x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
იშვიათი ისტორიული ფაქტები: კლეოპატრას წვეულებები, რჩეული - ბალერინები, ჯაშუში ორ ფრონტზე

image


თითოეულმა ადამიანმა კარგად უნდა იცოდეს ისტორია, ვინაიდან პირველ რიგში, ის საშუალებას იძლევა უკეთ გაიგოთ როგორც საკუთარი, ასევე სხვა ადამიანების მენტალიტეტი, რაც მიმდინარე მოვლენების უკეთ გაანალიზებაში დაგეხმარებათ, მეორეც, ისტორია თვალსაწიერს შესანიშნავად აფართოებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მესამე, ცნობილი ადამიანების ცხოვრებისეული ფაქტები საკუთარ თავზე მუშაობის კიდევ უფრო მეტ მოტივაციას იძლევა. მაგრამ თუ ზოგადი ისტორია ბევრისთვის ასე თუ ისე ცნობილია, მისი ზოგიერთი დეტალი უმრავლესობისთვის მაინც უცნობად რჩება, მაგრამ სწორედ ეს ნიუანსები იძლევა წარსულის ყველაზე სრულყოფილი სურათის შექმნის შესაძლებლობას. თქვენ წინაშეა რამდენიმე საინტერესო ფაქტი წარსულიდან, რომლებსაც როგორც წესი, ისტორიის გაკვეთილებზე არ ჰყვებიან.



1. შუა საუკუნეებში შარდით რეცხავდნენ


image


თუ ადამიანის არსებობის სტანდარტების მიხედვით ვიმსჯელებთ საპონი და სარეცხი ფხვნილები შედარებით გვიან გამოიგონეს, მაშ, როგორ რეცხავდნენ ტანსაცმელს უწინ? სარეცხს როგორც წესი, მრეცხავები რეცხავდნენ, რომელთა სამუშაოც ძალიან მძიმე და შრომატევადი იყო. ისინი თეთრეულს ჯერ ქვებზე ხეხავდენ, ლაქების მოსაშორებლად კი ხშირად შარდს იყენებდნენ. უწინ ის ფერმენტირებული სახით, ერთგვარ ლაქების ამომყვანადაც კი ითვლებოდა, შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ყველაფერს წყალში საფუძვლიანად ავლებდნენ.





2. ეკატერინე I მოსამსახურე იყო


image


პეტრე I-ისა და ეკატერინე I-ის სიყვარულის ისტორია ძალიან რომანტიკულია. მან ის პირველად ალექსანდრე მენშიკოვის სახლში დაინახა, სადაც ის მოსამსახურედ მუშაობდა. მეფეს გოგონა შეუყვარდა და ფარულად მასზე იქორწინა. მის პატივსაცემად პეტრე დიდმა წმინდა ეკატერინეს ორდენიც დააწესა და ურალში ქალაქს ეკატერინბურგიც დაარქვა. რუსეთის იმპერატრიცას ქალიშვილობის სახელი მარტა სკავრონსკაია იყო, ხოლო ქრისტიანობის მიღების შემდეგ ის ეკატერინა ალექსეევნა მიხაილოვა გახდა.





3. კლეოპატრას წვეულებები უყვარდა


image


როდესაც კლეოპატრა მარკუს ანტონიუსთან ურთიერთობაში იყო, მან მსმელთა საზოგადოება - "განუმეორებელი ღვიძლი" დაარსა. მისი მონაწილეები ბევრს სვამდნენ, შემდეგ კი შეზარხოშებულები ჯგუფ-ჯგუფად ქალაქში დახეტიალობდნენ.




4. კაცები ბალეტზე არა მხოლოდ ხელოვნების სიყვარულის გამო დადიოდნენ


image


რა თქმა უნდა, ეს მიზეზიც გამოსარიცხი არ არის, თუმცა მამაკაცების უმეტესობა ბალეტზე მაინც ბალერინების დასათვალიერებლად დადიოდა. მაშინ შიშველი ტერფის დანახვაც კი პიკანტურ მოვლენად ითვლებოდა, იქ კი სცენაზე ლამაზი გოგონების მთელი არმია იდგა. შესაბამისად, სპექტაკლებზეც მამაკაცების ტევა არ იყო.





5. ვიკინგებისთვის შვილის მოკვლა სრულიად ნორმალური მოვლენა იყო


image


ვიკინგები საკუთარი სიმამაცითა და ბრძოლის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდნენ. ვიკინგებში ბავშვებს შორის პრიორიტეტი ჯანსაღ ბიჭებს ენიჭებოდა, სუსტებს კი უბრალოდ თავიდან იშორებდნენ, და უნდა ითქვას რომ ისინი დიდად არც გოგონებს სწყალობდნენ, თუ ოჯახში ძალიან ბევრი გოგონა იყო, მათაც ზედმეტი ყოყმანის გარეშე იშორებდნენ. ასეთი სისასტიკე საზოგადოების მხრიდან არ იგმობოდა, რომელიც გამართლებას ჩვილების მკვლელობაში პოულობდა.




6. ჰიურემ სულთანის ნამდვილი სახელი როქსოლანა არ ყოფილა



image


თუ სერიალ "დიდებულ საუკუნეს" უყურებდით, მაშინ გეცოდინებათ რომ სულთნის საყვარელ მეუღლეს ქალწულობისას როქსოლანას ეძახდნენ, მაგრამ როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მისი ნამდვილი სახელი სულ სხვა იყო, თურმე როქსოლანას სახელით მაშინ ყველა სლავ ქალს მოიხსენიებდნენ.




7. მატა ჰარი ორ ფრონტზე ჯაშუშობდა


image


ჰოლანდიელი ეროტიკული ცეკვების შემსრულებელი ეს კურტიზანი ქალი ყველაფერში საკუთარ სარგებელს ეძებდა. მამაკაცების მარტივი მოხიბვლით, ის ყველაფერს აღწევდა, რასაც კი მოისურვებდა. მატა ჰარი ისტორიაში ჯაშუშის სახელით არის ცნობილი, რომლის გაშიფვრაც დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ შეძლო, ყველამ არ იცის რომ ის ორ ფრონტზე ჯაშუშობდა, რისთვისაც საბოლოოდ, სიკვდილითაც კი დასაჯეს. ეროტიკული ცეკვების შემსრულებელი, მარგარიტა გერტრუდა ზელე პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ ჯაშუშად ითვლებოდა.




8. მსუბუქი საუბრები ზოგადი თემებით შემოიფარგლებოდა


image


ადრე პირად საკითხებზე საუბარი უხამსობად ითვლებოდა, ამიტომ როგორც წესი, ყველა ძირითადად, ამინდზე, შემოქმედებასა და პოლიტიკაზე საუბრით შემოიფარგლებოდა, ხოლო თუკი ვინმე გაბედავდა და პირადი ხასიათის კითხვას დასვამდა, ის შეიძლება საზოგდოებრივი წრიდანაც კი გაერიცხათ, რაც ადრე კარიერის დანგრევად და საზოგადოებაში პოზიციის დაკარგვად ითვლებოდა.






9. მორწმუნეებს ჩანგლის გამოყენების ეშინოდათ


image


ამ უწყინარმა სამზარეულოს ხელსაწყომ დიდი ხნის განმავლობაში ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხი ვერ მოიკიდა, რადგან ის სატანისტურ იარაღად ითვლებოდა, რომელიც ადამიანს ხელებს უცვლიდა. საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმას რომ ადამიანები ცრურწმენების ზეგავლენისგან გათავისუფლებულიყვნენ და ყველგან ჩანგლის გამოყენება დაეწყოთ.









0
512
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
512