სხვა მოყვარულმა უბრალო დეტექტორით 2,6 კგ. ოქრო იპოვნა 2023, 10 აპრილი, 8:28 ავსტრალიაში, მოყვარულმა გიგანტური ოქროს შემცველი ზოდი იპოვნა. იგი 240 000 ავსტრალიურ დოლარად არის შეფასებული. როგორც "9News" იუწყება, ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში, მამაკაცმა იაფფასიანი მეტალოდეტექტორით, დიდ მადნის ზოდს მიაგნო. ოქროსმაძიებელმა აღმოჩენა Lucky Strike Gold სახელოსნოში მიიტანა: აღმოჩნდა, რომ 4, 6 კგ.-იან ზოდში ძვირფასი ლითონი (ოქრო) 2, 6 კგ.-ს შეადგენს. მამაკაცს იმედი ჰქონდა, რომ აღმოჩენას 10 000 ავსტრალიურ დოლარად გაყიდიდა, თუმცა შემფასებელმა მასში 240 000 ავსტრ. დოლარი გადაუხადა. ამ ისტორიაში საოცარია ის ფაქტი, რომ ოქრო ნაპოვნია ყველაზე იაფფასიანი სამოყვარულო ლითონის დეტექტორთ. ექსპერტების თქმით, თუ ზოდი მიწაში 30 სანტიმეტრით უფრო ღრმად იქნებოდა ჩაფლული, მოწყობილობა მას ვერ აღმოაჩენდა. იხილეთ სხვა სტატიები:ჩინელი მეთევზის უცნაური ნადავლი - თევზის ნაცვლად 128 მილიონი დოლარი ქალმა შემთხვევით ბრილიანტის ბეჭედი 1 ფუნტ სტერლინგად იყიდა გერმანელმა არქეოლოგებმა სენსაციური განცხადება გააკეთეს ქარვის ოთახის თაობაზე ბეჭედი 24 679 ბრილიანტით გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა (+ვიდეო) როგორ ეძებენ პენსიონერები ალმასებს და....პოულობენ! Silver Islet - სუფთა ვერცხლის კუნძული 766 2-ს მოსწონს
|