x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
5 ყველაზე აფსურდული მიზეზი მსოფლიო ისტორიაში, რის გამოც ომი დაიწყეს

image
ომის მიზეზები ყოველთვის სერიოზულია: ტერიტორიული მთლიანობა, ძალაუფლებისკენ ლტოლვა, ეკონომიკური არასტაბილურობა... მაგრამ ამ სტატიაში ჩამოთვლილი მიზეზები იმდენად აფსურდულია, რომ ომის წამოწყებად ნამდვილად არ ღირდა:

1. ომი ხის სათლის გამო

XIV საუკუნე, ჩრდილოეთ იტალიის ორი მეზობელი ქალაქი-სახელმწიფო - ბოლონია და მოდენა - ცხოვრობენ კონფლიქტის ზღვარზე. ბოლონია მხარს უჭერს გელფის პარტიას, ხოლო მოდენა მხარს უჭერს მათ ყველაზე დიდ მტრებს, გიბელინებს. მათ შორის მანძილი მცირეა, დაახლოებით 50 კილომეტრი, ზოგადად, ნებისმიერ მომენტში შეიძლება მტრის ჯარი შემოვიდეს და ხოცვა-ჟლეტა დაიწყოს. ხოცვა-ჟლეტა დაიწყო კიდეც, მაგრამ ამის მიზეზი ყველაზე სასაცილო აღმოჩნდა. ერთ-ერთი ვერსიით, ვიღაც დაქირავებული კავალერიის ჯარისკაცი ბოლონიიდან მოდენაში გადავიდა და თან წაიღო ჭის ჩვეულებრივი ხის სათლი. ბოლონიის მთავრობამ მოითხოვა სათლის უკან დაბრუნება, რადგან ის მუნიციპალური და შესაბამისად საერთო საკუთრება იყო. image
სხვა ვერსიით, რამდენიმე კავალერიის წევრმა გაიტაცა ძვირფსეულობით სავსე ხის სათლი და ამ მოპარული განძით გაიპარნენ მტრის ქალაქში. ასე დაიწყო შეტაკება, დიპლომატები ცდილობდნენ მოეგვარებინათ საკითხი იარაღის გარეშე, მაგრამ არ გამოუვიდათ. ზაპოლინოს გადამწყვეტი ბრძოლის დროს 2000 ჯარისკაცი დაიღუპა. მოდენამ გაიმარჯვა და ხის სათლიც მათ დარჩათ. იგი დღემდე ინახება ქალაქში და რელიქვიად ითვლება. გამარჯვებულ მინი-სახელმწიფოს მეტი ჯილდო არ მიუღია, მათ მხოლოდ და მხოლოდ ეს სათლი დარჩათ.

ომი
სტერეოტიპულ თანამედროვე მექსიკელს უყვარს ცხარე საკვები. მე-19 საუკუნის სტერეოტიპულ მექსიკელს, გარდა ამისა, სძულს ყველაფერი ტკბილი. ყოველ შემთხვევაში, 1828 წლის ქუჩის აჯანყების დროს, მექსიკელმა ოფიცრებმა რატომღაც გაანადგურეს ფრანგის საკონდიტრო მაღაზია. ნამცხვრები და ტორტები გადათელეს, მაღაზიის ავეჯი დალეწეს. ფრანგმა დაზარალებულმა კომპენსაცია მოითხოვა და თხოვნით მიმართა უმაღლეს ხელისუფლებას - მის მეფეს ლუი ფილიპ I-ს.image

მეფემ უთანაგრძნო გაუბედურებულ კონდიტერს და ულტიმატუმი გამოუცხადა მექსიკას: მათ უნდა გადაეცათ დაზარალებულისთვის 60 ათასი პესო. თანხა იმ დროს უბრალოდ გადაჭარბებული იყო. ხოლო იმისათვის, რომ მექსიკის ხელისუფლებას სერიოზულად მიეღო მოცემული ულტიმატუმი, მეფემ ასევე მოითხოვა მექსიკისგან სახელმწიფო ვალის დაბრუნებაც. მექსიკაში ეს მოთხოვნა არაფრად ჩააგდეს და შედეგად ლუი ფილიპ I-მა ფაქტობრივად ომი გამოაცხადა: მისმა ფლოტმა გადაკეტა ვერაკრუსის პორტი და დაიწყო სან-ხუან დე ულუას ციხე-სიმაგრის დაბომბვა.image
ამის საპასუხოდ მექსიკელებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს და ტეხასის მხარდაჭერის მოპოვება სცადეს, რომელიც მაშინ დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. ღარიბი ქვეყანა მალევე მიხვდა, რომ საფრანგეთს კონკურენციას ვერ გაუწევდა. საბოლოოდ მექსიკა დათანხმდა და ვალის დაფარვა გადაწყვიტა.

3. ომი ღორის გამო

ბრიტანულ-ამერიკული კონფლიქტი, რომელიც თითქმის ნამდვილ ომში გადაიზარდა, მოხდა კარტოფილის მინდორში გადაპარული ღორის გამო.

1846 წლის 15 ივნისს ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ორეგონის ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავდა სახელმწიფოების საზღვრებს წყნარი ოკეანის სანაპიროზე. თეორიულად, დოკუმენტს ვითარების გარკვევა და ხარვეზებისგან თავის დაღწევა ევალებოდა, მაგრამ მხოლოდ უარესად აირია ყველაფერი. როგორც გაირკვა, რეგიონის რუკები არაზუსტი იყო და ორივე სახელმწიფომ სან-ხუანის კუნძულები საკუთარ ტერიტორიად მიიჩნია. შედეგად, აქ დაიწყეს როგორც ბრიტანელი, ისე ამერიკელი კოლონისტების დასახლება. ორივე მხარე, რა თქმა უნდა, ერთმანეთს არალეგალურ ემიგრანტებად თვლიდა.image

1859 წლის 15 ივნისს, ზუსტად 13 წლის შემდეგ, მოხდა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სულელური კონფლიქტი. ამ დღეს ამერიკელმა ფერმერმა ლაიმან კატლერმა თავის მიწაზე შავი ღორი დაინახა, რომელიც მის ბაღში ტრიალებდა და კარტოფილს ჭამდა. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ფერმერმა ჯოხებით და ქვებით სცადა მისი გაგდება, მაგრამ რომ არაფერი გამოუვიდა, შევიდა სახლში, აიღო იარაღი და ესროლა.

აღმოჩნდა, რომ ღორი ადგილობრივ ირლანდიელს, სახელად ჩარლზ გრიფინს ეკუთვნოდა. პრობლემა ის იყო, რომ ორივე ფერმერი სხვადასხვა შტატის მოქალაქე გახლდათ. როდესაც ჩვეულებრივი სოფლის კონფლიქტი სკანდალამდე მივიდა, ორივე მამაკაცი ხელისუფლების წარმომადგენლებთან წავიდა დახმარების სათხოვნელად. image
ამერიკელებმა კუნძულზე ოთხასი ჯარისკაცი გამოიყვანეს. ინგლისელებიც არ ჩამორჩნენ და ხუთი ხომალდი გაგზავნეს ბორტზე ორი ათასი მეომრით. ბრიტანეთის კოლონიის გუბერნატორმა კონტრადმირალ რობერტ ბეინსს უბრძანა საომარი მოქმედებების დაწყება, თუ ამერიკელები არ დატოვებდნენ ტერიტორიას. საბედნიეროდ, ოფიცერი არ დაემორჩილა ხელმძღვანელობას და ამით იხსნა ქვეყანა ომისგან. შეერთებული შტატების და ბრიტანეთის ჯარისკაცები დღეების განმავლობაში ერთობოდნენ ერთმანეთის შეურაცხყოფით, მაგრამ მკაცრად იცავდნენ ბრძანებას, რომ ჯერ არ გაეხსნათ ცეცხლი.


ბრიტანელი ჯარისკაცები სან-ხუანის კუნძულზე
image
როდესაც ლონდონში და ვაშინგტონში შეიტყვეს ომის მთავარი მიზეზის, ღორის შესახებ, მაშინვე ჩაერივნენ. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ჩაერთნენ ნეიტრალური არბიტრები, გერმანიის იმპერატორის ვილჰელმ I-ის მეთაურობით, რომელმაც ღორზე დავა მოაგვარა შეერთებული შტატების სასარგებლოდ - მათ დარჩათ კუნძულები.

4 ომი ძაღლის გამო

მსგავსი, მაგრამ უფრო ტრაგიკული ამბავი მოხდა საბერძნეთისა და ბულგარეთის საზღვარზე 1925 წელს. ამჯერად, მაწანწალა ძაღლმა გადაწყვიტა საზღვრის გადაკვეთა.
image
მაშინ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბული იყო: პირველ მსოფლიო ომში ისინი სხვადასხვა მხარეს იბრძოდნენ, პლუს თითოეულს ჰქონდა ტერიტორიებზე პრეტენზია. გარდა ამისა, ბულგარეთის ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელდა პარტიზანული ანტიბერძნული ჯგუფები. ერთ-ერთმა ამ ჯგუფმა ფაქტობრივად აიღო ძალაუფლება საზღვარზე მდებარე ქალაქ პეტრიჩის მიდამოში. ეს იყო სახელმწიფო სახელმწიფოში, სასაზღვრო ტერიტორიას აკონტროლებდა „შიდა მაკედონიის რევოლუციური ორგანიზაცია“. სწორედ აქ მოხდა კონფლიქტიც.image
18 ოქტომბერს ერთ-ერთ ბერძენ მესაზღვრეს ძაღლი გაიქცა. უფრო მეტიც, ძაღლი პირდაპირ საზღვარზე გაიქცა. ჯარისკაცი ძაღლის საძებნელად წავიდა და სწორედ სახელმწიფოთა გზაჯვარედინზე, პეტრიჩელმა პატრულმა დახვრიტა. როცა ამის შესახებ ბერძნული ფორპოსტის ოფიცერმა შეიტყო, გამოსაძიებლად გაემართა იმ ადგილისკენ, მაგრამ ისიც ადგილზე მოკლეს. დაფიქსირდა სხვა შეტაკებები, მაგრამ ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა.image

საბერძნეთი ითხოვდა ოფიციალური ბოდიშის მოხდას და დაღუპულთა ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდას. ბულგარეთმა არ უპასუხა მისთვის მიცემული 48 საათის განმავლობაში და ბერძნული ჯარები შეიჭრნენ პეტრიხის მიდამოებში. აიღეს რამდენიმე სასაზღვრო სოფელი. საბედნიეროდ, ერთა ლიგა (გაეროს იმ წლების პროტოტიპი) ჩაერია და ომი შეწყდა. საბერძნეთი ვალდებული გახდა უხერხულობისა 50 დაღუპული ბულგარელის ოჯახისთვის კომპენსაცია გადაეხადა. რაც შეეხება ძაღლს, ის არც უპოვიათ.

5. საფეხბურთო ომი

"საფეხბურთო ომი" ელ სალვადორსა და ჰონდურასს შორის. ფეხბურთის მატჩში წაგების გამო, ათასობით ადამიანი დაიღუპა და ორივე ქვეყანა კრიზისში ჩავარდა.image


1970 წელს ელ სალვადორისა და ჰონდურასის საფეხბურთო გუნდები ცდილობდნენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლას. სპორტული მძვინვარება ორი სახელმწიფოს ხანგრძლივმა მტრობამ გამოიწვია. ყველაფერი სამარცხვინო ამბავში გადაიზარდა: ელ სალვადორის გამარჯვებამ თავის მინდორზე განაპირობა ის, რომ ადგილობრივებმა, რომლებსაც საკუთარი თავის სჯეროდათ, ჯერ ჰონდურასელების მასიურად ცემა დაიწყეს, შემდეგ კი მთლიანად შეუტიეს მეზობლებს საკმაოდ ბუნდოვანი მოთხოვნებით.
image

თავად ომი დაიწყო სალვადორული თვითმფრინავების მეზობლის საჰაერო სივრცის გადაკვეთით და დასრულდა ხოცვა-ჟლეტით, ორივე ქვეყნის ინფრასტრუქტურის დანგრევით და მეზობელი სახელმწიფოების ჩარევით, რომლებიც ელ სალვადორს ისეთ ეკონომიკურ ბლოკადას დაჰპირდნენ, რომ ის არასოდეს დადგებოდა ფეხზე.image





1
620
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
620
  
2023, 6 აპრილი, 21:50
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1