და მაგიდისკენ წასვლა დააპირა მაგრამ ამ დროს უცნობმა მაჯაში ხელი მაგრად ჩასჭიდა... ლილემ სცადა უცნობს ხელიდან დასხლტომოდა მაგრამ უცნობი უფრო მაგრად იჭერდა გოგოს ხელს...

-ეს ხელი მოგტეხო თუ დავად გაუშვებ გოგოს ხელს და ბოდიშსაც მოუხდი..გეგამ უცნობს ზუტად იმ ხელზე ჩასჭიდა ხელი რომელი ხელითაც მისი საყვარელი ქალი ყავდა დაჭერილი...

-შენ ვინ ჯანდაბა ხარ, შენს საქმეს მიხედე...

გეგას არაფერი უთქვამს ირონიულად გაუღიმა და თავი პირდაპირ სახეში ჩაარტყა...ცხვირიდან სისხლმა იფეთქა უცნობმა ლილეს ხელი გაუშვა და სახეზე მიიფარა...

გეგამ კი ლილეს ხელი ჩაჭიდა და ბარიდან გაიყვანა...

როცა ბარს გაშორდნენ გეგამ ცივად გაუშვა ხელი ლილეს...

-რას აკეთებ?

-შენ რჩევას ვითვალისწინებ, დღეს ხო აუცილებლად ვიღაცის ლოგინში უნდა აღმოვჩნდე..

-არ გამოგადგებოდა...

-ჩემვის ხომ სულერთია მთვრალი ვისთან დავწვები?

-ნამდვილად..

-მაშინ რატო ჩაერიე?

-მეგონა გაწუხებდა უბრალოდ ინსტიქტია..

-იქნებ სინდისი გქენჯნის, იქნებ ...

-იქნებ ისევ მიყვარხარ? თავისი ინტერპრეტაციით დაასრულა გეგამ ლილეს დაწყებული წინადადება ... გეგა ლილესკენ მიიწია ლილემ ნაბიჯი უკან გადადგა და ზურგით კედელს დაეჯახა უკან დასახევი გზა აღარ იყო გეგა კი კიდევ უფრო და უფრო ცდილობდა მასთან მიახლოვებას..ლილემ თავი დახარა...არ გინდა გეგა, გაჩერდი...

მაგრამ გეგა არ აპირებდა დანებებას წამში მასში ურჩხულმა გაიღვიძა ლილეს თავი ააწევია და მისი ტუჩებისკენ დაიხარა, ლილეს წინააღმდეგობის გაწევის თავი არ ქონდა ერთიანად კანკალებდა, თვალები დახუჭა იმ კოცნის მოლოდინში რომელზეც ხუთი წელი ოცნებობდა....

მაგრამ გეგამ ტუჩემი ლილეს ყურთან მიუტანა და ძლივს გასაგონად უჩურჩულა

-გეგონა, რაც გამიკეთე იმის შემდეგ კიდევ შენი სიყვარული მკლავდა?გეგონა კიდევ გაკოცებდი.. ირონიულად ჩაიცინა და გოგოს ერთი ნაბიჯით მოშორდა...

ლილემ თვალები დახუჭა და ლოყაზე ორი წვეთი ცრემლი ჩამოუგორდა მერე გეგამ ისეთი სილა იწვნია რომ წამში მოფხიზლდა...

-საკმარისი არ იყო რაც გამიკეთე?აღარასდროს გაბედო ჩემი შეხება...ჩემი გრძნობებით ვერავინ ითამაშებს მათ შორის ვერც შენ...

-მარტო შენ შეგიძლია ადამიანის გრძნობებით თამაში ხო?

-მასეც ნუ დაეცემი ჩემს თვალწინ, იმ წარსულის ხათრით...

-რა დაგიშავე მეთქი?...გეგა უკვე ხმის ტემბრს ვეღარ აკონტროლებდა

-კითხულობ კიდეც? გეთანხმები შენ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა ხარ, აღარ გაბედო ჩემით თამაში, შენს წინ ის პატარა გულუბყვილო გოგო აღარ დგას დაიმახსოვრე...

-არც შენს წინ დგას შენზე შეყვარებული ბიჭი...

-რა სხვანაირად გვესმის მე და შენ სიყვარული.

ლილემ გეგას ბეჭი გაკრა და უმისამართოდ გაუყვა განათებულ ქუჩას..

-მიდი გაიქეცი ეგ ყველაზე კარგად გამოგდის..

--შენთან დარჩენას გაქცევა მიჯობს, აღარასდოს გაბედო ჩემ გზაზე გამოჩენა...


წვიმას დაეწყო მაგრამ ლილეს ეს აღარ ადარდებდა, ცდილობდა რაც შეიძლებოოდა შორს გაქცეულიყო გეგასგან...არც კი ნანობს, არც კი ნანობს რომ მიმატოვა, კიდევ აქეთ ბრაზობს ნუთუ ასეთი მონსტრია და მე ვერ ვამჩნევდი..

გეგა გაბრაზებული მობრუნდა და ბარისკენ წავიდა კართან შეჩერდა

"რა სხვანაირად გვესმის მე და შენ სიყვარული."

გონებაში ლილეს სიტყვები დატრიალდა კიდევ ბედავს და სიყვარულზე ლაპარაკობს... თითქოს მე მივატოვე...ასე ვერ დამთავდება ეს საუბარი გეგა მობრუნდა და იმ ქუჩას გაუყვა საითაც რამოდენიმე წუთის წინ ლილე წავიდა...

წვიმამ კიდევ უფრო იმატა კარგახანს დაბოდიალობდა გეგა ქუჩაში ის იყო უნდა დანებებულიყო და ბარში დაბრუნებულიყო რომ სკვერში სკამზე ჩამომჯდარი ლილე დაინახა... ის დღე გაახსენდა როცა მისგან გაქცეული პირველად სკვერში იპოვა...მაშინ დაპირდა რომ არადროს მიატოვებდა მაგრამ პირობა ვერ შეუსრულა...

მასთან მივიდა და უსიტყვოდა დაჯდა მის გვერდით...

ლილეს მისკენ არც მიუხედავს მაგრამ იგრძნო რომ მის გვერდით გეგა იჯდა...

-მოსვლა დაგაგვიანდა, ძალიან დაგაგვიანდა...

-ბოდიში დღეს ზედმეტი მომივიდა..

ორივენი გაჩუმდნენ...

"არ შემიძლია დავტოვო ყველაფერი და შენთან ერთად გავიქცე, მაპატიე, თუ შეგიძლია თურმე საკმაოდ ძლიერად არ მყვარებიხარ"

სიჩუმე ლილემ დაარღვია...

-დავინახე, ვერ შემიყვარე იმაზე მეტად? ნეტავ მაშინაც გამოგეჩინა გამბედაობა და ეგ სიტყვები ჩემთვის გეთქვა ნაკლებდა მტკივნეული ხუთი წელი იქნებოდა...

-რას ამბობ შენ? ეს ჩემი კი არა შენი სიტყვებია ლილეს თითქოს ცივი წყალი გადასხესოოო

- რატომ გაყევი მას ცოლად?

-მეკითხები კიდეც?რა მალე დაგავიწყდა შენი სიტყვები?რა მალე დაგავიწყდა რომ იმ ღამით ქუჩაში მიმატოვა იმედებით სავსე, იქნებ სხვა გზა არ მქონდა, იქნებ შენი ბრალია რომ დღეს სხვისი ცოლი ვარ....როგორ ბედავ და რამეში მადანაშაულებ...

-რომელი სიტყვები? მე შენ არ მიმიტოვებიხარ...შენ მიმატოვე და მასზე გათხოვდი..

-მიმატოვე გეგა, მე შენ გელოდი შენ კი რა გაკეთეე მესიჯით ერთი მესიჯით დაასრულე ჩემთან ყველაფერი...იმდენად არ მიყვარხარ შენს გამო ყველაფერი მივატოვო... არადა მე მიყვარდი....იმდენად მიყვარდი შენს გამო ყველაფერს ვთმობდი...

-რა მესიჯი?გეგა უკვე ყველაფერს მიხვდა მიხვდა რომ ამ ყველაფერში ლევანის ხელი ერია..ფეხზე ადექი...

-წადი გეგა...

-ადექი მეთქი...გეგამ ლილეს ხელი ხელზე ჩასჭიდა და აიძულა ამდგარიყო, შემდეგ ისე რომ მისთვის ხელი არ გაუშვია მაისური აიწია ლილეს აიძულა მის სხეულს შეხებოდა ხელით...

-ეს რა არის?

-ნუ გეშინია ლილე გულზე უფრო დიდი ჭრილობა მაქვს შენგან მოყენებული ამაზე მეტად ღრმა და მტკივნეული...

-გამიშვი გეგა...

-ესეიგი შენ ამბობ რომ მე ერთი მესიჯით მიგატოვე, მაშინ ეს ჭრილობა რა არის?

-რა გააკეთე გეგა?

-რა გავაკეთე? ორი დღე ვიბრძოლე სიცოცხლისთვის და გავიმარჯვე რადგან შენ არ მინდოდა მარტო დამეტოვებინე, როცა პირველად თვალი გავახილე და გიკითხე ლექსომ თვალი ამარიდა და ოთახიდან გავიდა...მერე გავიგე რომ გათხოვდი, სხვისი დედოფალი გახდი, მინდოდა ფეხზე ავდგარიყავი შენთან მოვსულიყავი ის სამყარო რომელმაც შენი თავი წამართვა მიწასთან გამესწორებია შენთვის ხელი ჩამეჭიდა და ჩემთან წამეყვანე...

-გაჩუმდი გეგა, გემუდარები გაჩუმდი...

-მაგრამ ვერ ავდექი საცოდავმა ხეიბარმა ეგეც ვერ შევძელი....ორი თვე ვუყურებდი ჭერს და ვფიქრობდი თუ როგორ შეძელი ასე მარტივად ჩემი მიტოვება, ერთი წელი შენი მშობლების სახლთან მოვდიოდი ყოველ საღამოს იმ იმედით რომ დაბრუნდებოდი...

- მე შენ არ მიტოვებიხარ...არც შენს სიყვარულზე მითქვამს უარი..

-მაშინ რატომ არ ცადე ჩემი მოძებნა...

-ვის დავდევნებოდი? კაცს რომელსაც იმდენადაც არ ვუყვარდი რომ მთელი ცხოვრება ჩემთან გაეტარებინა?

-ნეტავ მართლა არ მყვარებოდი...

-ნეტავ, ნეტავ მეც ჩემი სურვილით მიმეტოვებინე...

ლილე არეული ნაბიჯებით გაუყვა გზას გეგა დაძახილზე "ისევ გარბიხარ " ადგილზე გაჩერდა და მისკენ მობრუნდა...

-აღარ გავრბივარ, უბრალოდ დრო მოვიდა ჩვენ, ჩვენი შეცდომებისთვის და ცოდვებისთვის პასუხი ვაგოთ...

-ეხლ როცა გიყურებ ვხვდები რომ არც შენთვის იყო ეს ხუთი წელი მარტივი....

-არიყო გეგა ნამდვილად არ იყო, ვნანობ, რომ არ გიპოვე და არ გაიძულე თავად გეთქვა ჩემთვის რომ არ გიყვარდი...

-როგორ დაიჯერე რომ არ მიყვარდი...

-შენ როგორ დაიჯერე რომ იმ დაწყევლილ თეთრ კაბაში გამოწყობილი გოგო ბედნიერი იყო...რატომ არ იფიქრე რომ ჩემი გაქცევის მიზეზი იმ ღამეს შენი არ მოსვლა იყო...

-მაპატიე, ლილე

-შენც მაპატიე გეგა...მაპატიე ყველა ტკივილი რაც ჩემს გამო გადაიტანე...

გეგამ გოგო გულში მაგრად ჩაიკრა...

არც ლილეს უფიქრია მისი მკლავებიდან თავის დახსნააა.. თავადაც ცდილობდა მის ყელს მაგრად მოხვეოდა ეხლა ჩახუტებოდა იმ ხუთი წლის ამოსავსებად, როდესაც ამაზე მხოლოდ ოცნებობდა..

იგრძნო რომ ისევ ისე ძალიან უყვარდა გეგა როგორც ხუთი წლის წინ...

იგივეს გრძნობდა გეგა რაც არ უნდა სცადოს თავის მოტყუება რაც არ უნდა იუაროს მან ხომ იცოდა რომ ლილე ერთადერთი ქალი იყო ვინც უყვარდა და ვერასდროს შეძლებდა მისთვის ზიანის მიყენებას... ახლაც ამ წუთას მხოლოდ ერთი სურვილი ქონდა არასდროს გაეშვა მისი მკლავებიდან...

ისევ მშვიდად და ბედნიერად იგრძნო თავი თითქოს დრო გაჩერდა....

ამ წუთას სამყაროში მხოლოდ ისინი არსებობდნენ და არცერთს არ სურდა რომ ეს წუთები დასრულებულიყო...

წვიმამ გადაიღო...

გეგამ მხოლოდ ახლა იგრძნო როგორ კანკალებდა ლილე სიცივისგან...

-წამოდი, სულ კანკალებ გაცივდები...

-მცივა...

-რომელ სასტუმროში ხარ..

- პალასში...

-ჩვენც მანდ ვართ ...

გეგამ ტაქსი გამოიძახა და ათ წუთში სასტუმროსთნ იყვნენ მაგრამ ანიკა და ლექსო ჯერ არ იყვნენ დაბრუნებულები...

-ჯანდაბა ჩანთა ტელეფონი ყველაფერი ბარში დამრჩა...ალბათ ანიკა როგორ ნერვიულობს...

-ჩემიც ტელეფონიც იქ არის, მაგრამ საბედნიეროდ ბარათი მაქვს ...

-კარგი ადი მე მისაღებში დაველოდები...

-ნუ სულელობ სულ სველი ხარ ნომერში ავიდეთ იბანავებ და რამეს მშრალს ჩაიცმევ...

-არმინდა...

-ბავშვივით იქცევი...არაფერს დაგიშავებ...

-ვიცი.გაუღიმა ლილემ და გეგას მორჩილად გაყვა..

გეგამ აბაზანიდან გამოსული მის მაისურში გამოწყობილი ლილე შეათვალიერა, დეჟავუ მაქვს ეს კადრი უკვე მინახავს...გაუღიმა ლილეს და აბაზანაში შევიდა...

ლილე სავარძელში ჩაჯდა დაღლილს და ნანერვიულებს მალევე ჩაეძინა...გეგამ კარგახანს უყურა სასურველ ქალს მერე ფრთხილად აიყვანა ხელში და საწოლზე ჩააწვინა...

-რას აკეტებ?

-არაფერს დაიძინე, მე ქვემოთ ჩავალ ტელეფონს ვიშოვი და ლექსოს დაურეკავ...

ლილეს არაფერი უთქვამს თვალები დახუჭა და საწოლში კნუტივით გაიტრუნა...

მიმღებში ტელეფონი ითხოვა და ლექსოს დაურეკა...

-ანიკა, გეგას ველაპარაკე, აღარ დაბრუნდებიან..

-ლილე?

-მითხრა რომ ლილეც სასტუმროშია...გავდივარ, თუ გინდა სასტუმრომდე მიგაცილებ...

-მგონი ჯერ ადრეა, ცოტახანს კიდევ დარჩი და მე მიგაცილებ პირადად...

-მადლობა დიმა, ლექსოსთან ერთად წავალ...

ლექსოს მანქანაზე დაჯდომა უნდოდა მაგრამ ანიკამ არ დაანება...

-ნასვამი ხარ...ფეხით გავიაროთ და ტაქსსაც ვიპოვით იმედია...

- რავი, თუ შენ მაგ ქუსლებით შეძლებ სიარულს, თუმცა რაც შენ მაგ ქუსლებით იცეკვე სიარული არმგონია გაგიჭირდეს..

-ცეკვა ცხოვრებააა....

-არასდროს გბეზრდება?

-შენ გბეზრდება სიმღერა?

-არა..

-ლექსო, გეგას როგორ ხმა ქონდა? რამ გითხრა...ლილე კარგად არის...

-რა უნდა ეთქვა? ან ცუდად რატომ უნდა იყოს ლილე?

-არაფერი, ისე ვიკითხე ისე უცებ გაქრენ, ვიფიქრე რომ იჩხუბებდენ..

-მიკვირს...

-რა?

-ხუთი წლის წინ არ გიკითხავს გეგა როგორ იყო?

-კიდევ მე უნდა მეკითხა გეგა?

-გეგონა ისე მარტივი იქნებოდა გეგასთვის ლილეს გათხოვება?

-რა გათხოვებაზე მელაპარაკები? გოგოო მასთან ერთად გაქცევაზე დათანხმდა, შენ ეს იცი რა არის ისეთი გოგოსთვის როგორიც ლილეა, გოგო რომელიც ოჯახის თოჯინა იყო, შენი მეგობრის გამო ყველაფერზე უარი თქვა...

შენმა მეგობარმა კი რა გააკეთა ...ქუჩაში ერთი ესემესით მიატოვა, ისეთი ლაჩარი აღმოჩნდა მასთან მისვლაც კი ვერ გაბედა...

-ვერ მივიდოდა ვერააა...

-რატო, იმიტომ რომ საკმარისად არ უყვარდა ხო?

-არა, იმიტომ რომ კვდებოდა, მაშინ ვეჭვობდი მაგრამ ეხლა დარწმუნებული ვარ ის ავარიაც ის ჩხუბიც შენი მეგობრის ნაბიჭვარი ქმრის მოწყობილი იყო...

-შენ იცი ეხლა რას ამბობ...

-მე შენთან მოვედი, გაიხსენე ის დღე მინდოდა ლილე სავადმყოფოში წამეყვანა, მაშინ მწამდა რომ რეამინაციაშიც როცა გეგას არაფერი ესმოდა და ვერაფერს გრძნობდა თუ ლილე სთხოვდა დაბრუნებას იგრძნობდა, გაიგონებდა და სიცოცხლისთვის იბრძოლებდა...

-რატომ არაფერი მითხარი, რამდენ ტკივილს ავირიდებდით თავიდან ...

-მომეცი უფლება? მომახალე რომ მეგობარი საქორწილო მოგზაურობაში გაცილე...

-ნეტა გეთქვა, ნეტა გეთქვა ... ლილეც ხომ არ გააკეთებდა ამ სისულელეს, არ იცხოვრებდა იმ გრძნობით რომ საყვარელმა ადამიანმა მიატოვა“რამდენი წელი დაკარგა და რამდენი ტკივილი მიაყენა ჯერ საკუთარ თავს და მერე გეგას...

-ვფიქრობ სინანული გვინია, და სიმართლი გაგება არცერთს არ მოუტანს სიკეთეს...ლილეს ოჯახი ყავს, ჩემი მეგობარი კი ძლივს მოვიდა აზრზე, არ მინდა იგივე შეცდომა დაუშვას...წარსული წარსულად დარჩეს სჯობს...

-შენ არაფერი იცი, და მარტივია შენთვის საუბარი...

-რა არ ვიცი ანიკა?

-არაფერი...წავიდეთ..

-იმ დღეს, ბავშვთან ერთად იყავი, ლილეს შვილი იყო ხო?

-ახლა რატომ გაგახსენდა ეს?

-ისე უბრალოდ, რა ქვია?

-გეგა

-გეგა? ჩაეძია ლექსო და ეჭვი რომ ის ბავშვი გეგას და ლილეს შვილი იყო უფრო გაუღრმავდა...

-ხომ ხედავ, არც ჩემი მეგობრისთვის ყოფილა განშორება მარტივი, და დამიჯერე გეგას ტანჯვა არაფერია ლილეს ტანჯვასთან...

გეგა მისაღებში დახვდათ ...

-ლილე სად არის?

-ჩემს ნომერშია...

-მასთან ავალ...

-ანიკა, ძინავს ნუ გააღვიძებ...

-კარგად ხართ?

-კარგად ვიქნებით...

-ღამე მშვიდობის, ეს ლილეს მიეცი და უთხარი რომ თუ რამე დაჭირდება არ მეძინება.. ჩანთა მიაწოდა გეგას..

-კარგი..

-ძმაო კარგად ხარ?

-იმ ახვარმა მოაწყო ყველაფერი დააჯერა რომ მე მივატოვე...

-ვიცი ანიკამ მიამბო..

-არვიცი რომელი უფრო მტკივნეულია სიმართლის ცოდნა თუ არ ცოდნა..პასუხს აგებს, გეფიცები მწარედ ვაზღვევინებ...

-დაუფქრებლად, ცხელ გულზე არაფერი გაკეთო...

-მე რაც გამიკეთა ის რომ შერჩეს ლილეს რაც დაუშავა იმას არ შევარჩენ..

-ასე ძალიან გიყვარს...

-მეორედ ამ გოგოს არ დავკარგავ...

-ნუ დაკარგავ ძმაო, იბრძოლე შენი ბედნიერებისთვის...

-შენ რამე ისეთი იცი რაც მე არ ვიცი...გეგა ამ შემთხვევაში მართალი იყო რადგან ლექსოს პატარა გეგას ნახვის შემდეგ ეჭვი გაუჩნდა დღეს კი კიდევ უფრო დარწმუნდა რომ მისი ეჭვი არ იყო აზრს მოკლებული მაგრამ მაინც დუმილი ამჯობინა...

-იქნებ მივხვდი რომ ერთმანეთის ბედისწერა ხართ? და რაც არ უნდა გაიყაროს თქვენი გზები ცხოვრება მაინც ერთ გზაზე დაგაბრუნებთ...მაგალითი სახეზეა...

-რატომ მაშინ არ დავედევნე?

-სიამაყემ და ბრაზმა დაგაბრმავათ ორივე, რის გამოც ორივე დაისაჯეთ, ახლა კი დროა ერთმანეთს მოუსმინოთ..ადექი, მასთან ადი მგონია რომ ბევრი ექნება შენთვის სათქმელი...გეგა უსიტყვოდ დაემორჩილა მეგობარს...

ოთახში დაბრუნებულს ლილე გაღვიძებული დახვდა..

გეგამ ჩანთა უსიტყვოდ გაუწოდა ლილემ ტელეფონი შეამოწმა ბევრი გამოტოვებული ზარი ლევანიდან და ათეულობით შეტყობინება დახვდა....

-მე წავალ..მადლობა

-ასე უბრალოდ ადგები და წახვალ?

-გეგა დამერწმუნე, ეს ხუთი წელი არც ჩემთვის ყოფილა მარტივი, გერმანიაში იმიტომ არ წავსულვარ რომ ბედნიერი ვიყავი, გავიქეცი გესმის...გავიქეცი იმიტომ რომ ადამიანმა რომელიც მიყვარდა ვისთვისაც თანახმა ვიყავი ოჯახი და ყველაფერი ის მიმეტოვებინა რაც ძვირფასი იყო ჩემთვის აქეთ მიმატოვა და მარტო დამტოვა...ვიცი რომ ლევანის ცოლობა არ იყო სწორი გადაწყვეტილება მაგრამ დავნებდი გესმის, ბრძოლის ძალა აღარ მქონდა და ბედს შევეგუე... სამწუხაროა რომ წარსულს უკან ვერ დავაბრუნებ, მააპატიე, ყველა ტკივილი რაც მე მოგაყენე..

-ლილე მე მშვიდად ვერ ვიქნები ეხლა როცა სიმართლე ვიცი, მე მას აუცილებლად ვაგებინებ პასუხს, არ მაინტერესებს მისი სტატუსი..

-გემუდარები არაფერი არ გააკეთო... ლევანზე მეტად ჩემს თავზე ვბრაზობ, მან იბრძოლა მისი სიყვარულისთვი, მე კი რა გავაკეთე?ბრაზმა დამაბრმავა...

-ისევ მასთან დარჩები?...

-ახლა მაგ თემაზე საუბარი არ შემიძლია...მითუმეტეს შენთან..

-ლილე, არ წახვიდე გთხოვ..

-უნდა წავიდე...მშვიდობით გეგა...

-ნუ მემშვიდობები ლილე, აღარ მინდა რომ წახვიდე...

გეგამ ისევ მაგრად ჩაიკრა გულში ლილე, მაგრამ ამჯერად ლილეს გადაწყვეტილება მტკიცე იყო .... უნდა წავიდე, ჩემი აქ დარჩენა არა შეიძლება...უნდა წავიდე იმეორებდა მხოლოდ ამ ორ სიტყვას ლილე გაუაზრებლად...პირდაპირ ანიკას ოთახში შევიდა ...

-არ მივუტოვებივარ, ვუყვარდი ....ლევანმა აიძულა გესმის, ჩემს გამო კინაღამ მოკვდა, რამე რომ მოსვლოდა მერე როგორ უნდა მეცხოვრა?, მე კი რა გავაკეთე, ისე მივატოვე არაფერი ვკითხე, შვილი წავართვის, შემიძულებს ამას რომ გაიგებს, მეზიზრება ლევანიც და საკუთარი თავიც...

-ლილე დამშვიდდი გთხოვ, დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება

-ხვალვე დავშორდები...როგორ შეეძლო სხვისი სიცოცხლით ეთამაშა..მეზიზღება...

-მოდი ეს დალიე, დამშვიდდი ცოტა დაისვენე

ანიკამ დამამშვიდებელი დაალევინა ლილეს და საწოლში ჩააწვინა ჩაძინებამდე ერთიდაგივეს იმეორებდა გაუჩერებლად "ხვალვე დავშორდები"

დილით ზარმა გააღვიძა სავადმყოფოდან იყო...

-გისმენ, ლია დეიდა ხომ შვიდობაა...

-მშვიდობა ჩემო ლამაზო გოგოო, ისეთი ბედნიერი ვარ, ძალიან კარგი ამბავი მაქვს შენთვის...

-ძალიან კარგი, აბა გისმენ

-შენი ანალიზების პასუხი მოვიდა..

-ანუ ჯანმრთელი ვარ...

-ხართ...პატარა გეყოლება ჩემო პატარა..

-რა? ლილემ ტელეფონი გათიშა და იქვე საწოლთან ჩაიკეცა...პირზე ხელს მაგრად იჭერდა რომ არ ეღრიალა და ანიკა არ გაეღვიძებია...

ოთახს თვალი მოავლო საწერკალამი იპოვა და რამოდენიმე სიტყვა დაწერა მანქანის გასაღები აიღო და კარი ფრთხილად გაიხურა...

გაღვიძებულ ანიკამ ლილეს წერილი წაკითხა "პატარა არ მინდოდა გამეღვიძებიე, მაგრამ ხვალამდე ვერ დავიცდი ლევანი უნდა ვნახო“კარგად დაისვენე, ხვალ ჩამოვალ და წაგიყვან..მიყვარხარ "

გაგრძელება იქნება

სიყვარულით ინტერ- გოგონა







3
233
1-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
233
  
2023, 30 აპრილი, 1:24
პირობა შესრულებულია სასიამოვნოა როცა შენს ნაწერს ასე ელოდებიან მადლობა თქვენ
2023, 27 აპრილი, 23:29
კვირას დაიდება ..
2023, 21 აპრილი, 10:14
გაგრძელებას როდის ველოდოთ?
0 1 3