x
ყველაზე გაყალბებული არჩევნები მსოფლიო ისტორიაში

image1927 წელს ლიბერიაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ზედიზედ მესამედ ვადით აირჩიეს პრეზიდენტად ჩარლზ კინგი. ამ არჩევნებში კი საინტერესო ის იყო, რომ ხმის მიცემის უფლება მხოლოდ 15 000 ადამიანს ჰქონდა, მაგრამ კინგმა შეძლო და არც მეტი, არც ნაკლები, 240 000 ხმა მოიპოვა, ხოლო მისმა კონკურენტმა ტომას ფოლკნერმა 9000, რითაც ის დამაჯერებლად ახერხებდა არჩევნებში გამარჯვებას. არჩევნებზე აქტივობამ 1660% შეადგინა. არჩევნების შემდგომ ფოლკნერმა ხელისუფლება მონებით ვაჭრობასა და ამ პროცესში არმიის ჩართვაში დაადანაშაულა. კინგმა გაყალბებული არჩევნების გზით, ძალაუფლება კიდევ 3 წლით შეინარჩუნა.

1
126
შეფასება არ არის
ავტორი:MIშOO
MIშOO
126
  
2023, 8 აპრილი, 23:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1