x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ქალი ორი საშოთი ამბობს, რომ ერთი ქმრისთვის აქვს, მეორე კი კარიერისთვის
image

ორი ვაგინით დაბადებული ქალი შეეგუა თავის იშვიათ მდგომარეობას და შექმნა პოპულარული კონტენტი OnlyFans-ზე. ამბობს, რომ ერთი საშო აქვს სამუშაოსთვის, მეორე კი პირადი ცხოვრებისთვის.


30 წლის ავსტრალიელმა ეველინ მილერმა მხოლოდ 2011 წელს გინეკოლოგთან ვიზიტის შემდეგ, მორიგი გამოკვლევის დროს გაიგო, რომ ორი საშვილოსნო აქვს. ეს არის თანდაყოლილი მანკი, რომლის დროსაც ქალს აქვს ორმაგი საშვილოსნო, საკვერცხეების ორი ნაკრები და ორი საშო. ანომალია იშვიათია, რომლის ალბათობა 1/1000-დიან 1/30000-მდეა


ავსტრალიელმა მოზარდ ასაკში შეამჩნია, რომ სექსის დროს რაღაც "არასწორი იყო" და პარტნიორის პენისი "თითქოს მუდმივად ურტყამდა კედელს". მაგრამ რადგან ის ცხოვრობდა დედის გარეშე, მხოლოდ მამასთან ერთად, ავსტრალიის გარეუბანში მდებარე ფერმაში და არ ჰქონდა ინტერნეტი, მას უბრალოდ არ ესმოდა რისგან შეიძლება ყოფილიყო ეს სიმპტომები გამოწვეული.



"პირველი წარუმატებლობის შემდეგ სექსს დიდი ხნის განმავლობაში ვერიდებოდი. ბიჭები მხოლოდ პენისს ურეთრას უტყამდნენ და ვერავინ ხვდებოდა რა ხდებოდა. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ იმ დროს არავინ იყო, რომ მეკითხა. მე Google -იც კი არ მქონდა."

image

მას შემდეგ, რაც 2011 წელს დიაგნოზი დაუსვეს, ეველინი თანდათან შეეგუა იმ ფაქტს, რომ მას ჰქონდა ასეთი თანდაყოლილი მანკი. მოგვიანებით მან გაიცნო მისი ამჟამინდელი ქმარი ტომი და ორი შვილი შეეძინა.


იგი საჯაროდ არ საუბრობდა ორმაგ ვაგინაზე სანამ 2018 წელს ქმრის მხარდაჭერით არ გახსნა OnlyFans -იე ექაუნტი.


" OnlyFans დამეხმარა საბოლოოდ მიმეღო ჩემი მდგომარეობა. კონტენტის შექმნა და ხალხის ყურადღების მიქცევამ ჩემს მდგომარეობაზე ნამდვილად კარგად იმოქმედა. ყოველთვის მაინტერესებდა სექს-მუშაკობა, რომელშიც ხანდახან სხვა მამაკაცებიც მონაწილეობენ. ეს ნამდვილად არ ჰგავს ღალატს. ერთი საშო მაქვს სამუშაოსთვის და მეორე ქმრისთვის.


image

მისი გულწრფელობა ზრდასრულთა გასართობ საიტზე უხვად გამომწერებს იზიდავს. ხალხი ცნობისმოყვარეა და ორი საშოს მქონე ქალი, რომელსაც არ ერიდება ამაზე ლაპარაკს, სულ უფრო მეტ გამომწერს იმატებს



ეველინმა ასევე განაცხადა, რომ OnlyFans-ს პლატფორმას ასევე იყენებს ორმაგი საშვილოსნოს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.


" მე ვიღებ უამრავ შეტყობინებას იგივე პრობლემის მქონე ქალებისგან. ზოგი ჩემზე ბევრად უარესადაა, მათ შვილის გაჩენა არ შეუძლიათ. გული მწყდება. "


ეველინს ნამდვილად გაუმართლა: ორჯერ შეძლო დაორსულება და შვილის გაჩენა. მისი ვაჟი 20 თვისაა, ქალიშვილი კი 8 თვის.


რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იოლი არ იყო და ორივე ბავშვი ძალიან პატარები და სუსტები დაიბადნენ, მათ რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდნენ რეანიმაციაში. მაგრამ ახლა ისინი ჯანმრთელები და ბედნიერები არიან.



ეველენი OnlyFans-ზე აგრძელებს საუბარს იშვიათ ანომალიაზე, რომლითაც მას უწევს ცხოვრება. ძალიან გამიმართლა, რომ მაქვს ეს პლატფორმა. ყველა ახალგაზრდა ქალს ვურჩევდი, გაიარონ ტესტირება, თუ გრძნობენ, რომ მათში რაღაც რიგზე ვერ არის.

0
1041
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1041
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0