x
image
მარიამმ პაიჭაძე
„ომში ვართ... თბილისიდან და ბათუმიდან დავიწყებთ განადგურებასო!" - რას წერს ლალი მოროშკინა
ლალი მოროშკინა


ჟურნალისტი და პიარტექნოლოგიების სპეციალისტი ლალი მოროშკინა რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორის სერგეი ნარიშკინის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„გილოცავთ!


პრაქტიკულად ომში ვართ.



ზუსტად ასეთი განცხადება გაკეთდა 2008 წლის ივლისშიც!


08.08.08 - დავკარგეთ 120 სოფელი!


ახლა თბილისიდან და ბათუმიდან დავიწყებთ განადგურებასო!


ეს ომია!


მე და ჩემი მეგობრები კვლავაც პირველ ხაზზე ვიდგებით, ვირთხები კვლავაც გაიქცევიან...", - წერს ლალი მოროშკინა.


„დასავლეთის ქვეყნები აიძულებენ საქართველოს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში შესვლას", - განაცხადა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ხედავს დასავლეთის მცდელობებს „დაარწმუნოს თბილისი, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დაბრუნების წინაპირობები უკვე შექმნილია".

„დასავლეთის დედაქალაქების განზრახვა არის უკრაინის დახმარება. ისინი ხედავენ, რომ ბრძოლის ველზე ვითარება უკრაინის სასარგებლოდ არ არის, შესაბამისად, ამ გზით აიძულებენ საქართველოს შევიდეს სამხედრო კონფლიქტში რუსეთის ფედერაციასთან“, - დასძინა რუსეთის სპეცსამსახურის დირექტორმა.


Запад принуждает Грузию к военному конфликту с РФ – Нарышкин


ლალი სქრინი





0
915
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
915
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0