x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134571
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
8 უჩვეულო ფაქტი ძველი ეგვიპტელების შესახებ: რატომ უსვამდნენ ფარაონები მსახურებს თაფლს და რატომ უყვარდათ კოსმეტიკა?

image


ძველი ეგვიპტე - არა მხოლოდ პირამიდებისა და ულამაზესი წითელი ზღვის ქვეყანაა, არამედ ის ფარაონების დიდებულ და ძლიერ ცივილიზაციასაც წარმოადგენს. ძველ ეგვიპტელებს არაერთი საინტერესო და უჩვეულო ფაქტი უკავშირდება, რომელთა შესახებაც სწორედ დღეს ვისაუბრებთ.


image



ძველ ეგვიპტეში მაკიაჟს არა მარტო ქალები, არამედ მამაკაცებიც იყენებდნენ. მათთვის კოსმეტიკა სულიერი მეგზური იყო. ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ კოსმეტიკას სამკურნალო თვისებები ჰქონდა, და სახეზე დატანილი მაკიაჟი მათ მიმდინარე საქმეებში დაეხმარებოდა.



image


ძველი ეგვიპტელებისთვის ყველაზე საყვარელი გასართობი - სამაგიდო თამაშები იყო. მმართველებიც კი სწორედ ასეთ გართობას ამჯობინებდნენ. საგულისხმოა, რომ ცნობილი ფარაონი ტუტანხამონი პირამიდაში სწორედ სათამაშო დაფებთან ერთად იქნა დაკრძალული.



image



სწორედ ძველ ეგვიპტელმა ქალებმა გამოიგონეს ე.წ. კონტრაცეპტივები. თავის დროზე ისინი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებად აკაციას იყენებდნენ, რომლის წყალობითაც შობადობის პროცესს აკონტროლებდნენ.


image



ძველი ეგვიპტელების სიცოცხლის ხანგრძლივობა საკმაოდ ხანმოკლე იყო. მცხოვრებთა უმეტესობა ორმოცი წლის ასაკსაც კი ვერ აღწევდა, მათი უმრავლესობა ტრავმებით, სხვადასხვა გენეზის დაავადებებითა და ზედმეტი დატვირთვით იღუპებოდა.


image



ეგვიპტელი ექიმები სხეულის მხოლოდ ერთი ორგანოს მკურნალობაში იყვნენ სპეციალიზირებულნი, ასე რომ შესაძლებელი იყო ისეთი სპეციალისტის პოვნა, რომელიც მხოლოდ დაავადებულ კუჭს კურნავდა, თუმცა ამავდროულად ნაწლავებისა და გულის მდგომარეობის შესახებ არაფერი ესმოდა. რაც შეეხება კბილებს, ეგვიპტელი ექიმები ძვლოვან წარმონაქმნს საერთოდ არ მკურნალობდნენ, რაც აბსცესების გამო დიდი რაოდენობით ადამიანის სიკვდილს იწვევდა.



image


ეგვიპტელები ფიზიკურ დეფექტებს ყურადღებას არ აქცევდნენ და თვლიდნენ, რომ განურჩევლად გარეგნობისა ყველა ადამიანის მიღება იყო აუცილებელი, მაგალითად, ტუტანხამონი, მეცნიერთა აზრით, პატარა სიმაღლის იყო, და თან რაქიტით იტანჯებოდა. ეგვიპტელების აზრით, გარეგნული ნაკლის მქონე ადამიანები ზემოდან იყვნენ გამორჩეულები.


image


ძველი ეგვიპტელები - შესანიშნავი მათემატიკოსები და ინჟინრები იყვნენ. ამის ბრწყინვალე მაგალითია მსოფლიოში ცნობილი გიზის პირამიდები, რომლებიც კაიროში მდებარეობს.

image


ეგვიპტეში მწერებთან ბრძოლის ძალიან ორიგინალური მეთოდები არსებობდა. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ფარაონებს კარზე სპეციალური მსახურებიც კი ჰყავდათ, რომლებსაც თაფლს უსვამდნენ. ასეთ მსახურებს კოღოები და ბუზები უნდა მოეზიდათ. ეს კი იმისთვის კეთდებოდა, რომ მწერებს ფარაონები არ შეეწუხებინათ და დასვენებაში მათთვის ხელი არ შეეშალათ. ფარაონების დროს ასეთი მსახურების მუშაობის დრო ძალიან მოკლე იყო. ამრიგად, ძველი ეგვიპტელები თავისი გამომგონებლური ჭკუითა და მრავალმხრივი ნიჭით გამოირჩეოდნენ, სწორედ ამიტომაც ითვლება ძველი ეგვიპტური ცივილიზაცია ერთ-ერთ ყველაზე დიდებულად და ძლევამოსილად.











0
296
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
296