x
image
მარიამმ პაიჭაძე
„წარმოუდგენლად დიდ დარღვევად მიმაჩნია სკოლის მოსწავლეებთან პოლიტიკური ხასიათის „ტრენინგების" ჩატარება" - რას წერს ამირან სალუქვაძე
ამირან სალუქვაძე


„ძალიან მოკლედ გავიდა ჩემი კომენტარი „ქრონიკაში" ბავშვებთან „გირჩის" მიერ კურსების ჩატარების შესახებ. იშვიათად ვამატებ ხოლმე, მაგრამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბავშვებზე მნიშვნელოვანი არაფერია, აქ დავწერ სრულად, რაზეც ვესაუბრე ჟურნალისტს. რამდენიმე აქცენტს დავამატებ", - ამის შესახებ ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„წარმოუდგენლად დიდ დარღვევად მიმაჩნია სკოლის მოსწავლეებთან პოლიტიკური ხასიათის ე.წ. ტრენინგების (უცხო სიტყვაა) ჩატარება.


მოსწავლეებისთვის შემუშავებულია სასკოლო პროგრამები. არასრულწლოვნებთან პოლიტიკურ იდეოლოგიებზე საუბარი მშობლებთან და განათლების სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია.



სულაც რომ არ ესაუბრათ რევოლუციებზე, ძალადობაზე, „გირჩის" და სხვა პარტიების მიერ არასრულწლობნებთან იდეოლოგიური პროპაგანდა მიუღებელია.


ერთხელ ხომ გახსოვთ, სააკაშვილის მიერ არასრულწლოვნებთან გარყვნილების პროპაგანდა გავატარეთ? მაშინ რომ საზოგადოებას ხმა ამოეღო, ის ხელისუფლება ნაკლებ დანაშაულს ჩაიდენდა.


ამ ფაქტსაც ასე გავატარებთ. გამოვუშვებთ ორთქლს.


იდეოლოგიური პროპაგანდის გარდა, მოვისმინეთ მოკლე ფრაგმენტი რევოლუციასთან დაკავშირებით. ეს ხომ იძლევა წარმოდგენას, თუ რაზე მიდიოდა იქ საუბარი?!


მოსახლეობამ არჩევნების გზით პარტიები ხელისუფლებაში მოიყვანა, „ქართული ოცნება" უმრავლესობაში, დანარჩენი საპარლამენტო პარტიები უმცირესობაში.
უმცირესობა არ ეგუება არჩევნების შედეგებს, არ ეგუება მოსახლეობის უმრავლესობის ნებას და წლების მანძილზე არყევს ხელისუფლებას, ცდილობს მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობრივი გზით, აქციებით, სხვადასხვა თემების სპეკულირებით, მათ შორის გარე მხარდაჭერით, განსხვავებული აზრის დევნით, სიძულვილის ენის და „ფეიკების" გამოყენებით ცდილობს მოიპოვოს ხელისუფლება.


რატომღაც პოლიტიკური უმცირესობა ახერხებს საკუთარი მომხრეების გააქტიურებას. ამისათვის იყენებენ ფულად რესურსებს, ტექნოლოგიებს, სხვადასხვა ხრიკებს.


ჩარჩენილები ვართ წინა წლებში. თუ პარლამენტის წინ რუსთაველი გაივსო, ჰგონიათ, რომ ეს მათ რევოლუციის ლეგიტიმაციას აძლევს.


საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ" თითქმის მილიონი ხმა აიღო. „ნაციონალურმა მოძრაობამ" ნახევარი მილიონი. ესაა ხალხის ნება.
შესაბამისად, რა მნიშვნელობა აქვს რამდენი ადამიანი გავა აქციაზე? მითუმეტეს, რომ ყველა თავის სასარგებლოდ თვლის.


მოსახლეობის უმრავლესობა თუ სახლში ზის, არ ნიშნავს, რომ აქციაზე მყოფი პოლიტიკოსები და მათი მომხრეები, მთელი მოსახლეობის აზრს გამოხატავენ.
რამდენიც არ უნდა ვწერო ეს ანა-ბანა, წლებია არ ისვენებენ და არ მოისვენებენ. ასეთი პოლიტიკური კულტურაა ჩვენთან.


ამ ბოლო წლებში მუდმივად ვაკეთებ აქცენტს, რომ მოსახლეობამ, ვისაც არ სურს რევანში, ვისაც სურს პოლიტიკური სისტემის განახლება, კრიმინალების ჩამოშორება პოლიტიკიდან, თავისი ხმა უნდა გააგონოს ყველას, შინ და გარეთ.
ბოლო თვეებში, როცა ეს რამდენჯერმე დავწერე, კომენტარებში ბევრი საყვედური მივიღე. ავირჩიეთ ხელისუფლება და მიიღონ ზომებიო. თუმცა, ყველა ასე არ ფიქრობს.


მოსახლეობის უმრავლესობის პასიურობის ფონზე, ოპოზიცია, ანუ უმცირესობა საუბრობს ხელისუფლების მიერ ლეგიტიმაციის დაკარგვაზე. რითი და როგორ გაზომეს? ლეგიტიმაციას ხალხი იძლევა არჩევნებზე.


ახლა საუბარია აქციის ორგანიზებაზე, რომელიც უცნობმა და ზაზა პაპუაშვილმა დააანონსეს. არ ვიცი, რა იქნება, როგორ ჩატარდება. მე სხვა აქტიურობაზე ვსაუბრობ მუდმივად. თუმცა, ეს აქციაც მასშტაბურადაა ჩასატარებელი.
ხელისუფლების ამომრჩეველი, ასევე მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც არც ხელისუფლება მოსწონს და არც ოპოზიცია, მუდმივად უნდა აქტიურობდეს. დაუღალავად. უმცირესობას თავისი ნება თავზე არ უნდა მოახვევინოს.
ეს ასე უნდა იყოს არა მხოლოდ ახლა, „ქართული ოცნების" პირობებში, არამედ მომავალში, როცა სხვა პარტიები მოვლენ.


ორი სახის აქტიურობაა საჭირო:
- ერთი მხრივ, როცა საჭიროა, ჯანსაღი პროტესტი სხვადასხვა თემებზე. ეს ხელისუფლებებს ტონუსში ამყოფებთ;
- მეორე მხრივ, თუ უმცირესობა სიტუაციას არყევს, ხელისუფლების მხარდაჭერა, ანუ საკუთარი ნების დაფიქსირება, საკუთარი არჩევანის დაცვა.
თუ ჩვენი აქტიურობით მივაჩვევთ ოპოზიციას, რომ რყევების და რევოლუციების უფლებას მოსახლეობა არ მისცემს და მუდმივად მიანიშნებენ, რომ საკუთარი ძალები არჩევნებზე მოსინჯონ და არა რუსთაველზე, მაშინ მიხვდებიან, რომ უნდა განახლდნენ, პარტიებში შემოიყვანონ არა რადიკალები, არამედ ინტელექტუალები.


პოლიტიკოსები მოსახლეობამ უნდა აიძულოს, რომ დააფასონ მათი ნება და არ მოექცნენ როგორც ბრბოს.


სომხეთის მაგალითს მოგიყვანთ. პაშინიანმა ხელისუფლება ხალხის მხარდაჭერით შეინარჩუნა, რადგან მოსახლეობას არ სურდა ძველების რევანში. რამდენჯერაც დაუძახა პაშინიანმა, იმდენჯერ დადგა ყველა ფეხზე.
ვიმეორებ, აქტიურობა საჭიროა ახლაც და მომავალშიც, სანამ პოლიტიკაში მყოფნი არ გადაეჩვევიან მარტივი გზით, ანუ რადიკალიზმით ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობას.


თუ მოქალაქეები გვერდიდან დამკვირვებლის როლში იქნებიან, ეს რყევები, გარედან თუ შიგნიდან, არ შეწყდება.


ე.წ. დეპოლარიზაციის, სინამდვილეში სიძულვილის გარემოს გაუმჯობესების და რადიკალიზაციის შემცირების ერთადერთი რეცეპტიც ესაა.


ჰოდა, რამდენჯერ ვწერო ერთი და იგივე?! ყველაფერი მაქვს ნათქვამი, რისი თქმაც მსურდა. ახალ თემებზე საუბარი შესაძლებელი იქნება, თუ გაჯანსაღდება პოლიტიკური გარემო. ხოლო, პოლიტიკაში მყოფი ურეიტინგო სუბიექტების უაზრო გამონათქვამებზე პოსტების წერა, აღარაა საინტერესო და არც შედეგის მომტანი", - წერს ამირან სალუქვაძე.


ამირან სალუქვაძე სქრინი




1
200
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
200
  
2023, 9 აპრილი, 22:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1